AFP საფრანგეთი
საბრძოლო მასალების კატასტროფული უკმარისობა
საარტილერიო ჭურვების დეფიციტი დასტურდება, როგორც მთავრობის, ისე ზალუჟნის მხრიდან, რომელმაც ჟურნალ The Economist-თან საუბარში ივარაუდა, რომ მის მებრძოლებს არ ექნებათ შეტევისთვის საკმარისის არსენალი – სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში. ნატოელ მოკავშირეებს პრაქტიკულად გამოელიათ ჭურვების მარაგი, ხოლო დასავლური სამხედრო მრეწველობა, ზალუჟნის, ასევე ამერიკული და ევროპული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, საკუთარი ქვეყნებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სათანადოდ აღჭურვისათვის, მზად იქნება 2024 წლის ბოლოსთვის.
საბრძოლო მასალების უკმარისობით აიხსნება რუსეთის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კონფლიქტში – ეს არის სანგრები, თვლის რომანი, 110-ე ცალკეული ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა რაზმის მეთაური და ამით ეთანხმება იმ მებრძოლებს, რომელთაც ვესაუბრეთ ამ შემოდგომაზე დონეცკის ფრონტის სხვადასხვა უბნებზე – რუსები წინ მოიწევენ 300-500 მეტრით და იწყებენ თხრას, შემდეგ შემოიჭრებიან კიდევ 300 მეტრით და ისევ თხრიან. მათი სანგრები უფრო ღრმა და საიმედოა, ვიდრე ჩვენი. ისინი იკავებენ პოზიციებს და ამაგრებენ მათ, როცა ჩვენ მათ პოზიციებს ვიკავებთ, გვიხარია, რადგან მათი სანგრები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩვენი“.
რომანი ამტკიცებს, რომ რუსების მისწრაფება, თხარონ სანგრები იმით აიხსნება, რომ მათ არა აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა. მიუხედავად ამისა, თუ კონფლიქტის დასაწყისში უკრაინელები ისროდნენ ერთ ჭურვს მტრის სამი გასროლის საპასუხოდ, ახლა შეფარდება ერთი-რვაზეა. „ჩვენ ვერ ვახერხებთ ხანგრძლივად მოქმედებას, რადგან ავიაცია გამუდმებით გვბომბავს“, დასძენს ის.
თავის სტატიაში – ჟურნალ The Economist-თან, ზალუჟნიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ კონფლიქტი გადავიდა ახალ – პოზიციურ ფაზაში, როცა გრანდიოზული მანევრები და სწრაფი შეტევა აღარ არის აქტუალური. ახლა ჭარბობს შემაკავებელი ცეცხლი და ქვეითების იერიში კონკრეტულ პოზიციებზე. ამდენად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიმართა უცხოელ მოკავშირეებს თხოვნით, გადასცენ უკრაინის არმიას უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც კიევს საჰაერო სივრცის კონტროლს შეაძლებინებს – ესაა უპილოტოები და ელექტრომაგნიტურ-ტალღოვანი იარაღი მტრის დრონების მოსაგერიებლად. ზალუჟნის მოსაზრება უარყო პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. ივანის თქმით, ეს იყო „პესიმიზმის ამოფრქვევა“ უკრაინის მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მაგრამ არა მისი ჯარისკაცებისთვის. „მას ჩვენთვის ახალი არაფერი უთქვამს, ეს იყო გზავნილი უცხოელი პარტნიორებისთვის, რათა ისინი გაეფრთხილებინა, რომ სიტუაცია ამგვარია“.