Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Обозреватель უკრაინა

ელენა დუროვა

 

აზოვის ზღვა „უმძიმესი ადგილია“ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, თუ განხორციელდა ესკალაცია რუსეთის მხრიდან. სწორედ ამ წერტილიდან და არა ხმელეთიდან, შეიძლება დაიწყონ რუსებმა ახალი შეტევა უკრაინაზე, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ თავდაცვისუნარიანობას აღნიშნულ რეგიონში.

აზოვის ზღვიდან მომდინარე საშიშროებაზე,  The Washington Post-თან საუბარში, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა – ალექსეი დანილოვმა. ამერიკულ გამოცემაში დაიწერა, რომ აზოვის ზღვა „წარმოადგენს ერთადერთ ადგილს, სადაც ორი ქვეყნის ძალები, ყოველდღიურად დგანან პირდაპირი კონფლიქტის რისკის წინაშე“.

„…და რაკი ზღვას არა აქვს საზღვრები, რუსულ ფლოტს შეუძლია მიუახლოვდეს უკრაინის სანაპიროს იმდენად ახლოს, რამდენადაც მოეპრიანება, რაც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვისპირა ქალაქებს, ყველაზე მოწყვლადად აქცევს მთელ ქვეყანაში“ – ნათქვამია სტატიაში.

როგორც დანილოვი აღნიშნავს, უკრაინის არმიას აქვს საშუალებები, რათა დაუპირისპირდეს რუს სამხედროებს, თუ ისინი აზოვის ზღვიდან შემოგვიტევენ. კერძოდ, ესაა სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა – „ ნეპტუნი.“

მოსალოდნელია, რომ ამ სარაკეტო კომპლექსების პირველი დივიზიონი, უახლოეს პერიოდში დაიწყებს საბრძოლო მორიგეობას.

ამასთან, The Washington Post-მა შეგვახსენა, რომ 2014 წლის რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინამ დაკარგა – მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის 70%.

By admin