Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Delfi ლიეტუვა

ანდრიუს კუბილიუსი

 

გასულ კვირაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა მეორე ყარაბაღულ ომში სომხეთის კაპიტულაციის შესახებ. აზერბაიჯანი ზეიმობს, სომხეთი დარდობს, ბრაზობს და ცდილობს ჩამოაგდოს ნიკოლ პაშინიანის მთავრობა, რომელმაც ომი წააგო, რუსეთს ამ ტერიოტორიაზე  საკუთარი მშვიდობისმყოფელები შეჰყავს, თურქეთი კი ულოცავს აზერბაიჯანს

მე კარგად ვიცი, რამდენად მგრძნობიარე საკითხია ეს, როგორც სომხების, ისე აზერბაიჯანელებისათვის. ვერ გავბედავ ვამტკიცო, რომელი იყო მართალი გუშინ, ან არის დღეს. სომხებმა 1994 წელს იარაღით ხელში გააძევეს აზერბაიჯანელები სომხური მთიანი ყარაბაღიდან და შვიდი მეზობელი რაიონიდან. იმ დროიდან ისინი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სტატუს-კვო ისე, რომ არაფერი გაუღიათ ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის განსახორციელებლად. აზერბაიჯანელები, 1994 წლიდან მოყოლებული თავს დამცირებულად გრძნობდნენ და სწყუროდათ რევანში, რასაც ახლა მიაღწიეს კიდეც თურქეთის დახმარებით. არანაირმა საერთაშორისო სამშვიდობო ინიციატივებმა, არც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და არც მინსკის ჯგუფის ძალისხმევამ, ამ 26 წლის განმავლობაში შედეგი არ გამოიღო. ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში რჩებოდა ამ მინავლური კონფლიქტის პასიურ დამკვირვებლად, ხოლო ბოლო კვირეები მხოლოდ თვალს ადევნებდა იმას, როგორ გადაიქცა მინავლური კოცონი ვულკანის ტრაგიკულ ამოფრქვევად. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელები ზეიმობენ, ხოლო სომხები დარდობენ, ორივე მხარეს ბევრი რამ აქვს საფიქრალი. როგორი იქნება სამხრეთ კავკასიის ამ რეგიონის მომავალი? ძნელი არაა ის იქცეს ,, შუა აღმოსავლეთად,’’ სადაც ეთნიკური კონფლიქტები და ომები ჩვეულებრივი ამბავია, რითაც მთელი რეგიონი სულ უფრო ღრმად ეშვება ფსკერზე და სულ უფრო ჩამორჩენილი ხდება. მეტიც ამ დღეების კონფლიქტმა დაგვანახა, რომ ეს არ არის მხოლოდ ურთიერთობის გარკვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გაუაზრებელი მცდელობა მახვილის ერთი დაკვრით გადაიჭრას „ყარაბაღული კვანძი“, ის ასევე არის კიდევ ერთი ქიშპის ადგილი რუსეთსა და თურქეთს შორის და „ყარაბაღულ კვანძს“ ორივე მხარე   იარაღად იყენებს. მართალია, ზოგ-ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ რუსეთი, რომელსაც უფლება მიეცა შეეყვანა თავისი მშვიდობისმყოფელები და მესაზღვრეები, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ტერიტორიაზე, წარმოადგენს ომის მთავარ გამარჯვებულს და რომ პუტინმა შური იძია ,,ხავერდოვანი რევოლუციის’’ ლიდერზე ნ. პაშინიანზე, მაგრამ თუკი უფრო გულდასმით დავაკვირდებით, საპირისპირო დასკვნას გამოვიტანთ. ომი მთიან ყარაბაღში ეს არის ბოლო დროის კიდევ ერთი კონფლიქტი, როდესაც რუსეთს მოუხდა აღიაროს თურქეთის ძლევამოსილება. სომხები, რომლებმაც ირწმუნეს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები და სამხედრო ტექნოლოგიები, იძულებულნი შეიქნენ ეღიარებინათ აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელიც ეფუძნება თურქეთის დახმარებას და თურქულ – ებრაულ ტექნოლოგიებს. წელს ეს უკვე მესამე ადგილია, სადაც თურქეთმა რუსებს დაანახა თავისი სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობა. პირველად ეს მოხდა მაშინ, როცა თურქებმა გააფრთხილეს რუსები არ შეეტიათ სირიის ქალაქ იდლიბისთვის, შემდეგ კი ჭკუა ასწავლეს მათ საკუთარი დრონებით. მოგვიანებით ასეთივე გაკვეთილი მათ რუსებს ლიბიაში ჩაუტარეს, როცა თურქულმა დრონებმა განაპირობეს იმ მხარის უპირატესობა, რომელსაც თურქეთი უჭერდა მხარს (ლიბიის მთავრობა, რომელიც გაერომ აღიარა), და ეს  მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს იდგნენ რუსი ბოევიკები (ვაგნერის ჯგუფი), რუსული  სამხედრო ტექნიკა და მათ ზურგს უმაგრებდა ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მხარდაჭერა. ნიშანდობლივია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ერთი თვის წინ გაემგზავრა თურქეთში და რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ფართომასშტაბიანი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. უკრაინელებმა იციან, როგორ შეარჩიონ პარტნიორები, რათა რუსულ აგრესიას გაუძლონ. აქამდე, არაერთი მცდელობა მახვილის დაკვრით გაეჭრათ „ყარაბაღული კვანძი“, მარცხით მთავრდებოდა. როგორც კი ერთი მხარე, რომელიმე მეზობლის დახმარებით ახერხებდა დროებით გამარჯვებას, მეორე მხარე ეძიებდა შემწეობას სხვა დიდ მეზობელთან, კიდევ უფრო დიდი მახვილით და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იღებდა რევანშს.  „გორდიას კვანძისგან“ განსხვავებით, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა გაკვეთა,  „ყარაბაღული კვანძი“ მახვილით გაჭრის ნაცვლად, უნდა გაიხსნას ჭკუით, სიბრძნით და გონიერი პოლიტიკური ლიდერების ხელით. რუსეთმა ყველას დაანახა, რომ მისი, როგორც პარტნიორის, ნდობა არ შეიძლება. თურქებმა, მართალია, გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ კრემლს ჭკუა ასწავლონ, მაგრამ არც მათ გამოუჩენიათ დიდი სიბრძნე, რაკი სამეზობლოში ცეცხლი დაანთეს.

