Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Lidovky  ჩეხეთი

შტეპან ჰობზა

 

ჯერ კიდევ არ შეშრობია მელანი გერმანიის დაპირებას, მიაწოდოს კიევს ტანკები – „ლეოპარდი“, გერმანელები კი უკვე ახალი წინადადებით გამოვიდნენ. ბერლინის ფედერალური მთავრობის ნაცვლად, ის მოდის გერმანული სამხედრო კონცერნიდან ,,რეინმეტალი,’’ რომელიც რუსეთთან ომში წელიწადზე მეტხანს ჩართულ უკრაინას, ახალ ტანკს – ,,პანტერას’’ სთავაზობს

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენი ცალი გაიგზავნება ის. როგორც ,,ბიზნეს ინსაიდერი’’ იტყობინება, მისი მუხლუხო, უკრაინულ მიწას, პირველად 15-18 თვის შემდეგ შეეხება, ანუ მომავალი წლის განმავლობაში. იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებაში სავარაუდოდ უკვე იქნება რამდენიმე ათეული მოძველებული ტანკი ,,ლეოპარდი,’’ ,,ჩელენჯერი’’ და ,,აბრამსი.’’

,,პანტერა’’ – სრულიად ახალი ტანკია, რომელმაც პოლიგონზე გამოცდა გასულ წელს გაიარა. მისი კორპუსი შეიქმნა ,,ლეოპარდის’’ ძველი მოდელების ბაზაზე, თუმცა მისი კოშკურა სრულიად განსხვავებულია და აღჭურვილია სისტემით, რასაც ,,რეინმეტალში’’ უწოდებენ Future Cun System-ს ანუ მომავლის საბრძოლო სისტემას. კერძოდ, ის მოიცავს ახალ 130 მილიმეტრიანი კალიბრის ქვემეხს, ანუ 10 მილიმეტრით მეტია ,,ლეოპარდისაზე.’’

ნაკლები წონა და საკუთარი დრონები

მას აქვს გადატენის ავტომატური სისტემა, ამდენად ეკიპაჟი შემცირებულია ოთხი კაციდან სამამდე. კოშკურა იმართება ავტომატურად და მსროლელი იმყოფება ტანკის კორპუსში, სადაც ჯავშანი ყველაზე სქელია. ეს უპირატესობა, როგორც ჩანს პრინციპულია, რადგან ,,ჩელენჯერთან’’ და ,,აბრამსთან’’ შედარებით, ,,პანტერას’’ ჯავშანი გაცილებით თხელია. მეორე უპირატესობა არის ის, რომ ,,პანტერა’’  შედარებით მსუბუქია. მთლიანად აღჭურვილი ტანკი, იწონის 59 ტონას, რაც 10 ტონით ნაკლებია ,,ლეოპარდის’’ წონაზე, ხოლო 20 ტონით ნაკლები ,,ჩელენჯერისაზე.’’ ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტანკი იქნება შედარებით სწრაფი, თუმცა მწარმოებელი ჯერჯერობით არ იძლევა ამგვარ მონაცემებს.

ყველაზე საინტერესო სიახლე ტანკში ისაა, რომ მას აქვს საკუთარი დრონების კომპლექტი. ამით უნდა გაიზარდოს მისი საცეცხლე ძალა (კერძოდ კომპლექტში შედის დრონი-კამიკაძე) და ეკიპაჟის ცოდნა იმის თაობაზე – თუ რა ხდება ბრძოლის ველზე.

,,რეინმეტალი’’ პირობას დებს, რომ უკრაინაში ააშენებს სატანკო  ქარხანას, რომლის დანიშნულებაც იქნება უკრაინისთვის ტანკების დამზადება. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ტანკების წარმოება იგეგმება: ,,პანტერების’’ თუ ,,ლეოპარდების.’’

ერთი შეხედვით, ეს გეგმა ბრწყინვალედ გამოიყურება. გერმანელები იძლევიან ძვირფას, ახალი თაობის სუპერიარაღს, რომლის მიწოდებისგან თავს იკავებდა, არა მარტო მათი ქვეყანა, არამედ თეთრი სახლიც. თუმცა ახალ ტანკს, ,,ლეოპარდისგან“ განსხვავებით, ჯერ არ გაუვლია ნამდვილი საბრძოლო ნათლობა. მხოლოდ ბრძოლის ველზე გაირკვევა, აქვს თუ არა მას რაიმე სახის კონსტრუქციული ხინჯი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტანკის ეკიპაჟს. ფაქტია ისიც, რომ ბრძოლის ველზე, გვიანი იქნება. მთლიანობაში ბუნდესვერის იარაღმა არაერთხელ გამოავლინა ტექნიკური ნაკლოვანებები. მაგალითად დეკემბერში გაჩნდა ცნობა, რომ 18 ახალი გერმანული ფეხოსანთა ჯავშანმანქანა ,,პუმადან,’’ 17 გამოუსადეგარი იყო. შემდეგ გაირკვა, რომ მე-18 მანქანაც მწყობრიდან გამოვიდა.

ტანკის  სახელწოდება –,,პანტერა“, მისი სახელგანთქმული, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წინამორბედიდან მოდის. იმ დროს გერმანელმა ინჟინრებმა ის შეიმუშავეს, როგორც ვერმახტის პასუხი – საბჭოთა T-34-ზე. იმდროინდელ ,,პანტერას’’ უფრო მომრგვალებული ფორმები ჰქონდა და გააჩნდა დახრილი წინა ჯავშანი, რომელიც იცავდა მას ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და ქვეითების არსენალში არსებული ანტისატანკო საშუალებებისგან.

By admin