ჩინეთის მობილური ოპერატორები ნელ-ნელა უარს აცხადებენ ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტებზე საკუთარი აბონენთებისთვის. პირველმა უარი თქვა ჩინეთის მსხვილესმა მობილური ქსელის ოპერატორმა China Mobile. ოპერატორის ყველა მომხმარებელმა მიიღო შესაბამისი შეტყობინებები მასზედ, რომ აუცილებელი მობილური ტრაფიკის (ინტერნეტ-ნაკადის) კონტროლი და შემცირება.
ასევე მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ შეამცირონ ეს, კერძოდ ვიდეო-ხარისხის შემცირების ხარჯზე მობილური მოწყობილობით სარგებლობის დროს.
ამგვარად, თუ მომხმარებელი გადააჭარბებს დადგენილ ლიმიტს, მას მოუწევს შეავსოს ინტერნეტის დეპოზიტი. ლიმიტის ზღვრის ზევით გახარჯული ინტერნეტის 3 გიგაბაიტი მომხმარებელს დაუჯდება 2,2 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომი ყოველი 1 გიგაბაიტი 0,44 ცენტი.
( ცნობისათვის საქართველოში მობილური ინტერნეტის არსებული პაკეტები და მომსახურება გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩინეთში)
ულიმიტო ტარიფებზე უარის თქმის ტენდენცია შეიმჩნევა ასევე რუსეთში და რამოდენიმე სხვა ევროპულ ქვეყნებშიც კი.