Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Rzeczpospolita  პოლონეთი

 

„უკრაინელებმა გამოიცნეს შეტევის  დრო და მისი მიმართულება. ისინი თავს დაიცავენ იქამდე, ვიდრე (მტერს) არ მიაყენებენ მაქსიმალურ ზიანს. ზოგიერთი ამბობს, რომ მათ უნდა შეუტიონ, მაგრამ უკრაინელებს არა აქვთ კონტრიერიშისთვის საჭირო ძალა და საშუალებები“ – ასე აფასებს შექმნილ ვითარებას პოლონეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური  – გენერალი ვალდემარ სკრჟიპჩაკი

„რუსები ემზადებიან ახალი შეტევისთვის, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში დაიწყოს დონბასში – პუტინი სულმოუთქმელი ელის დარჩენილი ნაწილის დაკავებას, ასევე სამხრეთში – დნეპრის მიმართულებით წინსვლას. (…) ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი შეეცდებიან კიდევ ერთ რეიდს კიევზე“ – აცხადებდა, ჯერ კიდევ დეკემბრის შუაწელში, გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში, უკრაინული არმიის გენერალი ვალერი ზალუჟნი, როცა ის რუსეთის შეტევის სავარაუდო მიმართულებებზე საუბრობდა. ამასთან მან დაასახელა რუსული შეტევის დრო: „თებერვალი- მარტი.“

ლუგანსკის უკრაინული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურის – სერგეი გაიდაის თქმით, რუსებს „სჭირდებათ კიდევ მინიმუმ 10 დღე, რათა თავის მოუყარონ დარჩენილ რეზერვს“. „მათ ადგილებზე ჩააქვთ შეტევისთვის საჭირო საბრძოლო მასალები და ახლა მათ ნაკლებად იყენებენ. შეწყდა უწყვეტი დაბომბვები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ ისინი ეწევიან ჭურვების ეკონომიას და ემზადებიან შეტევისთვის“ – ამგვარ შეფასებას აკეთებს ის. გაიდაი, ისე როგორც დასავლელი ანალიტიკოსები, ახალი შეტევის ყველაზე სავარაუდო რაიონად, ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილს – კრემენნოისა და ლიმანს ასახელებს.

გენერალ ვალდემარ სკრჟიპჩაკის აზრით, რუსეთის უმთავრესი მიზანია, მიაღწიოს მდინარე დნეპრის ნაპირს და დაიკავოს მთელი დონბასი.

„ვთვლი, რომ უკრაინელები მიხვდნენ მოსალოდნელი შეტევის დროს და მის მიმართულებას. ისინი თავს დაიცავენ მანამ, სანამ მტერს არ მიაყენებენ მაქსიმალურ ზიანს. ზოგიერთი ამბობს, რომ მათ უნდა შეუტიონ, მაგრამ უკრაინელებს არა აქვთ კონტრიერიშისთვის საჭირო ძალა და საშუალებები“ – განაცხადა მან პორტალ  Wirtualnа Polskа-თან საუბარში.

„მინდა მჯეროდეს, რომ მათი თავდაცვა გაუძლებს რუსების მასირებულ შეტევას, რათა რუსეთის არმიის იერიში ჩაიშალოს და გაზაფხულისთვის ისინი სისხლისგან დაიცალონ. ამის გაკეთება უკრაინელებს შეუძლიათ, ოღონდ თავდაცვის ხარჯზე“ – დაასკვნის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური.

„ზოგიერთი ითვლის იმას, თუ რამდენი რუსი დაიღუპა და მთელი ყურადღება გადააქვს ასობით მოკლულ რუს ჯარისკაცზე, მაგრამ ამით რა იცვლება? არაფერი. ცხადია, რომ დანაკარგი არ აისახება ბრძოლის ველზე. რუსები ავითარებენ თავის ოპერაციას და უტევენ 150 კილომეტრიანი  ფრონტით. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ესე იგი მათ აქვთ პოტენციალი. უკრაინელების ამოცანაა, რომ ჩაშალონ რუსების ფართო ფრონტით შეტევა“ – აღნიშნა გენერალმა.

გენერალ სკრჟიპჩეკის თქმით, თუ უკრაინული თავდაცვა გაირღვა, „მაშინ რუსები მიზანს მიაღწევენ“. „ამას უეჭველად მოჰყვება უკრაინის არმიის განადგურება და მთელი აღმოსავლეთ უკრაინის დაკავება. თუ მათ ასეთი რამ მოახერხეს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ უკრაინა – ამ კონფლიქტში დამარცხდა“ – აღნიშნა მან.

 

By admin