Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

CNN აშშ

ნატაშა ბერტრანი, ქეთი ბო ლილისი

 

როცა, გასულ თვეში, უკრაინამ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებით წარმატებით დააზიანა ძვირადღირებული რუსული სამხედრო ხომალდი, მას ეხმარებოდა შეერთებული შტატები

უკრაინული ძალები, შენიშნეს რა რუსული სამხედრო გემი შავ ზღვაში, დაუკავშირდენ ამერიკელ კონტაქტორებს და სთხოვეს მათ დაეზუსტებინათ, ნამდვილად იყო თუ არა ეს „მოსკვა“ – აცნობეს  CNN-ს წყაროებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მოვლენებში. აშშ-მ, მათ დაუდასტურა, რომ სწორედ ასე იყო და უკრაინელებს გადასცა სადაზვერვო მონაცემები – ხომალდის კოორდინატების შესახებ.

თუმცა გაურკვეველია, იცოდა თუ არა აშშ-მ, რომ უკრაინა გემზე დარტყმას აპირებდა. აშშ არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ამბობენ წყაროები.

ხომალდი ჩაიძირა მას შემდეგ, რაც 14 აპრილს მისკენ გაუშვეს 2 უკრაინული ფრთოსანი რაკეტა. ამით რუსულ მხარეს უზარმაზარი ზიანი მიადგა.

ეს ეპიზოდი, რომლის შესახებაც პირველად NBC NEWS-ს შეატყობინეს, მიუთითებს ბაიდენის ადმინისტრაციის შორსმჭვრეტელურ პოზიციაზე – უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის საქმეში, რაც ნაწილია უფრო ფართო პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია უკრაინის მხარდაჭერისკენ, რათა ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი მარცხი აგემოს რუსეთს ბრძოლის ველზე და მნიშვნელოვნად დაასუსტოს მისი შეიარაღებული ძალები.

თუმცა, აქვე წამოიჭრება საკითხი: როგორია „წითელი ხაზები“, როგორც ამერიკისთვის, ისე რუსეთისთვის, როცა საქმე ეხება აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას.

აშშ, უკვე რამდენიმე თვეა, აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის არმიას – რუსული ნაწილების გადაადგილების შესახებ. აშშ ასევე უზიარებს მას ცნობებს საზღვაო ვითარების თაობაზე, რათა კიევმა უკეთ იცოდეს იმ საფრთხეზე, რომელიც შავ ზღვაში განლაგებული რუსული სამხედრო ხომალდებიდან მომდინარეობს – მათგან, არაერთი მონაწილეობს უკრაინის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვაში.

ამასთან მკაფიოდ განსაზღვრულია ის, თუ რას უზიარებს აშშ უკრაინას, გვატყობინებენ სხვადასხვა წყაროები.

მაგალითად აშშ, დღემდე უარს ამბობს, უკრაინას გადასცეს ინფორმაცია რუსეთის შიგნით არსებულ პოტენციურ სამიზნეებზე.

მართალია სადაზვერვო მონაცემები, რომელსაც აშშ აწვდის უკრაინას, მოიცავს ინფორმაციას რუსული შენაერთების გადაადგილების შესახებ ქვეყნის შიგნით (მაგალითად ისეთ დეტალებს, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების რაობა და პერსონალის ტიპები კონკრეტულ ადგილებზე), მაგრამ აშშ უკრაინას არ ატყობინებს მონაცემებს რუსი სამხედრო ლიდერების ადგილსამყოფელის შესახებ, ამბობენ ოფიციალური პირები.

„ჩვენ არ ვიძლევით სადაზვერვო ინფორმაციას ბრძოლის ველზე უმაღლესი სამხედრო პირების ადგილსამყოფელის შესახებ და არ ვმონაწილეობთ უკრაინელი სამხედროებთან ერთად სამიზნეების შერჩევაში“ – განაცხადა ხუთშაბათს პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ ქირბიმ ჟურნალისტებთან. ქირბიმ დაამატა, რომ „უკრაინა ახდენს, ჩვენი და სხვა პარტნიორებისგან მიღებული მონაცემების შეჯერებას, საკუთარ, ბრძოლის ველზე მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციასთან, შემდეგ კი თავად გამოაქვს გადაწყვეტილება და თავადვე იწყებს მოქმედებას.“

 

By admin