Die Welt გერმანია
ამ ბორბლებიან ჰაუბიცას – შეუძლია ცეცხლის გახსნა მოძრაობის დროსაც: უკრაინა უნდა გადაეცეს 54 ასეთი ჰაუბიცა გერმანიის მხრიდან. მწარმოებლის თქმით, მანქანის კოშკურის მართვა შესაძლებელია დისტანციურადაც
თავდაცვის მინისტრმა – ბორის პისტორიუსმა, არტილერიის გასაძლიერებლად, უკრაინას უკვე მიაწოდა პირველი ასეთი ჰაუბიცა RCH 155. „უკრაინას, ეს უკვე სიგნალია, შეუძლია ჩვენი იმედი იქონიოს. გერმანია მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა ევროპაზე“ – განაცხადა კასელში პოლიტიკოსმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, სადაც ჯავშანტექნიკის მწარმოებელი KNDS-ი უშვებს ამ სისტემას.
უკრაინის ელჩმა – ალექსეი მაკეევმა სიმბოლურად უკვე მიიღო დაგეგმილი 54 ერთეულიდან ერთი ჰაუბიცა მისი ქვეყნისთვის. პირველი 6 სისტემა ჯერჯერობით დარჩება გერმანიაში და მათ გამოიყენებენ უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად.
„ჩვენ არ გვჭირდება შუამავლები, ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები“ – განაცხადა ელჩმა და მას მხედველობაში ჰქონდა მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულების შესახებ…
სროლა შესაძლებელია გადაადგილების დროსაც
KNDS – ეს არის ტრადიციული გერმანული კომპანია KMW-სა და ფრანგული კომპანია Nexter-ის ერთობლივი ნამუშევარი. გერმანული კომპანია თავის პროდუქტს აღწერს, როგორც „ყველაზე თანამედროვე ბორბლებიან ჰაუბიცას მსოფლიოში“, რომელიც პირველი ამ ტიპის იარაღია, რომელსაც მოძრაობის დროსაც შეუძლია ცეცხლის წარმოება. კოშკურა იმართება დისტანციურადაც, შესაბამისად მისი კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს შორიდან. ახალი ავტომატიზებული საარტილერიო სისტემის მომსახურებისთვის საჭიროა სულ 2 ადამიანი.
155-მმ-იანი ჰაუბიცა, განთავსებული ბორბლებიან მანქანაზე („8×8”) – მოგვიანებით გადაეცემა გერმანიის არმიას, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა, მოხდება გაცილებით სწრაფად. KNDS-ი ასევე აწარმოებს Panzerhaubitze 2000-სს, მუხლუხოებიან საარტილერიო დანადგარს.
ამასობაში მოსკოვი უკრაინას ადანაშაულებს გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ უპილოტოებით მიტანილ იერიშში, რომლითაც რუსული გაზი თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. შაბათს უკრაინულმა არმიამ სცადა გაზსადენის კომპრესიულ ქვესადგურზე თავდასხმა 9 უპილოტო აპარატის მეშვეობით, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ყველა დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ერთი მათგანის ნარჩენებმა ობიექტს უმნიშვნელო ზიანი მიაყენა.
„შეტევის მიზანი იყო, შეწყვეტილიყო ევროპის ქვეყნებისთვის რუსული გაზის მიწოდება“ – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის უწყებამ.