Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Parlamentní listy  ჩეხეთი

კარელ შებესტა

 

 „შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია“ ან „სახმელეთო შეღწევა“ – დასავლური მედია, მაგალითად BBC და Sky News-ი, ასე გვაწვდიან ცნობებს  ისრაელის ლიბანზე დარტყმების შესახებ. აშშ კი აფართოებს თავის სამხედრო დასწრებას რეგიონში, რათა თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი. თუმცა სოციალურ ქსელებში ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ორმაგი სტანდარტების გამო, ვინაიდან, როცა რუსეთმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, მაშინვე ალაპარაკდნენ -„შეჭრაზე“. ახლა კი ამ სიტყვის გამოყენებას, დასავლური მედია თავს არიდებს

ისრაელმა აშშ-ს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ იწყებდა  „შეზღუდული სახმელეთო ოპერაციას“  სამხრეთ ლიბანში, სადაც გამაგრებულია მოძრაობა „ჰესბოლა“, ასე გადმოსცემს BBC. წესით, ოპერაცია ორშაბათს უნდა დაწყებულიყო, ასე ამტკიცებდა ისრელის ერთ-ერთი უმაღლესი პირი. მანამდე კი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტი ამბობდა, რომ მისი არმია მზად იყო სახმელეთო ოპერაციისთვის. „ჰესბოლას“ ლიდერმა კი განაცხადა, რომ  ორგანიზაცია სათანადოდ დახვდება ისრაელის ნებისმიერ ოპერაციას. გაერომ და ევროპული დიპლომატიის მეთაურმა, მოუწოდეს ისრაელს არ დაეწყო სახმელეთო ოპერაცია. ამასობაში ლიბანმა თავისი შეიარაღებული ძალები საზღვრიდან ჩრდილოეთით გადაიყვანა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ვიდეორგოლში განაცხადა, რომ „ჰესბოლას’ ლიდერის ნასრალას განადგურება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ „ეს არ არის ყველაფერი“. მან ასევე თქვა, რომ „ ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს, გაკეთდება“. მისი თქმით, ისრაელი აპირებს ავიაციის, არმიისა  და ფლოტის გამოყენებას. ორშაბათს ბეირუთში ისმოდა აფეთქებები. ცახალის არაბმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ ყველას მიმართ, ვინც  ბაზებისა და სხვა სამიზნეების სიახლოვეს იმყოფება, გამოიყენებენ ძალას. New York Times-ის თანახმად, ლიბანის ტერიტორიაზე უკვე შეაღწიეს ისრაელის დაჯგუფებებმა. ძირითადად ქრისტიანებით დასახლებული პუნქტის მამასახლისმა განაცხადა, რომ ისრაელმა ისინი გააფრთხილა, რომ  გაცლოდნენ ტერიტორიას.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნების ინიციატივით უკვე მოიწვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ქმედება, გააუარესებს სიტუაციას და ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“. გაეროს პრესმდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ ის ისრაელის  „სახმელეთო ოპერაციის წინააღმდეგია“.  აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა საზავო ხელშეკრულების გაფორმება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამოხატა დაზავების მხარდაჭერა. ამის პარალელურად ისრაელმა და „ჰამასმა“ განაცხადეს, რომ ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმას შეეწირა ჰამასის ლიდერი და პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის კიდევ 3 წევრი.

მართალია ჯო ბაიდენმა სიტყვიერად განაცხადა, რომ სურს მხარეების დაზავება, მაგრამ, როგორც New York Times-ი იტყობინება, აშშ რეგიონში დამხმარე ძალებს გზავნის. მთლიანობაში სირიის, ერაყის, იორდანიისა და სხვა ახლოაღმოსავლური ქვეყნების ბაზებზე, იმყოფება 43 000 ამერიკელი ჯარისკაცი. პენტაგონს არ დაუზუსტებია, რამდენ სამხედროს გზავნის რეგიონში, მაგრამ აშშ-ს ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ლაპარაკია 30 000 ჯარისკაცზე.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა –  საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ამერიკული კონტიგენტის ზრდა განპირობებულია იმით, რომ „გაძლიერდეს ამერიკული პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, მოხდეს აგრესიის შეკავება და შემცირდეს რეგიონული ომის რისკი“.

