Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

NEWSWEEK  აშშ

სკოტ მაკდონალდი

 

გრძელდება სტრატეგიული გადაადგილება შავ ზღვაში: რუსეთი, შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავებში ფრთოსან რაკეტებს ტვირთავს. რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა ცნობები, რომ აშშ – რუსეთის ფლოტზე იერიშისთვის ემზადება, რათა უკრაინას გაუხსნას გზა მარცვეულის ექსპორტისთვის

2 რუსული წყალქვეშა ნავი უკვე სევასტოპოლის სამხრეთ ყურეში დგას, რაკეტების – „კალიბრი“ – ჩასატვირთად, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციები, საზღვაო და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება. „ვარშავიანკა“-ს ტიპის თითოეულ ნავს შეუძლია, ატაროს 4 ასეთი რაკეტა.

2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს რაკეტა ობიექტს ანადგურებს 1 400 კოლომეტრზე.

სამშაბათს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გეგმავდა უკრაინის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვას.

„ახლა სახომალდო შემადგენლობა გამოიყენება ფრთოსანი რაკეტებით იერიშისთვის, ესაა მკაფიო საბრძოლო მორიგეობა – 2 ფრეგატი, 4 მცირე სარაკეტო ხომალდი და 2 წყალქვეშა ნავი, რომლებიც ახორციელებენ საბრძოლო მორიგეობას და მუდმივად აყენებენ დარტყმებს ჩვენ ტერიტორიებს ფრთოსანი რაკეტების – „კალიბრის“ –  საშუალებით“ – განაცხადა ვადიმ სკაბეცკიმ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან.

უკრაინა, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. რუსეთი ხელს უშლის მარცვლეულის გადატანას შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში, საიდანაც ის ხვდება მსოფლიო ბაზარზე. ამან უკვე წარმოშვა საკვების მიწოდების შეფერხების საფრთხე – ანუ ქვეყნების ნაწილს  – ფასების ზრდა ემუქრება, ნაწილს კი შიმშილი.

წინა პარასკევს უკრაინის შშს-ს მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ აშშ ემზადება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განადგურებისთვის.

„ უკრაინელთა ეფექტიანმა მოქმედებამ რუსეთის სამხედრო გემების წინააღმდეგ, დაარწმუნა აშშ პორტების განბლოკვის აუცილებლობაში. განიხილება მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებების ((Harpoon-ი და Naval Strike Missile-ი) მოწოდება“ – დაწერა ტვიტერზე გერაშჩენკომ.

სევასტოპოლი, სადაც იტვირთება ფრთოსანი რაკეტები, ყირიმის უმსხვილესი პორტია, რომელიც 2014 წლიდან რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ოდესასთან ერთად, სევასტოპოლი – შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი პორტია.

რუსეთმა სპეცოპერაცია უკრაინაში – 24 თებერვალს დაიწყო, მაგრამ მან ვერ მოახერხა კიევის აღება – ამაში, მას ხელი უკრაინელმა მოხალისეებმა შეუშალეს. ისინი მედგრად იცავენ თავს ქვეყნის  ჩრდილოეთ ქალაქებში, როგორიცაა ხარკოვი და მათ მოწინააღმდეგე უკვე უკუაგდეს საზღვრისკენ.

კონფლიქტში, რომელიც უკვე 14 კვირაა მიმდინარეობს, რუსეთმა აქცენტი გადაიტანა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე, რაც თავისთავად გულისხმობს – მძლავრ დასწრებას შავ ზღვაზე.

By admin