Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Washington Times აშშ

რიჩარდ რანი

 

  ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიმართ, მოიცავს ჩინეთს, რუსეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, ინდონეზიას, არგენტინასა და სამხრეთ აფრიკას. ისინი ეძიებენ გზებს იმისთვის, რათა ჩამოაგდონ აშშ-ს დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის პიედესტალიდან. ეს და სხვა სახელმწიფოები ღიად აჯანყდნენ ამერიკის „ფინანსური იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ

ცოტა რამ წინაისტორიიდან: სარეზერვო ვალუტა – ეს არის უცხოური ვალუტა, რომელსაც განაგებენ ცენტრალური ბანკები და სხვა საფინანსო ორგანოები, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო ოპერაციები და ინვესტიციები. ის, ასევე წარმოადგენს დაგროვების საშუალებას.

XVIII საუკუნეში, ბრიტანეთის იმპერიის გავრცობის კვალობაზე, მსოფლიოს მთავარ სარეზერვო ვალუტას წარმოადგენდა ფუნტი სტერლინგი და ის ასეთად რჩებოდა 1914 წლამდე. ორმა მსოფლიო ომმა, დიდი ბრიტანეთი კინაღამ გააკოტრა, აშშ-ს ეკონომიკა კი გაძლიერდა. ამდენად ფუნტს სულ უფრო მეტად ამჯობინებდნენ დოლარს. ამ ეპოქიდან მოყოლებული, მსოფლიო ფასები ნედლეულზე და საერთაშორისო სავაჭრო გარიგებები – უკვე ამერიკულ დოლარს ეფუძნება.

1944 წელს, ქალაქ ბრეტონ-ვუდსში (ნიუ-ჰემპშირის შტატი) ჩატარდა კონფერენცია ეკონომიკური წესრიგის დაგეგმვის თაობაზე და მასში მონაწილეობდა 44 ქვეყანა. მათ გადაწყვიტეს, რომ დოლარის ღირებულება მიბმულიყო ოქროზე, ხოლო სხვები საკუთარ ვალუტას დაუკავშირებდნენ დოლარს – ფაქტობრივად დოლარი ოფიციალურ სარეზერვო ვალუტად იქცა. პირველი 20 წლის განმავლობაში, სისტემა შეუფერხებლად მუშაობდა, მაგრამ ომისშემდგომი აღდგენისა და ეკონომიკის ზრდის პირობებში, ზოგიერთმა ქვყანამ დაიწყო დოლარის მარაგების ოქროში გადაყვანა, რამაც ამერიკულ ოქროს მარაგებზე მოთხოვნა, არანორმალური ტემპით გაზარდა.

1971 წელს რიჩარდ ნიქსონმა დაკეტა „ოქროს ფანჯარა“. აიკრძალა ოქროს ყიდვა დოლარით სხვა ქვეყნებისთვის. ფასები ძირითად ნედლეულზე, როგორიც არის ნავთობი, სპილენძი, ყავა, ხორბალი და ა.შ. ჯერ კიდევ კოტირებდა და გადახდა წარმოებდა დოლარში. დოლარზე დაფუძნებულ გლობალური ეკონომიკას, მნიშვნელოვანი უპირატესობები ჰქონდა: პროცენტები უცხოურ აქტივებზე, ინფლაციის თანაზომადი ან უფრო ნაკლები იყო, რაც უზრუნველყოფდა აშშ-ში უპროცენტო სესხებს. ბევრი უცხოელი, რომელიც არ ენდობოდა საკუთარ მთავრობას, დანაზოგის მნიშვნელოვან ნაწილს ინახავდა ამერიკულ დოლარში ( უცხოელებს გაცილებით მეტი ასდოლარიანი ბანკნოტი გააჩნდათ , ვიდრე თავად ამერიკელებს). ასე რომ, ეს აქტივები ფაქტობრივად იყო სუბსიდია ამერიკელი გადასახადის გადამხდელთათვის (ღარიბი ქვეყნების მდიდარ ადამიანებს სარგებლობა მოჰქონდათ ხელმოკლე და მდიდარი ამერიკელებისთვის).

