Die Zeit გერმანია
რუსმა მებრძოლებმა დაიკავეს ახალი ტერიტორიები ორ მონაკვეთს – ტორეცკსა და ჩასოვ იარს შორის
ამგვარად ისინი მიუახლოვდნენ ქალაქ კონსტანტინოვკას. ამის შესახებ, იტყობინება თავის ოფიციალურ ანგარიშებში ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW). ვიდეომასალები, ადგილმდებარეობის დანართით, მოწმობს, რომ იერიშის შედეგად, რუსებმა დაიკავეს დასახლებული პუნქტები – დაჩნოე და სავარაუდოდ, სტუპოჩკი.
სხვა კადრები მიუთითებს, რომ ტორეცკის დასავლეთით, რუსმა მებრძოლებმა პირველად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, განახორციელეს მექანიზებული იერიში – მინიმუმ სამი ტანკის მონაწილეობით. უკრაინელმა სამხედრო მიმომხილველმა დაადასტურა რუსული არმიის წინსვლა. რუსი სამხედრო კორესპონდენტები კი ირწმუნებიან, რომ მათმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ამ მიმართულებით.
ტორეცკთან მიმდინარე შეტევა, შესაძლოა მოასწავებდეს იმას, რომ რუსეთი გეგმავს – ფრონტის ეს მონაკვეთი პრიორიტეტულად აქციოს.
ISW-ს მონაცემებით, ვიდეოფიქსაციის დამატებითი კადრები აჩვენებს რუსული არმიის წინსვლას: ქალაქ სუმის ჩრდილოეთით და ხარკოვის ოლქის – ქალაქ ვოლჩანსკის შიგნით.