БЕЛТА ბელორუსი
ბელორუსის პრეზიდენტმა და სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ – ალექსანდრე ლუკაშენკომ, დღეს, ამ სამოკავშირეო ორგანოს სხდომაზე ხელი მოაწერა დეკრეტს „ 2021-23 წლებში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ძირითად მიმართულებათა რეალიზაციის შესახებ“ – იტყობინება БЕЛТА-ს კორესპონდენტი
ღონისძიება მიმდინარეობდა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ხელმოწერილი დოკუმენტის ვიზირება, წინასწარ მოახდინა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენ, აქ, ყველა გვაკრიტიკებდა. ელოდნენ, განსაკუთრებით ეს ეხება ცალკეულ Telegram-არხებს რუსეთში, მოვაწერდით თუ არა ხელს. დღეს, მთელი უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სახელით, ვამბობ პასუხს: ვაწერ. ვხედავ, თქვენი ხელმოწერა (მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს) დეკრეტზე უკვე არის. ასევე, სახელმწიფო უმაღლესი საბჭოს წევრებისაც. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, დეკრეტს მეც მოვაწერ ხელს. მაგრამ პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას ერთად და არა მარტო მე “ – განაცხადა ლუკაშენკომ დოკუმენტზე ხელის მოწერამდე.
როგორც БЕЛТА იტყობინება, 2021-23 წლებში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის ძირითად მიმართულებათა რეალიზაციის დებულებები – 28 სამოკავშირეო პროგრამისგან შემდგარ პაკეტს მოიცავს და ის უნდა იქცეს ინტეგრაციის გაღრმავების პრაქტიკულ საფუძვლად.
მანამდე, 9 სექტემბერს, მოსკოვში ბელორუსის და რუსეთის პრეზიდენტთა შეხვედრის დროს, მიღწეული შედეგების შესაბამისად მხარეებმა შეათანხმეს ყველა სამოკავშირეო პროგრამა. „ გამოვყოფ ყველაზე მთავარს. ეს არის თანაბარი უფლებები ჩვენი ქვეყნების სამეურნეო სუბიექტებისთვის, თანაბარი პირობები, რომელიც აუცილებელია ბელორუსის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის და რომლის შესახებაც მე, ბელორუსის პრეზიდენტი, წლებია ვსაუბრობ. ესაა საფუძველთა საფუძველი. ჩვენ ვართ თანაბარუფლებიანი პარტნიორები“ – განაცხადა მაშინ ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მეორე დღეს, 10 სექტემბერს, სამოკავშირეო პროგრამები დამტკიცდა სამოკავშირეო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკვე ბელორუსის ტერიტორიაზე გაიმართა.
სამოკავშირეო პროგრამებში, მკაფიოდ არის გაწერილი ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის მექანიზმები: დარგობრივი ბაზრების ფორმირება, ფინანსური, საგადასახადო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკების ჰარმონიზაცია. დოკუმენტებში, ასევე ასახულია ბელორუსისთვის ენერგომატარებლების მიწოდების საკითხი, სატრანსპორტო მომსახურების მოცულობის გაზრდა, ახალი საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, აგრარული და სამრეწველო პოლიტიკის ერთიან პრინციპებზე გადასვლა, ორივე ქვეყნის მოქალაქეთა სოციალური დაცვის დონის ამაღლება.
ბელორუსული მხარის შეფასებით, მხოლოდ საინტეგრაციო პაკეტის ეფექტით, მშპ დაახლოებით 1 მილიარდ დოლარით გაიზრდება, რომ არაფერი ვთქვათ იმ შესაძლებლობებზე, რაც ბელორუსულ ბიზნესს რუსულ ბაზარზე გასვლით უჩნდება.