Fox News აშშ
მაიკლ ლი
…ეს იყო წარმოუდგენლად მძიმე, დაძაბული მისია, აღსავსე უამრავი სირთულით, მუდმივი საფრთხის პირობებში. ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს დისციპლინა და თანაგრძნობა. ქვემოთ მოცემულია ბოლო ჯარისკაცის ფოტოსურათი, რომელიც ტოვებს ავღანეთს, ნათქვამია კორპუსის წარმომადგენელთა პოსტში – ტვიტერზე
პოსტს ერთვის გენერალ-ლეიტენანტ ქრის დონაჰიუს ფოტო, რომელიც ხელმძღვანელობდა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას. ის თვითმფრინავის ბორტზე ღამით ავიდა და იყო ბოლო ჯარისკაცი, რომელმაც ავღანეთი დატოვა.
ორშაბათს, 30 აგვისტოს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური ხელმძღვანელობის გენერალი კენეტ მაკენზი იტყობინებოდა, რომ უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს ავღანეთი და ამით წერტილი დაუსვეს ყველაზე ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტს, რომელშიც ამერიკა მონაწილეობდა. ეს დაპირისპირება გრძელ;დებოდა 20 წლის განმავლობაში.
თუმცა ამერიკის სამხედრო მისიის დასრულებამ ავღანეთში, გააჩინა მრავალი უპასუხო კითხვა, მათ შორის ასობით ამერიკელის შესახებ, რომლის დატოვებაც მოუხდათ სამხედროებს ევაკუაციაციის მიმდინარეობისას.
,,არის მასა მძიმე მომენტისა, რომელიც უკავშირდება ავღანეთიდან გამოსვლას – თქვა მაკენზიმ – ჩვენ ვერ გამოვიყვანეთ ყველა, ვისი გამოყვანაც გვსურდა“.
სამხედროებს, ასევე მოუხდათ ავღანეთში დაეტოვებინათ სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რაკეტების, საარტილერიო ჭურვების და ნაღმტყორცნების საბრძოლო მასალების – გადამჭერი სისტემა, რამდენიმე დაჯავშნული ყველგანმავალი Humvee-ისა და საფრენი აპარატები. მაკენზის თქმით, ეს სამხედრო აღჭურვილობა – უკვე უსარგებლოა გამოყენებისთვის.
ISIS -ის ბოევიკთა მხრიდან მომდინარე საფრთხე იყო ევაკუაციის ბოლო წუთამდე, თუმცა მაკენზიმ განაცხადა, რომ აშშ-მ ავღანეთში გაგზავნა ავიაციის ,,დაუძლეველი’’ რაოდენობა, რათა დაეცვა სამხედროები კიდევ ერთი ტერაქტისგან.