Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Die Zeit  გერმანია

მიხაელ ტუმანი

 

  ბელორუსის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს, მრავალი წლის განმავლობაში, ბევრი ზემოდან უყურებდა. ევროპაში სერიოზულად მას არავინ აღიქვამდა. რუსეთშიც კი მას გაუნათლებელ, შერეკილ, თუმცა გაქნილ ხეპრედ მიიჩნევდნენ. და ახლა ამ კაცმა, ევროპა და რუსეთიც ღრმა კრიზისში ჩაითრია, რასაც თან ახლავს ურთიერთბრალდებები, სანქციები და სერიოზული შეტაკებები ბელორუსის საზღვარზე. საქმე ისაა, რომ ბევრმა ლუკაsენკო სათანადოდ ვერ შეაფასა და მის ანკესზე წამოეგო

პირველები – აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთიდან მინსკს მიაშურეს. ზოგიერთებმა გაყიდეს მთელი თავისი ქონება, რომ რამდენიმე ათასი ევრო შეეგროვებინათ ბელორუსის დასავლეთ საზღვრამდე მისაღწევად. ახლა ისინი სხედან ტყეში, სხვები კი საზღვრის გახსნას, მინსკის სასტუმროებში ელიან. ეს ხალხი ვერ ხვდება, რომ იმ დამნაშავის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელსაც მისი სიცოცხლე არაფრად უღირს.

ლუკაშენკოს აფერაში რუსეთის მთავრობაც გაება. დიდი ხნის განმავლობაში მას ნეიტრალური პოზიცია ეკავა და ამტკიცებდა, რომ ამ საქმესთან შეხება არ ჰქონდა. აქაოდა, ეს პოლონეთის, ლიეტუვასა და ბელორუსის პრობლემააო. მაგრამ გასული კვირის შუაში, რუსეთის საგარეო პოლიტიკამ ტაქტიკა შეცვალა. რუსეთის მთავრობამ შეწყვიტა თავის მოკატუნება და აღიარა, რომ მხარს უჭერს ლუკაშენკოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა ევროკავშირს, დაიცვას ადამIანის უფლებები და ეს იმ დროს, როცა თავად რუსეთში, სამოქალაქო საზოგადოებას რეპრესიების ტალღამ გადაუარა. ამას გარდა, ლავროვი ამტკიცებდა, რომ ამ ადამიანების საზღვართან მისვლა, არავის დაუორგანიზებია და რომ ისინი „დასავლეთის პოლიტიკას გამოექცნენ“.  კი, მაგრამ –  რაღა მაინცდამაინც ევროპაში? პროპაგანდას არ ევალება ლოგიკური იყოს, მისი მთავარი მიზანია, ხდომილების ნამდვილი მიზეზის მიჩქმალვა.

ამ პროპაგანდამ შეაღწია გერმანიაშიც. წაიკითხე Amnesty International-ის  შეტყობინება პრესისთვის. მასში პოლონეთს მკაცრად აკრიტიკებენ…რომ ამ უკანასკნელმა მოაწყო „ძალადობის სპირალი საზღვარზე“, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, რაკი მიგრანტებს უკან გზავნიან. ლუკაშენკოს როლზე განცხადებაში ნათქვამია ერთადერთი ნაკლებდამაჯერებელი ფრაზა და  ისიც  ლუკაშენკოს ამართლებს. ის, ვინც ასე დამახინჯებულად წარმოადგენს საზღვარზე არსებულ კრიზისს, სწორედ რომ დიქტატორის რუპორს წარმოადგენს.

By admin