ILfa–Sonomat ფინეთი
ინა კაუპინენი
ექსპერტის აზრით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრწყინვალედ მოიგერია რუსი კოლეგის თავდასხმა.
ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, იუსი ლასილა თვლის, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო დიდებულად გამოვიდა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. მისი აზრით, ამ პრესკონფერენციაზე შინაარსობრივად ახალი არაფერი მომხდარა, თუმცა ლასილა აქებს ჰაავისტოს, რომელსაც არ შეეშინდა კითხვები დაესვა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე
,,უნდა ითქვას, რომ ჩვენ ხანდახან ვფიქრობთ, რომ სჯობს, უბრალოდ მოინახოს შეხების წერტილები და თავი ავარიდოთ რთულ საკითხებს, მაგრამ ახლა, ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ. ერთადერთი საშუალება კონსტრუქციული საუბრისა რაიმე საკითხზე – ესაა, წამოჭრა რთული თემა და განიხილო ის.’’
ასევე, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი და რუსეთი უკრაინაში ომის საკითხზე, მხოლოდ მისი დაწყების თარიღზე თანხმდებიან.
,,ეს იყო ბრწყინვალე, გენიალური სვლა ჰაავისტოს მხრიდან, რომ არაფერი ვთქვათ შენგენის შეთანხმების შეხსენებაზე.’’
სერგეი ლავროვი ლაპარაკობდა რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის გაფუჭებაზე და ამის შესაძლო შედეგებზე.
პეკა ჰაავისტომ უპასუხა, რომ რუსეთი, ასევე ძლიერ დაზიანდება, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში ვიზები მას მოუწევს აიღოს სათითაოდ, ნაცვლად შენგენის საერთო ვიზით სარგებლობისა. ფინელმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა არ გამოსულა მოთხოვნით შეწყვეტილიყო რუსეთთან ურთიერთობა.
,,ნიშანდობლივია, რომ ჰაავისტო რუსეთს ეწვია ევროკავშირის წარმომადგენლის სახით, უნარიანად აძლევდა პასუხს ლავროვს, წარმოადგინა დასავლეთის, მათ შორის ფინეთის მოსაზრებები. ღიაობა და სიცხადე, იყო რაღაც ახალი და ეს მისასალმებელი.’’
თუმცა, შინაარსობრივად ახალი არაფერი მომხდარა. ექსპერტი იმან გააკვირვა, რომ სერგეი ლავროვმა საუბარი წამოიწყო მოწამლულ, შემდეგ კი დაპატიმრებულ ოპოზიციის ლიდერ – ალექსეი ნავალნიზე. პრესკონფერენციის დასაწყისში ლავროვმა განაცხადა, რომ ჰაავისტოსთან ნავალნის საკითხი განიხილა.
მისი თქმით, ლავროვს ნავალნი უხსენებია ადრეც, მაგრამ ჩვეულებრივ, კრემლი მისი სახელის წარმოთქმას თავს არიდებს.
„ სავარაუდოდ, ამგვარი ღიაობით, მას სურდა ეჩვენებინა ფინეთთან დიალოგისადმი გახსნილი და კარგი დამოკიდებულება. მიუხედავად ყველაფრისა, ამას არ ველოდი“.
,,ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ლავროვი ცბიერი მელაა და სრულიად შესაძლებელია, ამ მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრით მას უნდოდა მოეხდინა ისე, რომ ფინეთს გაძნელებოდა ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილების გაზიარება, რაკი რუსეთს ფინეთთან ასეთი კეთილგანწყობა გააჩნია. მაგრამ ჰაავისტომ, თავისი კომენტარებით აჩვენა, რომ მას ამის რიდი არა აქვს.’’