POLITIKO ბელგია
ჯორჯო ლეალი
მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა ჩეხეთი და აშშ „არამეგობრულ სახელმწიფოებად“ და შეზღუდა ამ ქვეყნების საელჩოების თანამშრომლების რაოდენობა რუსეთში. ამ ნაბიჯს ბრიუსელის მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა
რუსეთის ხელისუფლებამ პარასკევს გამოაქვყნა „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სია და მასში შესული ქვეყნების ქმედებებს ის – რუსეთის, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული ორგანიზაციების მიმართ – მტრულად მიიჩნევს. ჯერჯერობით სიაში მხოლოდ ეს ორი ქვეყანა ფიგურირებს.
ამას გარდა, აშშ-ს საელჩოს პრინციპულად აეკრძალა, დაიქირაოს ადგილობრივი მოქალაქეები, ხოლო ჩეხეთის საელჩოს შტატი შეუმცირდა 19 თანამშრომლამდე.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რუსეთის ამ ქმედებას, უწოდა „კიდევ ერთი ნაბიჯი ესკალაციისკენ“, რაც „ძირს უთხრის დიპლომატიურ ურთიერთობებს“.
„ევროკავშირის გახლეჩის მცდელობა – ფუჭია“ დასძინა მან და მოუწოდა რუსეთს დაიცვას ვენის კონვენცია – საერთაშორისო შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა მადლობა გადაუხადა მიშელს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ შემდეგ სამიტზე ევროპის ქვეყნები ყველას „ აჩვენებენ, რომ ევროკავშირი – ერთიანი და ძლიერია“.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო რუსეთის ქმედება და განაცხადა: „ჩვენ, რუსეთის ფედერაციის კურსს, განვიხილავთ ესკალაციისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად, რაც მიმართულია, არა მარტო ჩეხეთის, არამედ ევროკავშირისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“.
მოსკოვის ამგვარი ქმედება მიმდინარეობს რუსეთ-ჩეხეთის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების ფონზე. მანამდე, პრაღამ კრემლი დაადანაშაულა 2014 წელს მომხდარ იარაღის საწყობის აფეთქებაში, რუსეთისა და აშშ-ს შორის დაძაბულობა კი გამძაფრდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ვაშინგტონმა მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესა.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა სახელმწიფო სააგენტო ТАСС-სგანუცხადა, რომ მოსკოვი კვლავინდებურად „მზადაა მოლაპარაკებისთვის“.