Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC   დიდი ბრიტანეთი

 

 უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ გადაწყვეტილება – რუსეთის 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაშვების შესახებ – იქნება იმის დემონსტრაცია, რომ „ტერორი – გარკვეული დოზით მისაღებია“

მან თქვა, რომ ეს საკითხი განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონთან.

მოსკოვს არ უნდა დაანებონ ოლიმპიადის პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება, დასძინა მან.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ-ი) განაცხადა, რომ რუსი და ბელორუსი სპორტსმენები შეძლებენ ოლიმპიადაზე „ნეიტრალური სტატუსით“ მონაწილეობას.

უკრაინა იმუქრება პარიზი-2024-ის ბოიკოტირებით იმ შემთხვევაში, თუ რუს და ბელორუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემენ.

სოკ-ის მცდელობები, „დააბრუნოს რუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე, ესაა განაცხადი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ტერორი გარკვეული სახით მისაღებია, განაცხადა ზელენსკიმ თავის ღამის გამოსვლაში.

რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება გამოიყენოს ოლიმპიური თამაშები, „ან სხვა რომელიმე სპორტული ღონისძიება, თავისი აგრესიისა და სახელმწიფო შოვინიზმის გასამართლებლად“, დაამატა მან.

ამ კვირაში სოკ-მა განაცხადა, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს შეეძლებათ მონაწილეობა „ნეიტრალური სპორტსმენების“ სახით, რადგან „არცერთ სპორტსმენს არ უნდა აეკრძალოს შეჯიბრებაში ჩართვა პასპორტის გამო“.

თუმცა ბატონი ზელენსკი ამბობს, რომ სპორტი ვერ იქნება ნეიტრალური, ვიდრე მისი ქვეყნის ათლეტები ბრძოლის ველზე იღუპებიან.

მან პარალელი გაავლო 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებთან, როცა ხელისუფლების სათავეში ნაცისტები იმყოფებოდნენ.

„ეს იყო სერიოზული შეცდომა ოლიმპიადის ისტორიაში“, თქვა მან. „ოლიმპიურ მოძრაობასა და სახელმწიფო ტერორიზმს, არ შეიძლება ჰქონდეს შეხების წერტილი“.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე დაგმო გადაწყვეტილება – „ნეიტრალური სპორტსმენების“ თაობაზე – „სამყარო მოექცა საომარი რეალობის მიღმა“.

ბატონი ზელენსკის კომენტარები გაისმა მას შემდეგ, რაც რუსული არმია მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა უკრაინის რეგიონ ხერსონს, რაც მან დღისით წამოიწყო.

ადგილობრივი მოხელეების თქმით, 6 ადამიანი დაიჭრა, მათგან 2 – საავადმყოფოს დაბომბვისას.

ხერსონის საოლქო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ შაბათს რეგიონს ჭურვები 40-ჯერ დაუშინეს, ხოლო კვირას, დაბომბვა მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

ხერსონი იყო ერთადერთი ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც რუსულმა არმიამ 2022 წლის თებერვალში შეჭრის შედეგად დაიკავა, ნოემბერში კი ის აქედან, სამარცხვინოდ იქნა გაძევებული.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა შეტევები განაახლა დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში. მან თქვა, რომ უკრაინას ესაჭიროება ახალი იარაღი, რათა გამოასწოროს „უმძიმესი“ ვითარება, რომელიც შეიქმნა განუწყვეტელი იერიშების შედეგად.

„რუსეთს სურს ომის გახანგრძლივება და ჩვენი ძალების გამოფიტვა, ამიტომ არსებული რეალობა, ჩვენ იარაღის ძალით უნდა შევცვალოთ. უნდა დავაჩქაროთ პროცესები, გავზარდოთ იარაღით მომარაგება და გავხსნათ ახალი შესაძლებლობები უკრაინისთვის“, თქვა მან.

By admin