Forbes ცნობით, რაკეტა Falcon 9 ფლორიდის შტატის კოსმოდრომიდამ 16 თებერვალს თბილისის დროით 6:59 გაფრინდა. იგი დატვირთული იყო 60 ინტერნეტ-თანამგზავრით Starlink.
ეს რიგით მეცხრამეტე სტარტია მას შემდეგ რაც დაიწყო პროექტი Starlinki. თებერვლის დასაწყოსში ასევე ორბიტაზე იყო გაყვანილი 60 თანამგზავრი.
ამ მომენტისთვის პროექტის ფარგლებში 1083 Starlink ინტერნეტ-თანამგზავრი მოძრაობს ორბიტაზე და ამგვარად ილონ მასკის კომპანია არის ყველაზე მსხვილი თანამგზავრული კავშირგაბმულობის ოპერატორი მსოფლიოში. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ პლანეტის მჭიდროდ დასახლებული რეგიონების დაფარვას. კომპანიის გეგმაშია 12 ათასი თანამგზავრის გაყვანა ორბიტაზე პირველი ეტაპისთვის, ხოლო მეორე ეტაპისთვის 30 ათასი თანამგზავრი!!! პროექტში იგეგმება 10 მილიარდი ა.შ.შ. დოლარის ინვესტიცია.
ასევე ცნობილი გახდა, რომ Starlinki უკვე სთავაზობს ნებისმიერ მსურველს ინტერნეტის მომსახურეობას ბეტა-ტესტის ფარგლებში. დღეს-დღეისობით ბეტა-ტესტში მონაწილეობს 10 ათასამდე მომხმარებელი.