Україна молода უკრაინა
ვლადიმირ ვიატროვიჩი
ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი, რომლითაც შეგვეძლებოდა აგრესორის შეჩერება. გაზსადენი ევროპაში, რომელიც უკრაინას გვერდს აუვლის – ეს მინუს – კიდევ ერთი გარანტიაა რუსეთის შეტევის თავიდან აცილებისთვის
ბოლო შემაკავებელი ბარიერი, არის ძალიან დიდი ფასი ჩვენი დაპყრობისა და ოკუპაციისა. ამ ბარიერის საბაზისო ელემენტები კი – ძლიერი არმია და უკრაინელთა მაღალი ნაციონალური თვითშეგნებაა.
რუსები უნდა მიხვდნენ, რომ საქმე აქვთ იმ ხალხთან, რომელიც თავისას არ დათმობს, შეუძლია მისი დაცვა და ამას გააკეთებს უკომპრომისოდ, ისე, როგორც ეს შეძლო ფინეთმა. სსრკ-ს ჰქონდა ყველა რესურსი, რათა დაეპყრო ეს პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა, თუმცა ოკუპაცია არ ღირდა ის ფასი, რისი გადახდაც რუსებს მოუხდებოდათ საამისოდ.
იმისთვის, რომ რუსები მიხვდნენ, რომ უკრაინელები საკუთარს დაიცავენ ბოლომდე, ჯერ თავად უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რა არის ეს „საკუთარი“, რით ის განსხვავდება რუსულისაგან, რატომ არის უნიკალური და რატომ ღირს მისი დაცვა.
რატომ მაინცდამაინც განსხვავებული? იმიტომ, რომ ყველაფერი რაც იდენტობაში საერთო გვაქვს იმუშავებს ამ დაპირისპირების ძლიერ მხარეზე. სამწუხაროდ ეს მხარე არ არის უკრაინა. ნებისმიერი მცდელობა, ეძიო და ელოლიავო კულტურულ თანხვედრას რუსებთან („უკრაინული რუსული“ იქნება ეს, თუ დაქარგული პერანგი), ზიანის მომტანია. მოწოდებები – არ დავუთმოთ რუსებს ,,ენა’’ ან ,,გამარჯვების დღე’’, მხოლოდ რუსებს არგიათ. ვისაც ეს ორი რამ თავისი ჰგონია, გულუბრყვილოა, იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც ფიქრობს, რომ მხეცის ეშვებს იგდებს ხელთ, მაშინ, როცა ნადირის ყბა მის სხეულს არის ჩაჭიდებული.
ამდენად, ახლა და სამომავლოდ, არც თუ უსაზღვრო სახელმწიფო რესურსების ორი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს – არმია და კულტურა.
სწორედ ეს ორი რამ განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას.