Science (აშშ)
ჯონ კოენი
კონკურენტებისთვის რომ არაფერი დაეთმოთ, Pfizer – მა და BioNTech – მა წარმოადგინეს covid -19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადრე გამოქვეყნებული შედეგების დაზუსტებული მონაცემები
საბოლოო გამოკვლევების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდა 43 000 ადამიანი, ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა და მისმა გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა პარტნიორმა დაასკვნეს, რომ მათი პერსპექტიული ვაქცინის ეფექტიანობა 95% -ს შეადგენს. და ნუ იდარდებთ იმ ფაქტზე, რომ ხანშიშესულებს ვაქცინა ოდნავ ნაკლებად შველის: 65 წელზე უფროს ადამიანებში ეფექტიანობა მცირდება სულ 6% – ით, იტყობინება კომპანიის პრეს-რელიზი. გასული კვირის პირველადი დაუზუსტებელი შეტყობინებისგან განსხვავებით, იმის შესახებ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატებოდა, Pfizer-მა და BioNTech-მა, ახლა უკვე, წარმოადგინეს კონკრეტული და დეტალური მონაცემები. ეს მოხდა იმიტომ, რომ მოხერხდა covid–19-ით დაავადების მრავალი შემთხვევისთვის ბოლომდე თვალის მიდევნება – ინფიცირებიდან გამოჯანმრთელებამდე. გამოკვლევის საერთო რიცხვი შეადგენს სიმპტომური covi-19-ის 162 დადასტურებულ შემთხვევას პლაცებოს ჯგუფში და ვაქცინის დაგეგმილი ორმაგი დოზის, მხოლოდ 8 მიმღებს. ამ ორი მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, ვაქცინის ეფექტიანობა, რომელიც გაიზომა ერთი კვირის შემდეგ განმეორებითი დოზის შეყვანიდან, არის იდენტური სხვადასხვა რასასა და ეთნიკურ ჯგუფში. მათგან, ვინც გამოკვლევაში მონაწილეობდა, საშუალოდ 10-დან 9, covid-19-ის მძიმე ფორმით იყო დაავადებული – ეს ადამიანები იღებდნენ პლაცებოს. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა, თუნდაც არ კურნავდეს 100% – ით, ნებისმიერ შემთხვევაში, ქმნის ძლიერ დაცვას და აღკვეთს სერიოზულ ზიანს ჯანმრთელობისთვის. როგორც კომპანია აცხადებს სერიოზული გვერდითი ეფექტი არ აღმოჩენილა, ვაქცინირებულებიდან მხოლოდ 3.7% პირი უჩიოდა ინექციის შემდგომ დაღლილობას.
შედეგები თითქმის იდენტურია წინასწარი დასკვნებისა, რომელიც 16 ნოემბერს გამოქვეყნდა ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ. Moderna-სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა შეიცავს ინფორმაციულ PHK (mPHK)-ს, რომელიც ახდენს SARS-COV-2-ის ზესაპირული ცილების კოდირებას – სწორედ იმ ვირუსისას, რომელიც იწვევს დაავადება – covid-19-სს. ეს არის ნოვატორული სტრატეგია – არცერთ მედიკამენტს, რომელიც mPHK-ს ბაზაზეა შექმნილი, ადამიანებზე ფართო გამოყენების დადასტურება ჯერჯერობით არ მიუღია.
PFIZER-მა და BIONTECH-მა განაცხადეს, რომ ,,რამდენიმე დღის განმავლობაში’’ მოითხოვენ აშშ – ს საკვების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოსგან უფლებას, ვაქცინის ექსტერნად გამოყენების შესახებ. თუკი ამ გამოცდილებას დავეყრდნობით, კომპანია Moderna-ც ამ ორი კომპანიის მაგალითს მალე გაიზიარებს. სამმართველომ განაცხადა, რომ მოიწვევს დამოუკიდებელ საკონსულტაციო კომიტეტს, რათა განიხილოს covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსტერნად გამოყენებაზე ნებისმიერი მოთხოვნა. როგორც სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, კომიტეტის პირველი სხდომა შესაძლოა უკვე 9 დეკემბერს გაიმართოს – იტყობინება გამოცემა SCIENCE.
,,ეს შესანიშნავი, ძალზე იმედისმომცემი ვითარებაა – ამბობს თრუგი ლანგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის Global Health Network-ის ხელმძღვანელი. ,,გავლილია გზა ახალი ვირუსის იდენტიფიკაციიდან, რამდენიმე ვაქცინის შექმნამდე, რომლებიც მხოლოდ რეგულატორის ნებართვას საჭიროებს და ეს ყველაფერი მოხდა ასე მოკლე დროში. ეს არის მეცნიერების შთამბეჭდავი მიღწევა’’.