Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE GUARDIAN   დიდი ბრიტანეთი

დენიელ ბოფი

 

როგორც ნატოს გენერალური მდივანი იტყობინება, უკრაინელი პილოტები ეუფლებიან F-16-ების მართვას მაშინ,  როცა კიევი აცხადებს, რომ უკრაინის სამხრეთში მიმდინარე კონტრშეტევაში რუსეთის წინააღმდეგ, შეიმჩნევა პროგრესი

ნატოს მოკავშირეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ უკრაინაში ე.წ. მეოთხე თაობის ამერიკული გამანადგურებლების გაგზავნის საკითხზე, მაგრამ სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინული პერსონალის მომზადება – მიმდინარეობს სრული სვლით.

ჩავიდა რა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა:

ის ფაქტი, რომ წვრთნა დაიწყო, აჩენს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თვითმფრინავების მიწოდების შესახებ, საჭირო დროს, პილოტები  უკვე მზად იქნებიან იფრინონ ამ ხომალდებით.

ჯერ კიდევ თებერვალში, ჯო ბაიდენმა უარყო უკრაინის მოთხოვნა, ამ უკანასკნელისთვის მსუბუქი გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ, ზელენსკიმ მტკიცე პირობა დადო, რომ თვითმფრინავებს რუსეთის არმიაზე დარტყმებისთვის, გამოიყენებდა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინელ პილოტებს თვეები დასჭირდებათ იმისთვის, რომ დასავლური აპარატებით იფრინონ, რადგან ისინი ადრე საბჭოურ თვითმფრინავებს მართავდნენ. უკრაინას ჯერჯერობით არ გააჩნია  F-16-ისთვის გამოსადეგი ასაფრენი ზოლიც კი – ნატოს მოკავშირეებმა თვითმფრინავები დღესვე, რომც მიაწოდონ.

სწავლების გარდა ბრიუსელსი ისაუბრეს იმის ტაობაზე, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი ნიდერლანდები და დანია უკრაინას მიაწვდიან „მაღალპრიორიტეტულ“ ჰაერსაწინაარმდეგო აღჭურვილობას, მატ სორის ასობიტ რაკეტას, რომელტა ადგილზე ჩატანას დასწირდება რამდენიმე კვირა.

By admin