Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Eurasianet  აშშ

პიტერ ლეონარდი,  ჯოშუა კუჩერა

რედაქციისგან: მკითხველს ვთავაზობთ ამ ვრცელი სტატიის იმ ნაწილს, რომელიც კავკასიას ეხება

 

2020 წელი, ისტორიულ თარიღად იქცა კავკასიისთვის, სადაც აზერბაიჯანმა დაიწყო ომი და წარმატებით დაიბრუნა იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც სომხეთთან დაპირისპირებისას 1990-იან წლებში დაკარგა. ეს იყო ეპოქალური მოვლენა, რომელმაც ბიძგი მისცა რეგიონში ახალი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირებას. 2021 წელს, ჩვენ ვიხილავთ ამ პროცესის გაგრძელებას

რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე პერსპექტივები 2021 წლისთვის, ეხება სომხეთს. მიმდინარე წელი იქნება შემობრუნების წერტილი პოლიტიკური თვალსაზრისით: საოცარი რამ მოხდება, თუ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა შეინარჩუნა თავისი პოსტი აზერბაიჯანთან დამარცხების შემდეგ, მაგრამ მის წასვლას თან მოჰყვება გაურკვევლობის პერიოდი. თუ ფაშინიანი გადადგება, შენარჩუნდება კი 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის ფასეულობები – კორუფციის ამოძირკვა და სომხეთის დემოკრატიზაცია? სავსებით მოსალოდნელია, რომ 2021 წელი იქნება  პოლიტიკური რყევებით აღსავსე.

მძიმე დღეები უდგათ მთიანი ყარაბაღის სომხებს. ომის შედეგად, ტერიტორია, რომელსაც ისინი ინარჩუნებენ, ადრინდელზე ბევრად ნაკლებია, აზერბაიჯანელები კი მათ უფრო მიუახლოვდნენ. რუსი მშვიდობისმყოფელები ჯერჯერობით უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, მაგრამ ფიქრობენ კი სომხები, რომ ღირს ყარაბაღში დარჩენა ხანგრძლივ პერსპექტივაში?  თუ თვლიან, რომ მათი დღეები ყარაბაღში დათვლილია და უკვე ჩემოდნებზე სხედან? საბოლოოდ, ადამიანები ხმას მისცემენ ფეხებითა და ფულით – 2021წელს, ალბათ უფრო მკაფიოდ დავინახავთ, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ყარაბაღი.

ომში გამარჯვების შემდგომ აზერბაიჯანი ეიფორიამ მოიცვა, მაგრამ ახლა, მათ წინაშე დგას

რთული ამოცანა – აღადგინონ და დაასახლონ დაბრუნებული ტერიტორიები. ეს უნდა განხორციელდეს შეფერთხილი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონზე, რაც გამოწვეულია ნავთობზე ფასის ვარდნითა და სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციით. მიუხედავად ამისა, ომში გამარჯვებამ ილჰამ ალიევს ისეთი პოლიტიკური კაპიტალი შესძინა, რომელიც ახლო პერიოდში არ გაიხარჯება.

ქვეყანაში გამეფებულია ტრიუმფალიზმი და ბაქო, სულ უფრო ნაკლებ მიმტევებლობას იჩენს ყოველივე იმისადმი, რაც არ შეესაბამება მის ყველაზე უფრო ნაციონალისტურ მისწრაფებებს. თუმცა იმასაც ირწმუნება, რომ მიესალმება სომხების დაბრუნებას ყარაბაღში, ოღონდ აზერბაიჯანის მოქალაქეების სახით.  გადადგამს თუ არა, ამ კუთხით ბაქო რაიმე ნაბიჯს, რათა სომხებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც სახლში? საამისოდ სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა იმ ჯარისკაცების სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც საშინელ სამხედრო დანაშაულობებში იმხილებიან და უარი იმ აღვირახსნილ პროპაგანდაზე, რასაც ,,ალბანური’’ თეორია ეწოდება.  არავინ ელის, რომ ეს მოხერხდება, არადა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ეს აუცილებელია.

ახალმა ამბებმა საქართველოს შესახებ, გადაიწია მეორე პლანზე, მის სამხრეთით მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო. მაგრამ ეს ქვეყანაც გზაგასაყარზე იმყოფება. არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის მიზეზით, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, რის გამოც საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად, ერთი პარტია არის მმართველობაში. ქვეყანაში პოლიტიკოსებისადმი ნდობა,  ისედაც დაბალ ნიშნულზე იყო. ამდენად, გაურკვეველია როგორ გამოვა ქვეყანა ჩიხიდან.

ამას გარდა, საქართველო, ისე როგორც არავინ რეგიონში, მოელის coivid-19-ის სწრაფად დასრულებას. ქვეყნის ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული ტურიზმზე, 2020 წელს კი ის ჩაფლავდა. გიდები, მეპატრონეები, რომლებიც ბინებს AIRBNB-ის საშუალებით აქირავებენ და რესტორატორების ის ნაწილი, რომელიც შემორჩა ამ სფეროს, სულმოუთქმელად ელიან, რომ პანდემია  ახალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაქრება.

By admin