Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

National Review  აშშ

მაიკლ ბრენდან დოჰერთი

 

ადრეც ვწერდი ამის შესახებ და ვინც ღრმად ჩაუკვირდებოდა ჩემს რეპორტაჟებს, მიხვდებოდა: მთელი წლის განმავლობაში, რესპუბლიკელებში თანდათან მიინავლა უკრაინელების დახმარების ენთუზიაზმი. ისინი თვლიან, რომ უკრაინა დაჩაგრეს და საჭიროებს მხარდაჭერას, მაგრამ თანადგომა უნდა იყოს ზომიერი და ამან ამერიკელები არ უნდა დააყენოს – გაუმართლებელი რისკის წინაშე.

რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში – ქევინ მაკარტიმ, კონგრესი გააფრთხილა, რომ ხსენებული განწყობები სულ უფრო ძლიერდება, რაზეც შენიშვნა მიიღო რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერისგან სენატში – მიტჩ მაკონელისგან. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაკონელი, უკრაინის საკითხს, დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

დააკვირდით განწყობების დინამიკას რესპუბლიკელებში, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ „ზედმეტად ბევრს“ ვაკეთებთ უკრაინისთვის:

 

მარტი (WSJ) – 6%

მარტი (Pew) – 9%

მაისი   (Pew)  – 17%

სექტემბერი (Pew) – 32%

ნოემბერი (WSJ) – 48%

 

მომავალი წლის იანვრისთვის, პრობლემა უფრო გამძაფრდება. რესპუბლიკელები თავს იტყუებენ, თუ ჰგონიათ, რომ მოახერხებენ ინფლაციასთან ბრძოლის მანდატის ტრანსფორმაციას – უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გაგრძელების მანდატად, რადგან ის ძლიერ ინფლაციურ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე.

 

By admin

You missed