Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

POLITICO  აშშ

ქორი ბენეტი, ჯაკოპო ბარიგაცი

 

ევროკომისიის ავჯდომარე ირწმუნება, რომ ასეი პაკეტი დაეხმარება უკრაინას ადგენასა და ევროკავშირი გაწევრიანებაში, მაგრმ ინიციატივაში კონკრეტიკა მწირია

ევროპის კომისიის თავჯდეომარემ – ურსულა ფონ ლაიენმა, ოთხშაბათს მხარი დაუჭირა ფინანსურ პაკეტს უკრაინისთვის, რომელიც ქვეყანას საშუალებას მიცემს, აღადგინოს  და გარდაქმნას ეკონომიკა – რუსეთთან ომის დასრულების შემდგომ.

„გვსურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, შევქმნათ წინაპირობები, უკრაინის ომის შემდგომი წარმატებისთვის“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ის გამოვიდა წინადადებით, თანდათან შეწყდეს რუსული ნავთობის შესყიდვები და დაწესდეს სანქციები მოსკოვის ხაზინის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც დასავლელმა მოკავშირეებმა მილიარდობით დოლარი გაგზავნეს უკრაინაში სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით, მათ ყურადღებას, ახლა უკვე იპყრობს გაუგონარი ნგრევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ამითაა გამოწვეული.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკვე სთხოვა კანონმდებლებს, დაეთანხმონ უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერის წინადადებას – 8,5 მილიარდი დოლარით, 33 მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში. ოთხშაბათს ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ ამგვარადვე უნდა იმოქმედოს, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული თანხა.

„ჩვენ როგორც ევროპის გუნდმა, საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ“ – თქვა მან ევროპარლამენტის წევრთა აპლოდისმენტების ფონზე.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ წელს უკრაინის წარმოება 35-50%-ით დაეცემა და მიუთითა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე, რომელთა თანახმად ქვეყანას სჭირდება 5 მილიარდი ევრო, მხოლოდ მოსახლეობის მიმართ არსებული დავალიანების გასასტუმრებლად და მისთვის ელემენტარული მომსახურების გასაწევად.

ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, კომისიამ შეიმუშავა „აღდგენის ღონისძიებათა ამბიციური პაკეტი.“ ეს პაკეტი, მისი აზრით, არა მარტო მოიზიდავს სახსრებს უკრაინაში, არამედ მოახდენს, მისი ეკონომიკის რესტრუქტუირებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. „პაკეტით, უნდა განისაზღვროს ეტაპებისა და მიზნების ერთობლიობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროპულ სახსრებს მოაქვს სარგებელი უკრაინელი ხალხისთვის და ისინი იხარჯება ევროკავშირში არსებული წესების თანახმად“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. „ეს დაგვეხმარება კორუფციასთან ბრძოლაში – ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ეს მიგვიყვანს ევროპის სტანდარტების შესაბამის გარემომდე და რადიკალურად გაზრდის უკრაინის სამრეწველო პოტენციალს“.

თუმცა ამ იდეის ხორცშესხმისთვის, ფონ დერ ლაიენს, საბოლოო ჯამში, სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ ყოველივეს მოჰყვება სერიოზული მოლაპარაკებები.

მიზანს, ფონ დერ ლაიენის თქმით, წარმოადგენს ის, რომ აღდგენის პაკეტმა უნდა დააჩქაროს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსი. ამგვარი თხოვნით მიმართა ევროპას კიევმა. ზოგიერთი წევრის მოსაზრებით, უკრაინისთვის ეკონომიკური რეფორმებისთვის ფინანსების გადაცემა, შესაძლოა გახდეს შემობრუნების წერტილი იმ ქვეყნებისთვის, მაგალითად ნიდერლანდებისა და საფრანგეთისთვის, რომლებიც ცივად ეკიდებიან ევროკავშირის გაფართოებას.

„საბოლოო ჯამში, პატივცემულო წევრებო, ეს უკრაინას გაუკვალავს გზას ევროკავშირისკენ“- დასკვნა ფონ ლაიენმა.

ვარაუდობენ, რომ ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, კომისია წარადგენს პასუხს უკრაინის მოთხოვნაზე -ევროგაერთიანებაში მისი გაწევრიანების შესახებ.

ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება, შეიძლება იყოს „პოტენციური კანდიდატის სტატუსი“ , რომელიც ახლა გამოიყენება კოსოვოსა და ბოსნიის მიმართ. ასეთი სტატუსი, ენიჭება ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის მქონე ქვეყნებს, ისე რომ, მათ არ ეძლევათ „კანდიდატის“ სრული სტატუსი.

 

 

By admin