Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

5 ოქტომბერი

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთ ადანაშაულებს ერთმანეთს ქალაქებზე საცეცხლე დარტყმებში მიტანით.

                               ერევანი იუწყება არ აღიარებული რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის დედედაქალაქის სტეპანაკერტის დაბომბვის შესახებ აზერბაიჯანის მხრიდან, ხოლო ბაქო იუწყება ქალაქ განჯაზე სარაკეტო დარტყმაზე სომხეთის მხრიდან.

განგაში, რომელიც გვაფრთხილებს საჰაერო თავდასხმის შესახებ გავიგეთ, იმ მომენტში, როდესაც შევედით ქალაქ ლაჩინში-ქალაქი სომხეთ-მთიანი ყარაბახის საზღვრის მახლობლად. აქ მდებარე ხიდს აზერბაიჯანელი სამხედროები ზედიზედ მესამე დღე ესვრიან, ცდილობენ გაწყვიტონ კავშირი სომხეთს და მთიან ყარაბახს შორის.

სომხეთიდან მთიან ყარაბახში ორი გზით შეილება მოხვედრა. ჩრდილოეთი გზით, რომელიც გადის სევანის ნაპირზე სიარული საშიშია, ვინაიდან ძალიან ახლოა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ასე რომ, ომის განახლების პირველი დღიდან ეს გზა გადაკეტილია.

„ლიჩინის დერეფანი“ იყო და რჩება მთავარ მაკავშირებელ კვანძად ერევანსა და სტეპანაკერტს შორის. კვირას დილით ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტებმა მოახერხეს ამ ხიდის გავლით გასვლა სტეპანაკერტის მიმართულებით., ხოლო იმავე საღამოს ამ ხიდზე მოძრაობა იყო უკვე შეუძლებელი, მდინარის გადასვლა ფონით  უწევთ, ხოლო მუშები ქვა-ღერღს ყრიდნენ, რათა ახალი გზით დროებით იყოს შესაძლებელი  ნაპირიდან ნაპირზე გასვლა.

ფოტოზე : გრაჩიკ არმენაკაიანი მხატვარი მოსკოვიდან.

გარჩიკს არ უმსახურია ჯარში, არასდროს არ უომია, იმედოვნებს, რომ ისწავლის ომს წინა ხაზზე-თვლის რომ ეხლა ისეთი სიტუაციიაა, როდესაც ეხლა წინა ხაზზე მისიანებს ჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა. მისი თქმიტ ყარაბახის დასაცავად სომხები ყოველდღიურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრძოლის სურვილით, მისი თქმით ამაში თვითონვე დარწმუნდა მოსკოვიდან გამოფრენისას.

კომპაქტური თვითმფრინავების მაგივრად მოსკოვიდან ერევანში ყოველდღიურად დაფრინავენ გიგანტური ბოინგ-77, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიამდე მგზავრები დაყავდა ტრანს-ატლანტიკურ რეისებზე ნიუ-იორკში ან სან-ფრანცისკოში.  ეხლა ამ გიგანტურ ლაინერებში ყოველდღიურად მოფრინავს ასობით სომეხი ეროვნების მამაკაცი, რათა მთიან ყარაბახის არმიას შეუერთდნენ.

გზა, რომელიც სომხეთიდან მთიან ყარაბახში გადის.

შუშიდან კარგად ჩანს სტეპანაერტი

მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ძალებით

ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთიანი ყარაბახი არ არის აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ერევანში კარაბახსი გააჩნია წარმომადგენლობა და არა საელჩო. მთიანი ყარაბახის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენელი სომხეთში სერგო გაზარიანის განცხადებით, ძალთა გადანაწილება არის დაახლოებით 13:1 თან  აზერბაიჯანის სასარგებლოდ, მაგრამ ერთკვირინაი ბროძლების შედეგად აზერბაიჯანულ არმიას რაიმე უპირატესობა არ მოუპოვებია.

„  ჩვენ გაგვაჩნია ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არცახის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  აღიარებისთვის მაგრამ ასევე არსებობ პოლიტიკური მიზანშეწონილება ორმაგი სტანდარტები. ჩვენ დე-ფაქტო შემდგარი სახელმწიფო ვართ და ასევე ვართ მშვიდობის მომხრე, ვინაიდან თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია., მაგრამ აზერბაიჯანს ეხლა მოუწევს საკუთარი თავის წარმოჩენა ვინაიდან სამხედრო შეიარაღებაში აქვს მილიარდები დახარჯუხი, ხოლო რაიმე მნიშვნელოვანი უფირატესობა ვერ მოიპოვეს“-აცხადებს სერგო გაზარიანი.

კითხვაზე ელოდებიან თუ არა სტეპანაკერტში რუსეთისგან რაიმე მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო ძალით ან ტექნიკით, დიპლომატი დაღლილი ღიმილით გვპასუხობს „ ჩვენ არ შეგვიძლია ლოდინი… რამდენ ხანს? რას ველოდოთ? ჩვენ მხოლოდ ჩვენი ძალების ამარა ვართ. თუ ჩხუბი გარდავალია, პირველებმა უნდა დავარტყათ. ბაქოში ბოლო თვეებში აქტიურად მიდიოდა სამხდრო სამზადისი. „

თურქეთი როგორც მხარე

კვირაზე მეტია გრძელდება ბრძოლები მთიან ყარაბახში, აზერბაიჯანს  უფრო მძაფრად ვიდრე ეს 25 წლის წინ იყო მხარს უმაგრებს თურქეთი. მკაფიო განცხადებებით მათი გზავნილია, რომ ყველა რესურსით ეცდებიან აზერბაიჯანის მხარდაჭერას. თურქეთი-რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით და სამხედრო პოტენციალით ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, მსგავსი ენით და ნათესაური ერით.

მსოფლიოს სხვა ძლიერი სახელმწიფოებიდა ორგანიზაციები-რუსეთი, საფრანგეთი, ა.შ.შ., ევროკავშირი, ნატო, ეუთო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ცალ-ცალკე და ერთ ხმაში  მიუწოდებენ მხარეებს შეწყვიტონ ცეცხლი და დაუბრუნდნე მოლაპარაკებების ფორმატს, რომელიც უკვე 26 წელია უმოზნოთ და უშედეგოდ მიმდინარეობდა.

თურქეთიც და აზერბაიჯანიც აცხადებს, რომ, მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი დაიწყება მხოლოდ მას შემდგომ, როგორც კი შეწყდება ყარაბახის სომხური ოკუპაცია, რაც ნიშნაცს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც მთიან ყარაბახს სომხური არმია და ყარაბახის შეიარაღებული ფორმირებები დატოვებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის აღიარებულ ტერიტორიას.

აზერბაიჯანი ასევე განაცხადებს, რომ მისი ტერიტორიები იბომბება, კერძოდ 4 ოქტომბერს, აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს მინგეჩევირ და ტერტერ ქალაქებზე ქვეყნის დასავლეთით.  გარდა ამისა, აზერბაიჯანში საუბრობენ, რომ სარაკეტო დარტყმა ასევე მიაყენეს ქალაქ განჯას-რომელიც ყარაბახიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. სომხეთი აზერბაიჯანის ქალაქების დაბომბვას უარყოფს.

By admin