Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC დიდი ბრიტანეთი

სტივ როზენბერგი

რუსეთის განყოფილების რედაქტორი

 

გამარჯვების დღის ზღურბლზე, მოსკოვი წალეკა ჭორებმა და ვარაუდებმა.

ამზადებდა თუ არა ვლადიმირ პუტინი – განცხადებას რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე? გამოაცხადებდა თუ არა რაიმე გამარჯვების შესახებ? თუ იქნებოდა სიგნალი შემდგომ ესკალაციაზე?

საბოლოო ჯამში, არ მომხდარა არც ერთი და არც მეორე

წითელ მოედანზე ჯარისკაცებისა და რუსი ერის წინაშე გამოსვლისას, კრემლის ლიდერმა გაიმეორა დიდი ხნის წინ გახმიანებული თავის მართლება – უკრაინაზე თავდასხმის შესახებ: არგუმენტი, რომლის თანახმად დამნაშავეა ყველა,  გარდა რუსეთისა.

მან გააკრიტიკა (როგორც ყოველთვის) ამერიკა, ნატო და უკრაინის ხელისუფლება და თქვა, რომ სწორედ მათმა ქმედებებმა, წარმოშვა საფრთხე რუსეთისთვის. საბუთად მოიხმო (როგორც ყოველთვის) „ ნეონაცისტები“ უკრაინაში. ეს ბევრჯერ გვსმენია რუსი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც გამუდმებით გვაწვდიან დაუსაბუთებელ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ უკრაინა გადაივსო ფაშისტებით, ულტრანაციონალისტებითა და ნაციზმის მიმდევრებით.

პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ რუსეთმა განიცადა სამხედრო დანაკარგი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 1 351 რუსი მეომარი. მაგრამ ეს ითქვა 6 კვირის წინ, მას შემდეგ ცნობები არ განუახლებიათ.

საგულისხმოა, რომ ბ-ნ პუტინს არ უხსენებია ჩვეული ფრაზა – „ სპეციალური სამხედრო ოპერაცია,“ თუმცა, არც ომზე უთქვამს რაიმე. ის შეეცადა პარალელები გაევლო მიმდინარე საომარ ქმედებებსა და მეორე მსოფლიო ომს შორის. შესაძლოა, ეს იყო მცდელობა პატრიოტული განწყობილების მობილიზებისა და საამისოდ ახსენა ჰიტლერის დამარცხება, რადგან სურდა ამგვარად გაეძლიერებინა რუსული საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინაში შეჭრისადმი.

ორშაბათს წარმოგვიდგინეს დიდძალი სამხედრო ტექნიკა, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე ეს 2021 წელს იყო.

პუტინის გამოსვლის შემდეგ ათასობით რუსმა ჯარისკაცმა მარშით გადაკვეთა წითელი მოედანი, თუმცა მათი რაოდენობა ჩამორჩებოდა გასული წლის გამარჯვების აღლუმზე ნანახს.

მართალია ჩაატარეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ დაგეგმილი საჩვენებელი ფრენები არ გამართულა – ოფიციალურ მიზეზად, უამინდობა დასახელდა.

კრემლი ელოდა სწრაფ გამარჯვებას უკრაინაში, ალბათ ჯარების შეყვანიდან რამდენიმე დღეში, მაგრამ ასე არ მოხდა. ბევრი თვლიდა, რომ პუტინის „გეგმა B“ მდგომარეობდა – წარმატებაში 9 მაისისთვის. არც ასე მომხდარა.

რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი პუტინი ამიერიდან? დღევანდელ მიმართვაში – მინიშნებები მწირი იყო. მაგრამ არც ომის შეწყვეტის სიგნალი გვსმენია. ასე რომ, ის გაგრძელდება.

 

 

 

By admin