Daily Express დიდი ბრიტანეთი
ოლი სმიტი
ვლადიმირ პუტინმა, დასავლეთს პროვოკაციული სიგნალი გაუგზავნა მაშინვე, როცა აშშ-მ და ბრიტანეთმა მოილაპარაკეს უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის დამატებითი დახმარების გაგზავნის შესახებ
ვლადიმირ პუტინის ხელქვეითები ამთავრებენ სამზადის ღონისძიებისა, რომელზეც გამოიფინება რუსების მიერ მოპოვებული ნატოს იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. „ექსპონატებს“ შორისაა – ბრიტანული საბრძოლო მანქანები, გერმანული ტანკები და ამერიკული საარტილერიო სისტემები, რომლებიც ტროფეის სახით, იდეალურ მდგომარეობაში იგდეს ხელთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს.
რუსეთის მოქალაქეები ათობით სახეობის ნაალაფარ სამხედრო ტექნიკას მოსკოვის ერთ-ერთ მოედანზე იხილავენ. გამოფენა მთელ თვეს გასტანს. მასზე უკვე საუბრობენ, რომ ის ტარდება, როგორც „ნიშანი რუსეთის წარმატებული ბრძოლისა უკრაინელი ბოევიკებთან და მის დასავლელ მოკავშირეებთან.“
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მოსკოვში, გამარჯვების პარკში, გამოიფინება სამხედრო ტექნიკის 80 ერთეული. ისინი დამზადებულია ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბრიტანეთში, აშშ-ში, თურქეთში, უკრაინაში, საფრანგეთში, ფინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, შვედეთსა და სამხრეთ აფრიკაში.
ნადავლს შორის არის ბრიტანული შეჯავშნული მანქანა Husky TSV, ამერიკული ქვეითთა საბრზოლო მანქანა (ქსმ) „ბრედლი“, შვედური ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV90 და ფრანგული ჯავშანმანქანა AMX-10 RC-ი.
ამას გარდა, წარმოდგენილი იქნება უკრაინული „სამხედრო დოკუმენტები, რუკები და იდეოლოგიური ლიტერატურა“.
გამარჯვების პარკი – ესაა მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ის შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების პატივსაცემად, რომელსაც რუსეთი დიდი სამამულო ომს უწოდებს. გამოფენის მიმდინარეობის პერიოდში, წითელ მოედანზე, გაიმართება გამარჯვების აღლუმი, რომელიც ასევე ეძღვნება ნაცისტებზე გამარჯვებას.
ამ კვირაში, რიში სუნაკი კიევს დაჰპირდა ყველაზე მსხვილ სამხედრო დახმარებას. ბრიტანეთი გეგმავს 400 მაქნქანის, 1 600 რაკეტის, 4 მილიონ ჭურვის, 60 კატერისა და 500 მილიონი სტერლინგის ფინანსური დახმარების გადაცემას. ჯამში, ფულადი მხარდაჭერის საერთო თანხა, ამ ფინანსური წლის განმავლობაში, 3 მილიარდ დოლარს აღწევს.
პარასკევს, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის გრძელვადიან სამხედრო დახმარებას დაახლოებით 4,7 მილიარდი სტერლინგის ოდენობით, მათ შორისაა, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი „პატრიოტის“ რაკეტები.
ამასობაში, ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უკრაინამ უარი თქვა ამერიკული ტანკის – M1A1 „აბრამს“-ის გამოყენებაზე, რადგან რუსული უპილოტოები მას ადვილადს ამჩნევენ და აფეთქებენ.
აშშ-ს მიერ უკრაინისთვის 2023 წელს მიწოდებული 31 “აბრამს“-იდან, 5 ტანკი – უკვე განადგურებულია.