Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Главред  უკრაინა

ვიქტორ ნებოჟენკო

 

კრემლი, იმ ქვეყნებს, რომლებიც შედიან რუსეთის წნეხისა და გავლენის ზონაში,  მედიდურად სთავაზობს – დემონსტრაციულად, ერთხელ და სამუდამოდ, დაისწავლონ „ყარაბაღული გაკვეთილი“ –  არ დაუპირისპირდე რუსეთს და ემეგობრე მხოლოდ მას. როგორღაც, თვით კრემლისთვისაც შეუმჩნევლად, რუსეთი,  რბილი ძალისა და ეკონომიკური დაქვემდებარების სტრატეგიიდან, გადავიდა  ღია შანტაჟის სტრატეგიაზე, საგარეო პოლიტიკის მთავარ იარაღზე ყოფილი დსთ-ს სახელმწიფოებთან ურთიერთობაში

ამ სტრატეგიის არსი ასეთია: შექმნა რუსეთის გარეშე გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები იმ სახელმწიფოებში, რომლებიც  რუსეთს გარს აკრავს, რითაც ეს ქვეყნები სულ უფრო სუსტდებიან და ხდებიან დამოკიდებულნი კრემლის პოლიტიკაზე. უკრაინაში ესაა დონბასი და ყირიმი, საქართველოში – აფხაზეთი, მოლდოვაში – დნესტრისპირეთი. სომხეთსა და აზერბაიჯანში – ესაა მთიანი ყარაბაღი, რომლითაც შესაძლებელია გავლენის მოხდენა ერთდროულად ორ ქვეყანაზე. ახლა ჯერი ბელორუსზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზეა. იქ კრემლს კიდევ უფრო გაუადვილდება რეგიონული კონფლიქტების შექმნა, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურობას (დაახლოებით იმ ტიპის, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭო), რომლებიც არეგულირებენ ასეთ კონფლიქტებს, მაშინ რუსეთს აქვს ყველა შანსი გარშემორტყმული იყოს ურჩი, მაგრამ პრინციპულად დასუსტებული სახელმწიფოების ჯაჭვით – და სწორედ ეს იქნება რუსეთის უსაფრთხოების ზონა.

მაგრამ აქ კრემლი გადააწყდება ორ პრობლემას.  პირველი: ჰიბრიდული ომების მეთოდით და კონფლიქტების ზონაში მაღალი დაძაბულობის შექმნით ისარგებლებენ რუსეთზე უფრო ძლიერი ქვეყნებიც, უპირველესად აშშ და ჩინეთი. მეორე: კრემლის თავსატეხია ისიც, რომ ის სახელმწიფოებიც, რომლებიც მოექცნენ კრემლის გეოპოლიტიკური შანტაჟის ზონაში, მუდმივად შეეცდებიან ისეთი მოკავშირეების ძებნას, რომლებიც იქნებიან რუსეთზე ძლიერები – აშშ და  ჩინეთი, ან არ შეეშინდებათ რუსეთის რისხვის – ესენია დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ირანი.

მაგალითად, უკვე დღეს, თურქეთი არ უფრთხის რუსეთს სირიაში, ლიბიაში, ერაყში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. მეტიც, ის არამარტო წარმატებით აძლიერებს სამხედრო- პოლიტიკურ თანამშრომლობას უკრაინასთან, არამედ, ისე როგორც რუსეთი, პრეტენზიას აცხადებს ყირიმში მშვიდობისმყოფელის სტატუსზე, რათა დაიცვას ყირიმელი თათრები კრემლის რეპრესიებისგან. თურქეთის წარმატებულმა დაბრუნებამ კავკასიაში, მკვეთრად დააკნინა რუსეთის მანევრირების უნარი უზარმაზარ სივრცეზე –  ლიბიიდან, სირიიდან და კავკასიიდან დაწყებული, თურქმენეთის ჩათვლით.

თურქეთმა  მთელ მსოფლიოს შესთავაზა საკუთარი ,,თურქული გაკვეთილი.’’ სინამდვილეში, ყარაბაღის მთავარი გაკვეთილი –  თურქეთის მიერ წარმატებით მიმდინარე მძლავრი პროექტის,  ,,თურქული სამყაროს’’ აღმოსავლეთით განვითარებაა. სულ სამიოდე წლის წინ, ის სირიაში, იდლიბიდან დაიწყო – დღეს კი კასპიის ზღვას მიაღწია, მაშინ, როცა რუსეთი თავისი  ,,რუსული სამყაროს’’ გაფართოების პროექტით გაიჭედა უკრაინასთან ომში, სხვა ქვეყნები კი მოლდოვა, ბელორუსი, ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი (თითოეული თავისებურად), ცდილობენ თავი დააღწიონ კრემლის რკინის სალტეს.

აშშ-სა და ჩინეთს ახლა ისღა დარჩენიათ მოთმინებით დაელოდონ, როცა, უმწვავესი ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური კრიზისის გამო, რუსეთი შეასუსტებს რკინის მარწუხებს, როგორც ეს  გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა.

By admin