Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Council on Foreign Relations (CFR)  აშშ

გაგრძელება

 

                                                                                                                            კონფლიქტის წინაისტორია

 კრიზისი უკრაინაში – სათავეს იღებს 2013 წლის ნოემბრიდან, როცა დედაქალაქ კიევში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა შეთანხმება ევროპის კავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. სახელმწიფო უშიშროების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს, მოჰყვა კონფლიქტის ესკალაცია და 2014 წლის თებერვალში პრეზიდენტი იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა

2014 წლის მარტში, რუსულმა დაჯგუფებებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინულ ყირიმზე, შემდეგ კი ოფიციალურად მოახდინეს ნახევარკუნძულის ანექსირება საეჭვოდ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე – გამოკითხვის შედეგად, ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რუსულენოვანი მოსახლეობის აუცილებელი დაცვის შესახებ ყირიმსა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. კრიზისმა გაამწვავა ეთნიკური დაპირისპირება და 2 თვის შემდეგ, პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში ჩაატარეს რეფერენდუმი უკრაინისგან გამოყოფის მოთხოვნით.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, სეპარატისტების დაჯგუფებებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებას, სულ ცოტა, 10 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ხოლო 24 000 დაიჭრა. მართალია მოსკოვი ხელაღებით უარყოფდა ამ მოვლენებში თავის მონაწილეობას, მაგრამ უკრაინა და ნატო იტყობინებოდნენ ამ რეგიონებში ცოცხალი  ძალისა და ტექნიკის თავმოყრის შესახებ.

2014 წლის ივლისში, კონფლიქტი გადაიზარდა საერთაშორისო კრიზისში და მან აშშ-ევროკავშირი დაააპირისპირა რუსეთთან, მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ ხომალდი „მიწა-ჰაერის“ ტიპის რუსული წარმოების რაკეტით. 2016 წლის სექტემბერში, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ეს სარაკეტო კომპლექსი გადაეცათ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში და თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ის დააბრუნეს რუსეთის ტერიტორიაზე.

2015 წლის თებერვალში – საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და უკრაინა ცდილობდნენ მიეღწიათ ცეცხლის შეწყვეტისათვის – მინსკში დადებული შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება მოიცავდა დებულებებს ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე ტექნიკის გაყვანისა და კონფლიქტის ზონის უკრაინის მხრიდან კონტროლის შესახებ, მაგრამ ძალისხმევას შესაბამისი დიპლომატიური გადაწყვეტილებები და სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.

2016 წლის აპრილში, ნატომ გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გზავნიდა 4 ბატალიონს, რომლებიც განთავსდებოდა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში, რათა აღკვეთილიყო რუსეთის მოსალოდნელი აგრესია რეგიონის ქვეყნებზე, განსაკუთრებით ბალტიის სახელმწიფოებზე. 2017 წლის სექტემბერში, ამ ბატალიონებს შეუერთდა აშშ-ს არმიის 2 სატანკო ბატალიონი, რომლებიც განთავსდა პოლონეთში -ალიანსის შემაკავებელი ძალების გასაძლიერებლად.

2014 წლიდან, უკრაინა რამდენჯერმე გახდა კიბერშეტევის ობიექტი. 2015 წლის დეკემბერში, ქვეყნის 225 000-ზე მეტ მოქალაქეს ელექტროენერგია გამოერთო. 2016 წლის დეკემბერში, ისევ შეუწყდა დენის მიწოდება კიევის რამდენიმე რაიონს ანალოგიური შეტევის შედეგად, რომლის სამიზნე ერთ-ერთი უკრაინული კომუნალური სამსახური აღმოჩნდა. 2017 წლის ივნისში, უკრაინის სამთავრობო  და ბიზნეს სექტორის კომპიუტერული სისტემები კიბერშეტევა  NOTPETYA-თი დაზიანდა. ეს დამანგრეველი შეტევა, რომელიც რუსეთს მიეწერება, გავრცელდა მთელი მსოფლიოს კომპიუტერულ სისტემებზე და მილიარდობით დოლარის ზარალი მოიტანა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის დროს, უკრაინის დახმარება უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზარდა – რუსეთზე წნეხის პარალელურად (ამ უკანასკნელის მონაწილეობის გამო, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში). 2018 წლის იანვარში, აშშ-მ შემოიღო დამატებითი სანქციები  21 რუსი მოხელისა და 9 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ კონფლიქტთან. 2018 წლის მარტში, სახელმწიფო დეპარტამენტმა თანხმობა გასცა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიყიდვის შესახებ, ეს იყო ლეტალური იარაღის მიწოდების პირველი შემთხვევა კონფლიქტის დაწყების დღიდან. 2018 წლის ოქტომბერში, უკრაინა შეუერთდა აშშ-სა და ჩრდილოატალატიკური ორგანიზაციის (ნატო) კიდევ 7 წევრი-ქვეყნის ფართომასშტაბიან საჰაერო სწავლებებს (ის გაიმართა დასავლეთ უკრაინაში). ეს სწავლებები გაიმართა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ყველაზე დიდი სამხედრო  წვრთნა ჩაატარა (2018 წლის სექტემბერი).

                                                                                                                                             საფრთხეები

ამ კონფლიქტმა სერიოზულად გაამწვავა ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის, გაზარდა მისი საერთოევროპულ დაპირისპირებად გარდაქმნის რისკი. მოსალოდნელია რუსეთს და მეზობელ ნატოს წევრ- ქვეყნებს შორის დაძაბულობის გამწვავება, რომელშიც დიდი ალბათობით ჩაერთვება შეერთებული შტატები – გამომდინარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან, რომელზეც პასუხისმგებელია მთელი ალიანსი… ამას გარდა, კონფლიქტი გავლენას მოახდენს სამომავლო თანაშრომლობაზე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, კიბერუსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და პოლიტიკურ ვითარება სირიაში, ლიბიასა და სხვა ქვეყნებში.

 

 

By admin