Tuckercarlson.com / აშშ
თაკერ კარლსონი
იწყებენ თუ არა რეპორტაჟს, მე მათ ვურეკავ, რომ მივიღო ინფორმაცია და დავაზუსტო დეტალები. იცით რას მპასუხობენ? თუ უყურეთ ახალ ამბებს, გაიგებდით, რომ ტრამპს ესროლა მისივე მომხრემო. მეტად „დამაჯერებლად“ჟღერს. ახალგაზრდამ, რომელიც ტრამპით ასე ყოფილა აღფრთოვანებული, გოლფ-კლუბში თურმე მიიტანა შაშხანა და სცადა ტრამპის მოკვლა? რა თქმა უნდა, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. პუტინმა კი ააფეთქა თავისივე გაზსადენი – ნუ, ეს ხომ „დღესავით ნათელია“ და „ლოგიკური“, ასე არ არის? ტრამპი ხომ ისეთი ბოროტია, რომ საკუთარ თავს ესხმის! დიახ, დიახ, აი ასეთ თვითდაზიანებასთან გვაქვს საქმე!
მაშ ასე, ვუყურებ ახალ ამბებს და მეუბნებიან, რომ ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, მისი მომხრეა. რაო? ვრთავ სხვა არხზე, იმაზე, რომელზეც ოდესღაც ვსაქმიანობდი და რას ვხედავ, გამოდის ლინდსი გრემი! ვიცი, როგორ არა! ის რესპუბლიკელი სენატორია, თანაც ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შტატიდან… მაინტერესებს, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? რაკი დემოკრატიაა და არა ილუზია, მაინც როგორ ერგო მას – სენატორის სავარძელი? კარგი, ღმერთმა ხელი მოუმართოს!
ახლა დააკვირდით: ლინდსი, ეკრანიდან (პირდაპირ კამერის თვალწინ) გვაუწყებს, ვინ ჩაიდინა ეს – ვინ და ირანმაო, ირანმა (დარბაზიდან შეძახილი – „პროვოკატორი“). ზუსტად გამოიცანით: ის, ვინც ტრამპს ესროლა – რა თქმა უნდა პროვოკატორია… და რაც უფრო გულდასმით აანალიზებ მომხდარს, მით უფრო ნათელი ხდება: ახალგაზრდის შეხედულებები, თითქმის არ განსხვავდება გრემისეულისგან. თავდამსხმელი თურმე ნეოკონსერვატორია. არადა ლამის მოხალისედ ჩადიოდა უკრაინაში! ლინდსის კი აუჩემებია – ირანი და ირანიო! არა, შენი პოზიცია არაფრითაა ამ ბიჭისაზე უკეთესი, შენ მე მატყუებ და ასევე ატყუებ იმ აუდიტორიას, რომელთანაც ვურთიერთობდი კვირაში ხუთი დღე. შენ კი ამ ხალხთან ცრუობ!