Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Fox News  აშშ

მაიკლ პომპეო

 

უახლოესი 25 საათის განმავლობაში, პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამერიკის უსაფრთხოების სავალალოდ მას ხელში ცუდი ბანქო უჭირავს, არადა შეიძლებოდა  გაცილებით უკეთესი ჰქონოდა. ჩვენ, ტრამპის ადმინისტრაციაში, შევქმენით რუსეთზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები, რომლებიც მას შეეძლო გამოეყენებინა, თუმცა მან, მათზე უარის თქმა ამჯობინა. ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე თვეში, ბაიდენმა დაანახა პუტინს, რომ ის მშიშარაა და არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს რუსულ გამოწვევას – ეს კგბ-ეს ყოფილმა აგენტმა უეჭველად იყნოსა

იმედი გვაქვს, ბაიდენი ისარგებლებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობებით, მოახდენს ჩვენი ხომალდის კურსის კორექტირებას და უზრუნველყოფს ამერიკისთვის, რუსული საფრთხეების თავიდან აცილებას.

ტრამპის ადმინისტრაცია, ცივი ომიდან მოყოლებული სხვა ხელისუფლებებთან შედარებით, რუსეთს ყველაზე მკაცრად ექცეოდა – მაგრამ ამის შესახებ მედიისგან ვერაფერს შეიტყობთ. ეს იყო უპრეცედენტო სანქციები რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, რუსეთთან საბრძოლველად, ლეტალური იარაღის გადაცემა, მოწოდება ნატოში ჩვენი მოკავშირეების მიმართ, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები 400 მილიარდი დოლარით, თუ ბევრი სხვა რამ – ჩვენ დავადასტურეთ ამერიკის ძლიერება და მზადყოფნა არ დაგვენებებინა პუტინისთვის მისი სანუკვარი ოცნების ასრულება – რუსეთის იმპერიის აღდგენა, მაგრამ ბაიდენმა გაფლანგა ეს ბერკეტები – ნაწილობრივ იმით, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტად კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა დასახა. დიდ ბრიტანეთში, ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, ის იხსენებდა თავისი ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელ არაკებს. მან თქვა, რომ შტატების მეთაურთა გაერთიანებულმა კომიტეტმა – ანუ უმაღლესმა გენერალიტეტმა – ,,ამერიკის უდიდეს საფრთხედ’’ თითქოსდა დაასახელა – ,,გლობალური დათბობა.’’

წაახალისო ჩვენს მეომრებში ამგვარი უაზრო მენტალიტეტი, რასაც, როგორც ჩანს, იზიარებს ამერიკის უნიჭიერეს სტრატეგთა ნაწილი, უაღრესად სახიფათოა. ეს არის სიგნალი აგრესორებისთვის, რომ ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები გაურკვეველია და შესაძლებელია ამის გამოყენება. ბაიდენმა უნდა მიახვედროს პუტინს, რომ ჩვენი სამხედროები რუსულ აგრესიას პირველი რიგის საფრთხედ მიიჩნევენ და მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, აღკვეთონ ეს საშიშროება.

ამას გარდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ კლიმატის ცვლილება არ არის ის საკითხი, რომელზე შეთანხმებითაც, რუსეთმა შეიძლება მისი გული მოიგოს. სინამდვილეში ბაიდენი უნდა ხვდებოდეს, რომ პუტინი ყველაზე მეტად იმას ნატრობს – განხორციელდეს ამერიკელი მემარცხენეების ახალი მწვანე კურსი.

პუტინის დაპირება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ, აპრიორი – ფუჭია. რუსეთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოა და ის შეიძენს ახალ გეოპოლიტიკურ ბერკეტებს, მთელ მსოფლიოზე გავლენისთვის, თუ ამერიკამ შეამცირა ნავთობისა და გაზის მოპოვება. ასე რომ, პროგრამა ,,პირველ რიგში კლიმატის ცვლილება,’’ სისულელეა მრავალი თვალსაზრისით.

რაც შეეხება კიბერფრონტს, ბაიდენმა უნდა უთხრას პუტინს, რომ კიბერშეტევები რუსეთის ტერიტორიიდან, განიხილება ამერიკაზე სამხედრო შეტევის ტოლფასად. გასულ თვეში, ჰაკერებმა გატეხეს გაზსადენი – COLONIAL, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული არტერია, რომლითაც ხდება აღმოსავლეთ სანაპიროს ნავთობის მარაგების, თითქმის 50%-ის ტრანსპორტირება და მოითხოვა გამოსასყიდი. სამხილები მიუთითებს რუს ჰაკერებზე, რომლებიც ცდილობენ ამერიკელებისგან ფულის გამოძალვას.

პრეზიდენტ ტრამპის ნაციონალური უსაფრთხოების გუნდმა, მოახდინა საკუთარი ქმედებების კოორდინაცია და აღმასრულებელ ხელისუფლებას შესთავაზა გაფართოებული უფლებამოსილება, ამგვარ შეტევებზე რეაგირებისთვის. ბაიდენმა უნდა გამოიყენოს მოქმედების ამგვარი თავისუფლება, დაადგინოს და დასაჯოს ციფრული ტერორისტები – ასევე, უნდა მოითხოვოს პუტინისგან, რომ მან არ დაუშვას მათი უკანონო პარპაში რუსეთში.

