BERLINGSKE შვედეთი
კრისტიან მოურიტცენი
რუსული გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე, პოეტური სახელწოდებით – „ ჩრდილოეთ ნაკადი-2“, სადაცაა, დაიკავებს თავის ადგილს დიპლომატიაში – კრიზისების იმ სიაში, რომელიც მონეტის ჩხრიალით გადაწყდა.
ეს სია უსასრულოდ გრძელია
ამ ტიპის შეთანხმებები უკეთ მუშაობს მაშინ, როცა მხარეები ფულს არ უჩივიან და იცავენ პირობებს, რომლებიც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. ან, როცა სხვა გზა არ რჩებათ და პირობების დარღვევა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მათი დაცვა.
გერმანია და აშშ ერთმანეთთან დაკავშირებულია, როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტორით და ამით უნდა აიხსნას მთელი ეს ისტორია.
უკვე დასრულებული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომელიც კუნძულ ბორნჰოლმთან გადის, მზადაა რუსული ბუნებრივი აირით მოამარაგოს, როგორც გერმანია, ისე რიგი სხვა ევროპული ქვეყნები. თუმცა გაზსადენმა არაერთი პრობლემა მოუტანა გერმანიასაც და დანიასაც. გერმანელებს იმიტომ, რომ მათ სურდათ პროექტის დასრულება, მიუხედავად ამერიკელების პროტესტისა. აშშ ფიქრობდა, რომ გაზსადენი ევროპას რუსეთზე ენერგეტიკულად დამოკიდებულს გახდიდა, ეს კი ცუდია, რადგან რუსეთი მთავარ მტრად მიიჩნევა დასავლეთის თავდაცვითი ალიანსის – ნატოსთვის. დანია იმდენად, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი“ და „ჩრდილოეთ ნაკადი -2“, გადის ძალიან ახლოს ბორნჰოლმთან. ეს ნიშნავს, რომ დანიას მოუწია, აშშ-ს პროტესტის მიუხედავად, დათანხმებოდა მშენებლობას.
…შემდეგ დანია შეშინდა
2011 წელს პირველი გაზსადენი უპრობლემოდ დამტკიცდა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მიერ. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ახალი განშტოების მშენებლობა დაიწყეს, დანიამ თავი დახარა – აშშ-მ გამოაგორა მძიმე დიპლომატიური არტილერია და სანქციებით დაიმუქრა.
დანიას იმედი ჰქონდა, რომ უარყოფით გადაწყვეტილებას ვინმე სხვა, ვთქვათ, ევროპული კომისია მიიღებდა და თვითონ თავს დაიძვრენდა აშშ-სთან პირდაპირი კონფრონტაციისაგან.
ახლა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, როგორც ირკვევა, თავი გაართვეს ამ პრობლემებს. ეტყობა, რომ ის მუქარა, რომელიც დასავლური კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის სანქციების დაწესების შესახებ გაისმოდა ( პროექტის მიმდინარეობისას), დღეს აღარ არის აქტუალური.
გაზი, როგორც იარაღი
მაინც რა გადაწყდა? ამის შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, გერმანია თანახმაა გადაუხადოს კომპენსაცია მესამე ქვეყანას – უკრაინას – თუ ბალტიის გაზსადენი ამ უკანასკნელს ზიანს მიაყენებს.
საერთოდ, როგორ უნდა დაზარალდეს უკრაინა მილსადენით, თუ ის ათასობით კოლომეტრითაა მას დაშორებული? საქმე ისა, რომ უკრაინაზე გადის მეორე რუსული გაზსადენი, რომელზეც უკრაინა ენერგეტიკულადაა დამოკიდებული და რომლიდანაც ის იღებს ტრანზიტის საფასურს. თუ რუსეთმა ეს გაზსადენი გადაკეტა, უკრაინას პრობლემები შეექმნება. ასეთი რამ, ადრეც მომხდარა. შეთანხმებით, რომელიც ძალაში კვირის ბოლოს შევა, გერმანია პირობას დებს, რომ უკრაინას ზარალს აუნაზღაურებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა მილსადენი გადაკეტა. შეთანხმებით, გერმანია ასევე ვალდებულია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ენერგია მიაწოდოს, თუ რუსეთმა გაზის მიწოდება შეზღუდა.
თუ ეს ხელშეკრულება დაიდო – მათ შორის უკრაინასთან – გაზსადენის შესახებ დავა, შეიძლება ამოწურულად ჩაითვალოს.
ბაიდენის განსაკუთრებული თავსატეხი
დაპირისპირება დაიწყო პრეზიდენტ ტრამპის დროს, რომელმაც გაზმომარაგების საკუთარი სისტემა შექმნა და პოლონეთს თხევადი გაზი მიაწოდა. დებატები გაგრძელდა ბაიდენის დროსაც – მაგრამ ეტყობა, ის უფრო „ყურადღებით“ ეკიდებოდა უკრაინის პრობლემებს, რაკიღა დაახლოებული იყო უკრაინის ხელისუფლებასთან. ბაიდენი ამ ქვეყანაში რამდენჯერმე ჩავიდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტი, როცა რუსეთის ჩარევამ აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია. ბაიდენის შვილი ჰანტერი – 2014 წელს, საერთოდაც უკრაინული გაზის კომპანიის მმართველ ჯგუფში ირიცხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია. ის უბრალოდ, როგორც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვაჟი, ისე იყო წარმოდგენილი. ბოლო ისტორია დღემდე ამძიმებს აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს, იქნებ ამიტომაც ცდილობს საგაზო დაპირისპირების მოგვარებას.
პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ს ძალზე დიდი ჩრდილი მიადგა საიმისოდ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში საიმედოობა შეინარჩუნოს აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის.