Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ  უკრაინა

იური ბუტუსოვი

 

რუსეთის არმიას შეეშინდა კადიროვისა და პრიგოჟინის ბრალდებების და მან არ დაიცვა თავისი მეთაურები – გენერლები გერასიმოვი და ლაპინი

დღეს გაიმართა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის გენერლის – კონაშენკოვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ბრიფინგი.  მან ვერ გაბედა თავისი კოლეგებისა და ხელმძღვანელების დაცვა – ბანდიტების თავდასხმისგან.

გუშინ ჩეჩნეთის დიქტატორმა რამზან კადიროვმა და ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გააკეთეს სკანდალური განცხადებები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მისამართით. კადიროვმა მოითხოვა გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინის რიგითამდე ჩამოქვეითება და მისი ბრძოლის წინა ხაზზე გაგზავნა, რათა ამ უკანასკნელმა სისხლით გამოისყიდოს ლიმანში განცდილი მარცხი. კადიროვმა ასევე მიუთითა, რომ მარცხის მიზეზი – რუსეთის გენშტაბის უფროსის მიერ დამკვიდრებული ნათლიმამობა და ნეპოტიზმია. პრიგოჟინმა კი რუს განერლებზე დაწერა: „ყველა ეს ვიგინდარა – ფეხშიშველი და ავტომატით ხელში – ფრონტზე“-ო.

მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ მძიმე ბრალდებებზე, რომლებიც გამოითქვა პუტინთან დააახლოებული ადამიანების მიერ, თუ როგორ დაიცავდა ის არმიას პირწავარდნილი ბანდიტების – კადიროვისა და პრიგოჟინისგან, რომლებიც წარმოადგენენ უმსხვილესი მაფიოზური დაჯგუფებების მეთაურებს რუსეთში.

არც როგორ! არც ერთ რუს სამხედროს არ დაუწერია სიტყვაც კი გერასიმოვისა და პრიგოჟინის დასაცავად, თუნდაც სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ გამოსულა კადიროვისა და პრიგოჟინის კრიტიკით.

…და ყველაზე სკანდალური – არც რუსეთის თავდაცვის უწყება და არც მინისტრი შოიგუ, არ გამოქომაგებია თავის მეთაურებს.

ნახეთ დღევანდელი ბრიფინგი – მასზე, ამის შესახებ, არ თქმულა სიტყვაც კი. გაეცანით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტს. არცერთი განცხადება შოიგუს მხრიდან.

ამ დროს, კადიროვმა და პრიგოჟინმა აშკარად დააღვიეს რუსეთის კანონები და ისინი უნდა დაეკავებინათ – 2022 წლის 4 მარტს,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     გოსდუმამ მიიღო კანონი №  32-ФЗ, რომელიც ადგენს სისხლის სამრთლებრივ პასუხისმგებლობას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ წინასწარი განზრახვით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე საჯარო ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსეთის არმიის დისკრედიტაციისკენ“.

ამ კანონის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციაში აღძრულია – 80 სისხლის სამართლისა და 400 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საქმე.

მაგრამ კანონები რუსეთში ვრცელდება ბლოგერებზე, ბანდიტებს კი შეუძლიათ დაამცირონ სამხედროები ისე, როგორც უნდათ, ან ვიგინდარები უწოდონ რუსეთის გმირის წოდების მქონე გერასიმოვსა და ლაპინს. ეს არ არის დისკრედიტაცია? გინდათ თქვათ, რომ ამისთვის არ ისჯებიან?

მკაფიო მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ვერბრძვით მონათა არმიას.

By admin

You missed