The National Interest აშშ
პიტერ სუჩიუ
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აშკარად მიზნად დაისახა რუსეთის არმიის მოდერნიზება-განახლება. ის პირადად ეწეოდა რუსეთის შესაძლებლობების რეკლამირებას ზებგერითი რაკეტებისა და შეიარაღების დამოუკიდებელი პლატფორმების მაგალითზე. ამ კვირაში კი აღნიშნა შეიარაღებული ძალების წამყვანი საზენიტო კომპლექსებით (С-350, С-500 და С-550) მომარაგების მნიშვნელობა
როგორც ТАСС-ი იტყობინება, პუტინმა, ამის შესახებ, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან და სამხედრო მრეწველობის ხელმძღვანელებთან ამასწინდელ შეხვედრაზე.
„განხილულ იქნა რუსეთის საზღვრებთან მიმდინარე ცვლილებებზე ადეკვატური რეაგირების ზომები. დიდი ყურადღება დაეთმო ქვეენის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემების სრულყოფას“ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. „სახელმწიფო მეთაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საჰაერო და სარაკეტო თავდაცითი სამამულო სისტემების წინმსწრებ განვითარებაზე და შეიარაღებული ძალებისთვის С-350, С-500 და С-550 სისტემების მიწოდებაზე“ – თქვა მან.
მთელი რიგი პლატფორმებისა
რუსეთს შეირაღებაში აქვს მთელი წყება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა (სსკ), მათ შორის С-350Э, ასევე ცნობილი, როგორც 50Р6 „ვიტიაზი“, ГСКБ-ს „ალმაზ-ანტეი“-ს მიერ შემუშავებული ამ სისტემით შეცვალეს მოძველებული პლატფორმები С-300ПС-ი და С-300ПТ-1А. ეს საშუალო სიშორის სსკ, სათავეს იღებს ერთობლივი სამხრეთკორეულ-რუსული პროექტიდან KM-SAM და იყენებს რაკეტებს 9М96 – ისე, როგორც С-400 „ტრიუმფს“.
მობილური სახმელეთო კომპლექსი С-350Э შეიარაღებაშია 2019 წლიდან , ხოლო სამხედრო-საჰაერო ფლოტის ფრეგატები, ისეთი, როგორიცაა – „ადმირალი გორშკოვი“, შეიარაღებულია С-350Э „ რესურსით“, ისე, როგორც სხვადასხვა კლასის კორვეტები.
წელს რუსეთმა დაიწყო სისტემების С-500 „პრომეთეს’, იგივე 55Р65М „ტრიუმფატორ-М“-ის სახელმწიფო გამოცდა. С-500 – ესაა საზენიტო-სარაკეტო ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსი. ის გამიზნულია, არა С-400-ის შეცვლის, არამედ მისი შევსებისთვის, ასევე ყავლგასული სარაკეტო სისტემის
А-135-ის ჩასანაცვლებლად.
С-500-ის შემუშავება 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და თავიდან რუსეთის სახელმწიფო კონცერნი ВКО „ალმაზ-ანტეი“ გეგმავდა პლატფორმის 2014 წელს გამოშვებას, მაგრამ შეფერხების გამო, მოხდა ვადების კორექტირება. მისი სერიული წარმოება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო.
С-500 შევიდა იმ შეიარაღების სისტემებში, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო თავად პუტინისგან. მან რუსული სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებს განუცხადა, რომ ცსს-ს ამ პლატფორმას, მალე მიიღებდნენ შეიარაღებაში, ისე როგორც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტა „სარმატს“ და საზღვაო ბაზირების ზებგერით რაკეტა „ცირკონს“. საბოლოო გამოცდის შემდეგ, სისტემა С-500-სს მიიღებს მოსკოვთან ახლოს განლაგებული ჰაერსაწინააღმდეგო შენაერთი.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პუტინმა დამსწრეებს მოუწოდა დაეჩქარებინათ С-550-ის შემუშავება.
ТАСС-მა С-550-ს – მაღალმობილური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი უწოდა, რომელზეც მუშაობდნენ საბჭოთა კავშირში, ჯერ კიდევ 1981-88 წლებში. პროექტი, სხვა მრავალის მსგავსად, სსრკ-აშშ-ს შორის ცივი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მოტივით დაიხურა. მოწყობილობას, რომელიც განთავსებული იყო პროტოტიპზე, დემონტაჟი გაუკეთეს 1992 წელს, ხოლო მისი ფუნდამენტი, დაინგრა სსრკ-ს დაშლის შემდეგ.
აპირებს თუ არა რუსეთი ამ პროგრამის გადატვირთვას ძველი პარამეტრებით, თუ ახალი პლატფომის ფორმირებას იწყებს ძველი სახელწოდებით, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ჩანს, თავის ქვეყნის დასაცავად, პუტინი აგრძელებს აქცენტირებას თავდაცვით პლატფორმებზე.