Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The National Interest  აშშ

მარკ ეპისკოპოსი

 

 რუსეთი და ვაშინგტონი  ახალ სამხედრო-დიპლომატიურ კრიზისში გაეხვნენ – ამერიკული ნაღმოსნის  რუსეთის ტერიტორიულ წყლებში სავარაუდო შეჭრის გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ,,არლი ბერკი’’-ს კლასის ნაღმოსანი ცდილობდა დაერღვია რუსეთის სახელმწიფო საზღვარი  იაპონიის ზღვაში

,,დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17.00 საათზე, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო  ძალების ნაღმოსანი Chafee (DDG90), რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მოქმედებს იაპონიის ზღვაში, მიუახლოვდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ წყლებს და შეეცადა  სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას’’- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების შეტყობინებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ წყნარი ოკეანის დიდმა ხომალდსაწინააღმდეგო გემმა (,,ადმირალი ტრიბუცი’’) გააფრთხილა Chafee-ის ეკიპაჟი მსგავსი ქმედების დაუშვებლობის შესახებ და აცნობა, რომ ის მოქმედებდა  საზღვაო ტრანსპორტირების რაიონში,  რომელიც დახურულია სასწავლო-საარტილერიო სროლების გამო, რომლებიც იმართება ორმხრივი, რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-საზღვაო სწავლების (საზღვაო ურთიერთქმედება – 2021) ფარგლებში.

,,გაფრთხილების შემდეგ, ნაღმოსანმა Chafee-მ კურსის შეცვლის ნაცვლად შეგვატყობინა, რომ სიჩქარეს ვერ შეცვლიდა, რადგან ვერტმფრენი აპირებდა აფრენას და  მან განაგრძო სვლა, რათა გადაეკვეთა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი პეტრე დიდის ყურეში’’ – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ,,ადმირალმა ტრიბუცმა’’ აიღო კურსი Chafee -ის რუსეთის ტერიტორიული წყლებიდან განდევნისათვის. როცა ხომალდებს შორის მანძილი 60 მეტრზე ნაკლები რჩებოდა, Chafee-მ ბოლოს და ბოლოს შეცვალა კურსი.

განცხადებაში პრესისთვის, რომელიც იმ დღესვე მოგვიანებით გაკეთდა, აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის პრესსამსახურმა რუსულ-ამერიკული ხომალდების დაპირისპირების ვერსიას – ,,სიცრუე’’ უწოდა.

2015 წლის 15 ოქტომბერს, ,,ამერიკული ნაღმოსანი Chafee (DDG90) ატარებდა ჩეულებრივ ოპერაციებს იაპონიის ზღვის საერთაშორისო  წყლებში, რუსული ნაღმოსანი მას მიუახლოვდა დაახლოებით 65 იარდზე, მაშინ, როცა Cafee ახდენდა ფრენის ოპერაციების უზრუნველყოფას – ნათქვამია აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის განცხადებაში – ურთიერთქმედება  იყო უსაფრთხო და პროფესიონალური. რუსეთმა მართლაც გაუგზავნა შეტყობინება ამ რაიონში მყოფ მფრინავებსა და მეზღვაურებს, რომელშიც მითითებული იყო იმავე დღის უფრო გვიანი მონაკვეთი. ამდენად, ურთიერთქმედების დროს ეს შეტყობინება არ იყო ქმედითი.“

აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის განცხადებას, თან ჰქონდა დართული ,,ადმირალ ტრიბუცის’’ ფოტოსურათები, რომელიც Chafee-ს ბორტიდან იყო გადაღებული. ამ ფოტოსურათებით ძნელია ზუსტად განსაზღვრო, რამდენად იყო დაშორებული ეს ორი ხომალდი ერთმანეთისგან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, გამოაქვეყნა ვიდეო,  საკუთარი ვერსიის დასადასტურებლად. ამ ვიდეოში, რომელიც ,,ადმირალ ტრიბუცის’’  ბორტიდან არის გადაღებული, ნაჩვენებია ვერტმფრენი, რომელიც Chafee-ის გემბანიდან ასაფრენად ემზადება. თუმცა, ვიდეოჩანაწერიდან ძნელია მიხვდე, რამდენად აქტიურად დევნის ან აიძულებს ,,ადმირალ ტრიბუცი’’ Chafee-ის კურსი შეაცვლევინოს.

იმ დროისთვის, როცა ეს სტატია მზადდებოდა, არც ერთ მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი იმის საბუთი, რამდენად სამართლიანად მოქმედებდა Chafee  ორმხრივად აღიარებულ საერთაშორისო წყლებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიძახა აშშ-ს სამხედრო ატაშე, რათა წარედგინა ოფიციალური პრეტენზია – Chafee-ის მხრიდან რუსეთის ტერიტორიული წყლების დარღვევისთვის. ,,რუსეთის სამხედრო უწყების პოზიცია ეცნობა აშშ-ს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენელს – აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ნაღმოსან Chafee-ის  მცდელობის შესახებ, რომელიც 15 ოქტომბერს, ცდილობდა დაერღვია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი პეტრე დიდის ყურეში’’- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

By admin