SVERIGES RADIO შვედეთი
დანიელ ემანი, ემილი როსენი
შვედეთს, მართებდა, თავიდანვე მიეღო უფრო მასშტაბური ზომები კორონავირუსისი წინააღმდეგ – განაცხადა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმა პროგრამა EKOT-თან საუბრისას.
ანდერს ტეგნელი: „ჩვენ რომ შევჯახებოდით ამ სნეულებას იმ ცოდნით, რაც დღეს გვაქვს, ავირჩევდით შუალედურ პოზიციას შვედეთის სტრატეგიასა და იმას შორის , რასაც დანარჩენმა მსოფლიომ მიმართა“.
„შვედური რადიო“: შუალედურ პოზიციას?
- დიახ, ვიქრობ ის რაც შვედეთში გავაკეთეთ, შეიძლებოდა სხვა ზომებით შეგვევსო. კარგი იქნებოდა, მაშინ გვცოდნოდა, კონკრეტულად რა უნდა ჩაგვეკეტა, რომ ინფექციის გავრცელებას უკეთ შევწინააღმდეგებოდით.
ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთმა აირჩია სტრატეგია, რომელსაც უნდა შეეჩერებინა დაავადების გავრცელება, დაეცვა რისკის ჯგუფები, მაგრამ არ უცდია დაავადება ერთი ხელის დაკვრით გაექრო. ასეთმა სტრატეგიამ ქვეყანას შეაძლებინა შეენარჩუნებინა მეტ-ნაკლებად ღია საზოგადოება.
ამის გამო, ინფექცია გავრცელდა, თუმცა არც ისე სწრაფად, როგორც ზოგიერთ ქვეყანაში. მართალია, ახლა სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ შვედეთში ყოველდღიურად 50 კაცი მაინც იღუპება. მთლიანობაში, ახალი ტიპის კორონავირუსისაგან ქვეყანაში 4 ათასი ადამიანი დაიღუპა.
დღევანდლამდე, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი ხშირად იმეორებდა, რომ შვედური სტრატეგია საუკეთესოა გრძელვადიანი გამოყენებისთვის, თუმცა ის ახლა აღიარებს დაშვებულ შეცდომებს.
- შვედეთში ბოლო დროს იმატა ნაადრევი გარდაცვალების მაჩვენებელმა?
- დიახ, ერთმნიშვნელოვნად.
- თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?
- დიახ. მოგვიანებით უკეთ გავიაზრებთ, რით შეიძლებოდა ამას გავმკლავებოდით.
ტეგნელი ამბობს, რომ გამოიყენებდა დამატებით ზომებს კორონავირუსის გავრცელების ეფექტიანად და სწრაფად აღსაკვეთად, მაგრამ მან არ იცის ზუსტად რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო. იქნებ ყველა ზომისთვის ერთდროულად უნდა მიემართად და არა თანდათანობით?
„ სხვა ქვეყნებმა ყველა ნაბიჯი ერთდროულად გადადგეს. შვედეთი, რომელმაც შეზღუდვებს თანდათანობით მიმართა, გამონაკლისია. სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებას გამოეყენებინათ ყველა ზომა ერთად, აქვს თავისი ნაკლოვანება: დღეს, უკვე არავინ იცის, კონკრეტულად რომელი ღონისძიება იყო ეფექტიანი. შესაძლოა, ამას მივხვდეთ, როცა ისინი აკრძალვების მოხსნას თანდათანობით დაიწყებენ. მაშინ, იქნებ ისიც გავიგოთ, რა დამატებითი ზომა გვჭირდებოდა, თანაც ისე, რომ საზოგადოება სრულად არ გამოგვეკეტა.“