მაგრამ, როცა აშშ-ში იწყება მაღალი ინფლაცია, ისეთი როგორიც დღეს არის, ფარული სუბსიდიები, რომელსაც იხდის ამერიკული ფინანასებისა და ფასიანი ქაღალდები მეპატრონე, მკვეთრად იზრდება. ბევრ ქვეყანას, ეს ვითარება არ მოსწონს, მაგრამ სადღეისოდ მათ არაფერი შეუძლიათ – გამონაკლისია ზოგიერთი ორმხრივი შეთანხმება ვაჭრობის სფეროში.

რუსები დათანხმნენ ჩინურ ვალუტას, როგორც ანგარიშგების საშუალებას ნავთობსა და სხვა ნედლეულზე. ჩინელებს, თავის მხრივ, უამრავი – რუსებისთვის საინტერესო სამრეწველო საქონელი აქვთ, დაწყებული სათამაშოებით, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური პროდუქციით – ასე რომ, ამ შეთანხმებაში არის გარკვეული ლოგიკა. თუმცა ჩინელებმა სხვა ორმხრივ შეთანხმებებსაც რომ მიაღწიონ ნედლეულის მომპოვებელ ქვეყნებთან, ჩინური ვალუტა სარეზერვო ერთეულის სტატუსს, მაინც ვერ მოიპოვებს. ამ დროისთვის, იუანზე მოდის საერთაშორისო რეზერვების მხოლოდ 3% მაშინ, როცა დოლარის მონაცემი 60%-ს აღწევს.

რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია ის, რომ მისი რეზერვების ნახევარი „გაიყინა“ და რუსულ ბანკებს შეეზღუდათ SWIFT-ით სარგებლობა. რუსეთისა და სხვა ქვეყნების საფინანსო წრეები  -პანიკამ მოიცვა, რადგან ჩათვალეს, რომ რაღაც მომენტში სანქციები მათაც მისწვდებოდათ. ცნობისთვის: SWIFT-ი არის საფინანსო-საინფორმაციო სისტემა, რომლითაც ბანკები შეუზღუდავად წარმართავენ საერთაშორისო ოპერაციებს.

ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად ჩინეთისთვის, სარეზერვო ვალუტის შექმნა – დაუძლეველი ამოცანაა. სხვა ქვეყნის ფულის გამოყენება რეზერვის სახით – უპირველესად ნდობას უკავშირდება. დიახ, აშშ მას ჰკარგავს, მაგრამ  ვერც სხვა პოულობს. აუცილებელია რწმენა იმისა, რომ ქვეყანა, რომელიც ფლობს რეზერვებს, არ მოახდენს მის კონფისკაციას, რაიმე უთანხმოების შემთხვევაში, როგორც ეს აშშ-მ რუსეთს გაუკეთა.

ისეთი ქვეყნებმა, როგორიც არიან შვედეთი, ავსტრალია და იაპონია, იციან, რომ მათ არაფერი ემუქრებათ. სხვები ასე დარწმუნებულნი არ არიან. უნდა იყოს გარანტიები, რომ ქვეყნის საფინანსო ორგანოები, სადაც რეზერვები ინახება, შეუსაბამოდ არ გაზრდიან მათ ღირებულებას. სანამ აშშ-ში ინფლაცია დაბალი იყო, სერიოზული საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ ახლანდელი უაზრო იელენ-პაუელ-ბაიდენისეული ფულად-საკრედიტო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, ბევრი შეშფოთდა ვალუტის გაუფასურებით, ხოლო მას, ვისაც ეს არ აფიქრებს, ის ვერ ხვდება,  რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი.

ცენტრალური ბანკები გვევლინებიან გარანტად, რომ ისინი უზრუნველყოფენ საკუთარი მოქალაქეების დანაზოგთა უსაფრთხოებას და ქვეყნების უმეტესობა, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საუკეთესო ვარიანტად – მაინც  დოლარს მიიჩნევს.

მაგრამ თუ სიტუაციის გაუარესება გაგრძელდა, ცენტრალური ბანკების უმეტესობა, გადაწყვეტს აქტივების დივერსიფიცირებას და მათ გადაყვანას სხვა ვალუტებში, ოქროში, ვერცხლში, ალუმინში, სპილენძში და ბიტკოინშიც კი.

 

 

By admin