Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

  POLITICO  აშშ

 

 ოთხშაბათს თანამდებობიდან გადადგა უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე – ვიაჩესლავ შაპოვალოვი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აზვირთდა სკანდალი შესყიდვების შესახებ, რომელმაც შეარყია ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი

შაპოვალოვი, რომელიც არმიაში კურირებდა მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროს, სკანდალის შემდეგ, რომელიც უკავშირდება ჯარისკაცთა ულუფების გაზრდილი ფასებით შესყიდვას,  პოსტიდან გადადგა.

თავის განცხადებაში გადადგომის შესახებ, მინისტრის თანაშემწე ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლებას, რათა „ბრალდებათა კამპანიის მიზეზით, საფრთხე არ შეექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას, რაც არმიის საკვებით უზრუნველყოფას უკავშირდება“.

უკრაინული საინფორმაციო საიტი ZN.UA გასულ კვირაში იტყობინებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვები, გაზრდილი ფასებით შეიძინა. ასე მაგალითად – ერთ ცალ კვერცხში გადახდილია 17 გრივნა, მაშინ, როცა მისი საშუალო ფასი კიევში – 7 გრივნას შეადგენს. ZN.UA-ს თანახმად, 2023 წლისთვის ჯარისკაცების სასურსათო უზრუნველყოფის პროექტის მთლიანი მოცულობა, შეადგენს 13,16 მილიარდ გრივნას (328 მილიონი ევრო).

ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გაზრდილი ფასები „ტექნიკური ხარვეზის“ შედეგია, რაც კონტრაქტორმა დაუშვა, როცა მან ციფრები ერთი გრაფიდან – მეორეში გადაიტანა“.

მინისტრმა, ახალი ამბებში გასულ რეპორტაჟს უწოდა – სხვა „არაფერი მანიპულაციის გარდა“ და ახსენა უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვისგან მოხდა კონტრაქტის პირობების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა. თუმცა უკრაინის ნაციონალური ანტიკორუციული ბიურო იტყობინება, რომ სწავლობს კონტრაქტს არმიის სასუსათო უზრუნველყოფის შესახებ, ასევე ჟურნალისტური გამოძიების ფაქტებს.

ეს სკანდალი მძიმე დარტყმას აყენებს უკრაინის ხელისუფლებას, რადგან მისი ყველა მოხელე ცდილობდა ისე წარმოეჩინა, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვის პროცესში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს კორუფციასთან ბრძოლაში.

„უკრაინისგან, რა თქმა უნდა ელიან, რომ კორუფციასთან ბრძოლა წარიმართოს უმაღლეს დონეზე, ხოლო მოკვლევებისა და განაჩენების მიმართ, უნდა იყოს მეტი ნდობა“ – განაცხადა ევროპის კომისიის თავჯდომარემ.

ამ კვირაში ასევე გადადნენ ან გათავისუფლდნენ უკრაინის მთავრობის მაღალი რანგის სხვა მოხელეებიც. სამშაბათს გენერალურმა პროკურორომა – ანდრეი კოსტინმა, პოსტიდან გაათავისუფლა თავისი თანაშემწე – ალექსეი სიმონენკო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სიმონენკომ 2022 წლის  შვებულება ესპანეთში გაატარა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე გაათავისუფლა თავისი ოფისის თავჯდომარე – კირილ ტიმოშენკო, თუმცა მას ოფიციალურად არ დაუსახელებია საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი. გასულ კვირაში უკრაინული მედია წერდა, რომ ტიმოშენკოს კონფლიქტი ჰქონდა კოლეგებთან, მათ შორის თავის უშუალო უფროსთან  – ანდრეი ერმაკთან.

ასევე მოხსნეს ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილი – ვასილი ლოზინსკი, იმ ბრალდების გამო, რომელიც უკავშირდება ელექტრო გენერატორების შეძენას.

By admin