დამხმარე ძალების გარდა, რეგიონში რჩება ავიამზიდ Abraham Lincoln-ის დამრტყმელი დაგუფება და როგორც სინგჰმა თქვა, მოელიან საავიაციო კომპონენტის გაძლიერებას. მისი თქმით, ამ გზით გაიზრდება ამერიკული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ეს განცხადება წინ უსწრებდა ისრაელის განცხადებას, რომ მან უკვე დაიწყო „სახმელეთო ოპერაცია“ ლიბანში.

სოციალურ ქსელებში კი ისმის კრიტიკა  მედიის მხრიდან კონფლიქტის თვალმაქცური გაშუქების გამო. ყველაზე ხშირია რუსეთთან პარალელები. „ისრაელი – ეს ესაა, შეიჭრა ლიბანში. როცა რუსეთმა გადალახა უკრაინის საზღვარი, მაშინ სწორედ ამ ტერმინით შეაფასეს რუსეთის ქმედება. ურსულა ფონ ლაიერმა (სიტყვების თამაში – ლაიენი-ლაიერი (ცრუპენტელა) – შენიშვნა მთარგმნელისგან).

„ახლა ისრაელის შესახებ თუ იტყვის იგივეს“ – იკითხა ირლანდიელმა მეწარმემ და ჟურნალისტმა – ჰეი ბოუსმა. ის გულისხმობდა ლაიენის პოზიციას: „მოდით კონცენტრირება მოვახდინოთ რუსეთის სტრატეგიულ სფეროებსა და ბაზრებზე. მოდით დავასუსტოთ რუსეთის ეკონომიკური ბაზა და  მისი მოდერნიზაციის უნარი. ამას გარდა, მოდით, გავყინოთ ისრაელის აქტივები ევროკავშირში და მოვკვეთოთ რუსული ბანკები ევროპული ფინანსური ბაზრებიდან“.  ყოველივე ეს, დღესაც შეგვიძლია გავიმეოროთ, ოღონდ არა რუსეთზე, არამედ ისრაელზე.

„როცა რუსებმა 2022 წელს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, დასავლურმა მედიამ ფაქტს უწოდა ის, რაც სინამდვილეში მოხდა, ანუ შეჭრა. ისრაელი, ღაზაში გენოციდის მოწყობის შემდეგ, ახლა უკვე თავს დაესხა ლიბანს. ეს არის შეჭრა და არა „შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია“ – აღშფოთებული წერს კიდევ ერთი ირლანდიელი – ამჯერად სოციალისტი – ჰიუგო მილსი.

იგივეს ამბობს ბრაიან თეშმენი – ინსტიტუტიდან „რწმენა და  თავისუფლება“. გავიხსენოთ, რუსეთის შემთხვევა: „ეს არის შეჭრა და ნუ ირწმუნებთ პუტინის ორუელისეულ რიტორიკას. ისრაელის შემთხვევა –  „ჩვენ ვიწყებთ „შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციას ლიბანში“(!)

ჟურნალისტი რამინ სკიბა. „გახსოვთ, როგორ უწოდა რუსეთმა თავის ქმედებას უკრაინაში – „სპეციალური სახმელეთო ოპერაცია“. ახლა კი ისრაელი იწყებს შეჭრას ლიბანში, თანაც ამერიკული იარაღით“.

„სულმოუთქმელად ველოდები, როდის გაკიცხავს ისრაელს ის ხალხი, ლიბანის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის გამო,  ვინც მანამდე უკრაინის დროშებს აფრიალებდა. წუთი წუთზე ველი ამას“ – სარკასტულად შენიშნავს დევიდ ჰაგისი.

„ისრაელი ახლახან თავს დაესხა ლიბანს, მისი, სულ ცოტა, ერთი ნაწილის ანექსირების მიზნით. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოახდინოს ისეთივე რეაგირება, როგორც რუსეთ-უკრაინის შეთხვევაში იყო, სხვაგვარად დავკარგავთ დაპყრობითი ომების შეკავების მექანიზმს და გაცილებით მეტი ქვეყანა შეეცდება საზღვრების შეცვლას“ – ამტკიცებს იუდით მეიერი.

„თუ ჩვენ არ შევეგუეთ პუტინს და არ ვუწოდეთ მომხდარს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, მაშინ, ნურც ნეთანიაჰუს ევფემიზმს შევეგუებით, რომელიც ლიბანში შეჭრასთან დაკავშირებით გამოითქვა“ – მოგვიწოდებს ჰარი დიუნიონი.

 

 

 

 

 

 

By admin