ევროკავშირს შეუძლია თავის თავზე აიღოს გამბედავი ლიდერის როლი, შესთავაზოს სომხეთსა და აზერბაიჯანს დახმარება და ხანგრძლივი მშვიდობისა და სწრაფი განვითარების  გეგმა. მაგრამ აქამდე ის მხოლოდ ლაპარაკობს საკუთარ ,,სტრატეგიულ ავტონომიაზე“ და აკრიტიკებს აშშ-ს ადმინისტრაციას, რომელმაც წარმატებით შეარიგა ისრაელი არაბებთან და სერბია კოსოვოსთან. რატომ ეშინია ევროკავშირს ითავოს ლიდერობა და  პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე? მე ერთადერთი პასუხი მაქვს – მას ეშინია კრემლისა და ვლადიმერ პუტინის,  რომ არ მოხდეს  რუსეთის პროვოცირება. თურქეთი შექებას იმსახურებს, მარტო იმიტომ, რომ ზედიზედ სამჯერ დაამტკიცა – კრემლს ეშინია მუშტის. დროა, ევროკავშირმა გააკეთოს სწორი არჩევანი. სამწუხაროა, რომ საამისოდ,  მას დასჭირდა კიდევ ერთი ომი ყარაბაღში.

By admin

Leave a Reply