5G wireless mobile internet telecommunication network deployment in the world, high speed data communication technology, global connection around planet Earth with city lights viewed from space. Some elements from NASA (https://eoimages.gsfc.nasa.gov/images/imagerecords/57000/57752/land_shallow_topo_2048.jpg)
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების ინტერესებს მთელ მსოფლიოში, GSMA, გამართა დისკუსია რუსეთის ტელეკომის წარმომადგენლებს შორის. სანაბად მიიჩნევა GSMA Intelligence კვლევა, რომლის მთავარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ არსებული რუსული SanPin-ები, რომლითაც ხდება ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელების გადამცემების  გამოსხივების დონის რეგლამენტაცია ართულებს 5G ინფრასტრუქტურის მშენებლობას რუსეთის ქალაქებში, აძვირებს პროექტის საერთო ღირებულებას იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლების ხემძღვანელობენ  ელ.მაგნიტური გამისხივების  დასაშვები საერთაშორისო სტანდარტებით.

გთავაზობთ პრეს-რელიზს ინგლისურ ენაზე, ასევე თარგმანს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას შეარბილოს ქვეყანაში მოქმედი ზრვრული დასაშვები ელექტრო მაგნიტური ველის, რადიოსიხშირული დიაპაზონის დონე და შეასადაგოს ისინი საერთაშორისო ნორმებს.

GSMA Intelligensce პროგნოზების მიხედვით, 2025 წლისთვის, შეერთებების  დაახლოებით 20% რუსულ მობილურ ქსელში იქნება ახცალი 5G სტანდარტით განხორციელებული. პარალელურად მოსალოდნელია 4G ქსელების გაფართოება, რომელთა ფართობმა უნდა მოიცვას დაახლოებით რუსეთის მოსახლეობის 2/3. 2021 წლის ბოლოს რუსეთის ფედერაცია გეგმავს კომერციული 5G ქსელების ჩართვას რუსეთის 10 მსხვილ ქალაქში, რომელთა მოსახლეობა 1მილიონს         აღემატება.

GSMA ბოლოდროინდელმა კვლევავ აჩვენა, რომ რუსეთში ტექნოლოგიის დანერგვა შესაძლებელია უფრო სწრაფი და უფრო იაფი იყოს, თუკი მთავრობა მიიღებს საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის გადაწყვეტილებას ელ.მაგნიტური ველის და რადიოსიხშირულ პრინციპებს და უსაფრთხოების ნორმებს.

რუსეთის მთავრობა ამჟამად დაკავებულია მის მიერ 2017 წელს მიღებული პროგრამის „ციფრული ეკონომიკა“ დანერგვით, რომელიც მიმართულია ციფრული ეკოსისტემისა საგნების ინტერნეტის სრული პოტენციალის.

მაგრამ, არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს 5G ინფრასტრუქტურის დანერგვისას. ეს არის რუსეთის მთავრობის მიერ დადგენილება 5G ქსელების დაგეგმარების, და შექმნის ასევე გადამცემი დანადგარების განთავსების და ექსპლუატაციის (რადიოტექნიკური ობიექტების) თადარიგი და მოთხოვნები, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ადამიანზე ზღვრულ დაშვებულ ელექტრომაგნიტური ველის რადიოსიხშირული დიაპაზონის  ზემოქმედების დონეს.

რუსული ნორმატივები დღეს წარმოადგენს სსრკ -ს დროს მიღებულ მოთხოვნებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტებისა და პრინციპებისგან, კერძოდ, ეს სტანდარტები ბევრად მკაცრ შეზღუდვებს აწესებს ემ ველის რადიოსიხშირულ დიაპაზონს. ამავდროულად საერთაშორისო ექსპერტები თვილან, რომ ეს არ უზრუნველყოფს  დამატებით დაცვას ჯანმრთელობისთვის, პირიქით, დღევანდელ პირობებში 5G ქსელის შექმნა დაუჯდება რუსეთს 10 ჯერ ძვირი, თუკი არ იქნება მიღებული საერთაშორისო სტანდარტი. ასევე GSMA კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთში საჭირო იქნება 5-ჯერ მეტი საბაზო სადგური.

2020 წლის მარტში, არაიონიზირებულ გამოსხივებისგან დაცვის  საერთაშორისო კომისიამ ICNIRP, გამოაქვეყნა ყველა რადიოსიხშირისგან განახლებული თავდაცვის სახემძღვანელო პრინციპები., რომელიც გამოიყენება მობილური კავშირის ყველა ტიპის მომსახურებისთვის. ასევე მხედველობაში მიღებული იყო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ 20 კვლევაშე მეტი, რომელთა შედეგად სპეციალისტებმა ვერ დაამყარეს ვერც ერთი რისკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ( მათ შორის ბავშვებში) მობილური ტელეფონების ან საბაზო სადგურებთან უშუალო სიახლოვეში ცხოვრებისას რადიოსიხშირული რაიმე მავნე ზემოქმედება.

„COVID-19 “ პანდემიამ გვაჩვენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მაღალსიჩქარიან კავშირგაბმულობას რუსული ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით განათლების და ჯანდაცვის სფეროში“ ლიეტუვამ და პოლონეთმა ეწელს მიიღეს საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთს შესაძლებლობა აქვს ყველა სფეროში ზრდის სტიმულაციის საშუალება, თუკი ქვეყნის ხელმძღვანელობა განახორციელებს შესაბამის რეფორმებს „-ნათქვამია ევროპის, რუსეთის და დამოუკიდებელი სახელმწიფო გაერთიანების საკითხების რეგულაციის ქვედანაყოფის GSMA ვიცე-პრეზიდენტის მიერ.

ასევე პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 5G ქსელების ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელობიდან გამომდიარე, მათ მშენებლობას გადამჭყვეტი როლი აქვს რუსეთის ფედერაციისთვის მომავალში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობისთვის, ინოვაციური და მასშტაბური სერვისების და გადაწეყვეტილებების შექმნის საშუალების კუთხით.

By admin