Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

სოფი ვილიამსი, ოლგა პონა

 

უკრაინული ჯგუფი АНТИТiЛА – გაერთიანდა ედ შირანთან და გამოუშვა ახალი სიმღერა, რომელიც ნაწილობრივ ჩაწერილია რუსეთთან ომში მონაწილეობისას

„ანტიტილა“ – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფია უკრაინაში, თუმცა მათ შეწყვიტეს საქმიანობა სამხედრო სამსახურის გამო.

ორშაბათს გამოსული სიმღერიდან მიღებული შემოსავალი, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად წავა.

„ ედს ესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და თანაუგრძნობს მას“ – განუცხადა BBC-ის, სოლისტმა ტარას ტოპოლიამ.

მან თქვა, რომ სიმღერის ტექსტი შეიქმნა მაშინ, როცა ის მედიკოსად მსახურობდა ბოროდიანკაში, ფრონტის  წინა ხაზზე.

ბოროდიანკა – უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დასავლეთით მდებარეობს და ოკუპირებული იყო რუსების მიერ, რომელთაც ქალაქი თითქმის დანგრეული დატოვეს. მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა, ეს რაიონი ბრძოლით დაიბრუნეს.

ტექსტის დაწერის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა   გადაღება მოახერხეს ასევე წინა ხაზზე, ოღონდ ხარკოვში.

„უბრალოდ გზაზე შევჩერდით და იქ ვიმღერეთ, უკაცრიელ ადგილას“ – ამბობს ის.

ჯგუფი „ანტიტილა“ ვირუსივით გავრცელდა წლის დასაწყისში, როცა განათავსა ვიდეოშეთავაზება – პირდაპირი ჩართვით გამოსულიყო კონცერტზე ბირმინჰემში.

კონცერტის ორგანიზატორებმა, რომელშიც შირინის გუნდიც მონაწილეობდა, უარყო უკრაინული ჯგუფის წინადადება – მათი სამხედროებთან კავშირის გამო.

ტოპოლიას თქმით , ამის შემდეგ თავად შირანის გუნდმა შესთავაზა მათ თანამშრომლობა. მოგვიანებით ვიდეომ მილიონამდე მნახველი შეაგროვა YOUTUBE-ში.

„ ამით გაიზარდა ცნობიერება, თუ რა ხდება უკრაინაში და ეს პროცესი გრძელდება“ – ამბობს ტოპოლია – მიხარია, რომ ცნობილი მომღერალი მხარს უკრაინელებს გვიჭერს“.

შემდეგ კი დასძინა: „ედ შირანს, მისი გუნდს და სხვებსაც ესმით, რომ ჩვენ გვჭირდება დახმარება და მხარდაჭერა იმისთვის, რომ გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ“. ამის გამო, მე მისი მადლიერი ვარ“.

By admin