ბაიდენი უნდა დაემუქროს რუსეთს დაუნდობელი კიბერ-კონტრშეტევით, თუკი მისი ხელისუფლების მიერ წახალისებული ციფრული შეტევები და ჩვენს დემოკრატიაში ჩარევა გაგრძელდება. თუ საჭირო გახდა,  უნდა მოხდეს დარტყმა რუსეთის  უსაფრთხოების გულში და პუტინის კლეპტოკრატების უახლოეს გარემოცვაზე.

ასევე პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა გადალახოს საკუთარი ეჭვები, ამერიკის ძალის დამოუკიდებლად გამოყენების მიმართ. ბაიდენმა გამოავლინა აშკარა ფარისევლობა, როცა გააუქმა გაზსადენი Keystone XL, იმავდროულად, მან რუსეთს ნება დართო, დაესრულებინა გაზსადენი ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2,’’ რომლითაც გაზი გერმანიაში შევა. ამ გაუაზრებელ ნაბიჯს  მოჰყვება ის, რომ ამერიკის მოკავშირეები კიდევ უფრო დამოკიდებულნი აღმოჩნდებიან რუსულ ენერგო მატარებლებზე.

ეს საშინელება და ნათლიმამობაა. „ჩრდილოეთ ნაკადის“ გენერალური დირექტორი მათიას ვარნიგი, გდრ-ის საიდუმლო აგენტი იყო და როგორც გვატყობინებენ, მუშაობდა პუტინთან ერთად, რომელიც გერმანიაში კგბ-ეს დავალებით მსახურობდა.

ბაიდენმა უნდა შეაჩეროს ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2,’’ დაადოს სანქციები ყველა იმ კომპანიას, რომელიც მონაწილეობს მის დაფინანსებასა და მშენებლობაში, მათ შორის, სახელმწიფო გიგანტ „გაზპრომს“. მისი გაჩერებით, ყველაზე მეტად დაზარალდება გერმანული ელიტა, რომელიც მოსკოვის ფულმა გარყვნა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, რჩება ვიწრო სივრცე საერთო ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობისთვის. ბაიდენმა უნდა მოითხოვოს, თანამშრომლობა უსაფრთხოების რიგი მიმართულებებით.

2017 წელს, როცა მე ვხელმძღვანელობდი ცსს-ს, ჩვენ გავაფრთხილეთ რუსეთი სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ, რომელიც შესაძლოა დასრულებულიყო მრავალრიცხოვანი მსხვერპლით და შესაძლოა, ამერიკელების დაღუპვითაც. თუმცა ცსს და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური შორს არიან მეგობრობისგან, მაგრამ მე არასდროს დამიყენებია პოლიტიკა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა.

ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ეს ორი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდა. ამის შედეგად  ამერიკელები უკეთ იყვნენ დაცულნი სხვადასხვა საფრთხეებისგან. ტერორისტული საქმიანობის შესახებ სადაზვერვო მონაცემების გაცვლა, სამომავლოდაც მნიშვნელოვანია ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.

და ბოლოს, ბაიდენმა უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა, მის ქვეყანას გადააქცევს კომუნისტური პარტიის მოხარკედ. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის საუკეთესო გამოსავალი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობის გაწყვეტაა.

ბაიდენმა უნდა მოუწოდოს პუტინს, აიძულოს ჩკპ, შეუერთდეს ახალ რუსულ-ამერიკულ შეთანხმებას, სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. ჩინეთის ბირთვული შეიარაღების შეჩერებით, პუტინი უზრუნველყოფს საკუთარი თავისა და მთელი მსოფლიოს გადარჩენას იმ რეჟიმისგან, რომელიც აგრესიულობით მისას აღემატება.

პუტინმა შეიძლება დაიბევოს დასავლეთის კეთილი განწყობა, თუკი ციხიდან გაათავისუფლებს აქტივისტ ალექსეი ნავალნის და დაიცავს საკუთარი ხალხის ძირითად თავისუფლებებს – ეს საკითხი ბაიდენმა აუცილებლად უნდა წამოჭრას.

80-იან წლებში, მე ვხელმძღვანელობდი სატანკო ბატალიონს, რომელიც პატრულირებდა „რკინის ფარდის“ გასწვრივ. სწავლებებზე ჩვენ ვახდენდით ზუსტ და დაუნდობელ ცეცხლით დამუშავებას, იმიტომ, რომ ვიცოდით რუსები ყველაზე მეტ პატივს – ძალას სცემდნენ. რუსების ამგვარი განწყობა ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, ვმუშაობდი კონგრესში, ვიყავი ცსს-ს ხელმძღვანელი თუ სახელმწიფო მდივანი.

არაერთი წლის განმავლობაში, დემოკრატები ჩიოდნენ, რომ ტრამპი ზედმეტად რბილია რუსეთის მიმართ, თანაც ისინი უგულებელყოფდნენ ფაქტებს. ახლა პრეზიდენტ ბაიდენს აქვს შანსი, ყველაფერი თავად გამოთქვას. თუ ბაიდენი დაიწყებს ბოდიშის მოხდას და  პროჟექტორობას თანამშრომლობის შესახებ, პუტინი იგრძნობს მის სისუსტეს და რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდება სამწლინახევრის განმავლობაში.

By admin

You missed