POLITICO აშშ
სამივე მათგანს აქვს კიდევ ერთი თვე, რათა აპელაციით მიაღწიოს სასჯელის შემსუბუქებას. წინააღმდეგ შემთხვევაში – მათ დახვრეტა ემუქრებათ
კიევი – კრემლის მიერ მართულმა ხელისუფლებამ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა დიდი ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ. ეს მოხდა სამდღიან საჩვენებელ პროცესზე, რომლის დროსაც, სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა მათი სასარგებლო არც ერთი მტკიცებულება.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ეიდენ ასლინი და შონ პინერი, ასევე მაროკოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმი, დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ისინი წამოადგენენ უცხოელ დაქირავებულებს და მონაწილეობდნენ „ტერორისტულ“ საქმიანობაში, როცა რუს მებრძოლებს ხელში ტყვედ ჩაუვარდნენ – ბრიტანელები შეიპყრეს აპრილში – უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ მარიუპოლში, ხოლო ბრაჰიმი დააკავეს ვოლნოვახაში, დონეცკის სამხრეთით.
სასამართლომ, მათ განაჩენი გამოუტანა თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და რომელიც არ უცნია საერთაშორისო თანამეგობრობას. მათ აქვთ ერთი თვე საიმისოდ, რომ წარადგინონ აპელაცია და მიაღწიონ სასჯელის შემსუბუქებას, ასე დაადგინა სასამართლომ. საპირისპირო შემთხვევაში, მათ დახვრეტა ემუქრებათ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ლიზ ტრასმა ტვიტერში დაწერა: „კატეგორიულად ვგმობ – ეიდენ ასლინისა და შონ პინერის მიმართ გამოტანილ განაჩენს. ისინი წარმოადგენენ სამხედრო ტყვეებს. ეს განაჩენი ფიქციააა და არაფერი აქვს საერთო ლეგიტიმურობასთან. მთელი ჩემი არსებით, ვარ მათი ოჯახების გვერდით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს მათ მხარდასაჭერად“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მანამდე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, მოეპყრას მის თანამემამულეებს – „ ჰუმანურად და თანაგრძნობით“.
მაროკოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
28 წლის ასლინი, 48 წლის პინერი და 21 წლის ბრაჰიმი კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ უკრაინულ არმიაში. ასლინმა ახლახან განაახლა 4 წლიანი კონტრაქტი და მჭიდრო კავშირი აქვს ამ ქვეყანასთან. როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცებზე, ამ მამაკაცებზე ვრცელდება ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეების შესახებ.