Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Mail  დიდი ბრიტანეთი

ანდრეა კავალიე

 

თეთრი სახლის პრესმდივანი – კარინ ჟან-პიერი, მწვავედ გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც შეწყვიტა ბრიფინგი და გაიქცა ტრიბუნიდან, როცა ჰკითხეს, თუ როგორ გაართვა თავი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის რუსეთთან კავშირის დადგენას

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ჟან-პიერს სპეციალური პროკურორის ანგარიშზე თეთრი სახლის რეაქციის შესახებ, მაგრამ პრესმდივანმა, ეს კითხვა იუსტიციის სამინისტროსთან გადაამისამართა.

ამის შემდეგ მან შეწყვიტა ბრიფინგი და უარი თქვა დამაზუსტებელ კითხვებზე ეპასუხა. კარინ ჟან-პიერი მკაცრად გააკრიტიკეს სოციალურ ქსელებში. მომხმარებლებმა ის დაადანაშაულეს თავისივე სიტყვების უგულებელყოფაში, რადგან  ის, აშშ-ს 2016 წლის არჩევნების დროს, რუსეთის ჩარევაზე საუბრობდა.

სპეციალური პროკურორის – ჯონ დარემის 300-გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და გფბ-მ ვერ აღმოაჩინა ტრამპისა და რუსეთის შეთქმულების დამადასტურებელი ფაქტები.

გფბ-მ, როგორც დარემი ირწმუნება, გამოძიება დაიწყო მოგონილი მიზეზების საფუძველზე – ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ, მაგრამ ბიურომ სამხილებს ვერ მიაკვლია.

ანგარიშის პუბლიკაციიდან მეორე დღეს, RealClearNews-ის რეპორტიორი ფილიპ ვეგმანი, პრესმდივანთან შეხვედრაზე დაინტერესდა, თუ რა რეაქცია ჰქონდა თეთრი სახლს პროკურორის ანგარიშზე.

„როგორი იყო თეთრი სახლის რეაქცია სპეციალური პროკურორის ანგარიშზე, რამდენად გაართვა თავი გფბ-მ, ტრამპის რუსეთთან კავშირის შესახებ, ჩატარებულ გამოძიებას“ – იკითხა ვეგმანმა.

ჟან-პიერმა უპასუხა ასე: „ეს კითხვა იუსტიციის სამინისტროს უნდა დაუსვათ“.

ვეგმანი აპირებდა ჩაძიებას და მან პრესმდივანს შეახსენა, რომ ბაიდენი ხშირად საუბრობდა იუსტიციის სამინისტროსა და გფბ-ს დამოუკიდებლობაზე, დარემის ანგარიში კი საპირისპიროზე მეტყველებდა. ის დაინტერესდა: „ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი სპეციალურ პროკურორ დარემს იმ საკითხში, რომ გფბ-ს სჭირდება კარდინალური ცვლილებები?“.

„კიდევ ერთხელ, ეს არის იუსტიციის სამინისტროს საქმე“- აირეკლა კითხვა ჟან-პიერმა და საქაღალდე დახურა.

„ეს არ არის ის საკითხი, რაზეც ტრიბუნიდან საუბარს ვაპირებ. როგორც აღნიშნეთ თქვენივე კითხვაში, ჩვენ გვჯერა იუსტიციის სამინისტროს დამოუკიდებლობის. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა კენჭისყრის დროს და ის ამას ამბობს ბოლო 2 წელია. დიდი მადლობა, შევხვდებით ბიჭებო… იაპონიაში“ – თქვა მან და ტრიბუნა დატოვა.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა თეთრი სახლის პრესმდივანი, მწვავედ გააკრიტიკეს მისი გამოხდომის გამო.

აშშ-ს სენატორის თედ კრუზის მრჩეველმა კომუნიკაციის საკითხებში –  სტივ გესთმა ტვიტერზე დაწერა: „რა გასაკვირია, რომ კჟპ- (კარინ ჟან-პიერი – შენიშვნა მთ.) ტრიბუნიდან გაიქცა … ის დღენიადაგ როშავს: „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი..“

ჟურნალისტმა იან მაილზ ჩეონგმა აღნიშნა: „მას კითხვისთვის თავის არიდებაც არ გამოსდის. ფსაკი – გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, მისი საყვარელი ფრაზით: „circle back” .

ჯენ ფსაკის თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტი –  2021-22 წლებში ეკავა, ახლა კი საკუთარ შოუს უძღვება MSNBC-ზე.

ჟან-პიერმა ტვიტერზე არაერთხელ დაწერა, რომ დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე, იყო არალეგიტიმური, რადგან ის რუსეთთან  იყო გარიგებული.

2018 წელს, მან ტრამპს უწოდა „რუსეთის მარიონეტი, რომელიც ძირს უთხრის ამერიკის პოზიციას საერთაშორისო არენაზე“.

დარემი წლების განმავლობაში იძიებდა დოკუმენტებს, რომლებიც „ ჯვარედინი ცეცხლის გრიგალის“ სახელწოდებითაა ცნობილი, ვიდრე შედეგებს გამოაქვეყნებდა.

პროკურატურა იკვლევდა, ურთიერთობდა თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი რუსეთთან, იმ მიზნით, რომ გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

დარემმა განაცხადა, რომ გფბ-ს უფროსმა გამომძიებლებმა „გამოავლინეს ანალიტიკური დისციპლინის სერიოზული დეფიციტი“ და „დამოკიდებული აღმოჩნდნენ საგამოძიებო ვერსიებზე, რომლებიც მიწოდებული ან დაფინანასებული იყო – ტრამპის პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან“.

გფბ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამსახურმა უკვე განახორციელა „ათობით მაკორექტირებელი ქმედება“.

დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა კომენტარი სპეციალური პროკურორის ანგარიშზე.

„ეს მშვენიერი მტკიცებულებაა. სასიამოვნოა, რომ ანგარიშმა ასეთი ფართო გამოხმაურება ჰპოვა“ – თქვა ტრამპმა Newsmax-თან სატელეფონო ინტერვიუში.

„ყველა ეს ადამიანი – მოღალატეა. თქვენ შეგიძლიათ სხვა მრავალი ეპითეტიც გამოიყენოთ. ეს ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა გამეორდეს“ – დასძინა მან.

აშშ-ს ექსპრეზიდენტი დარემის ანგარიშს თავის პლატფორმაზე Truth Social-ზე გამოეხმაურა.

„ოჰო! სპეციალურმა პროკურორმა დეტალური გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ გფბ-ს საერთოდ არ უნდა დაეწყო ტრამპის რუსეთთან კავშირების შემოწმება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკული საზოგადოება მოატყუეს,  როგორც ამას სჩადიან ახლაც – ისინი, ვისაც არ სურს ამერიკის აყვავება“ – ნათქვამია შეტყობინებაში.

By admin