THE NEW YORK TIMES
ჯეისონ ჰოროვიცი

იტალიაში დაიღუპა 8.165 ადამიანი, მეტი ვიდრე ჩინეთში და ესპანეთში ერთად აღებული და ბევრად  მეტი ვიდრე შეერთებულ  შტატებში.

თვით იტალიაში, ყველაზე მეტი გარდაცვლილი  ბერგამოს მხარეშია. აქ ოფიციალურად 1,328 ადამიანი გარდაიცვალა. რეალური რიცხვი შეიძლება ოთხჯერ მეტიც იყოს.

ერთდროს,   წყნარ და მდიდარ პროვინციად ცნობილი ბერგამო,  ახლა  ის ადგილია, სადაც წითელი ჯვრის მუშები კარდაკარ დადიან და  კლაუდიო ტრეველის მსგავსი ავადმყოფები გადაჰყავთ ჰოსპიტალებში, სადაც პაციენტები უწყვეტ რიგად დგანან და მუშაობით ქანცგაწყვეტილ  ექიმებსა და ექთნებს  აინფიცირებენ, სადაც  ურიცხვი კუბოების კრემაციისთვის გასატანად ჯარის გამოყენებაც კი გახდა საჭირო.

ბერგამოს ქუჩები ცარიელია. როგორც მთელ იტალიაში, ადამიანებს საცხოვრისის დატოვება მხოლოდ საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად შეუძლიათ. ქარხნები, მაღაზიები და სკოლები დახურულია. შეწყდა  საუბრები ქუჩის კიდეებსა და  ყავის ბარებში.

                             ერთადერთ, რაც არ ჩერდება, სირენაა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მთელი ყურადღება ახლა საკუთარი ინფიცირების ცენტრებისკენ არის მიპყრობილი, განგაშის ხმა კვლავ ისმის . მეორე მსოფლიო ომის საჰაერო თავდასხმის  განგაშის ნაცვლად, ეს ახლა  სასწრაფო დახმარების სირენაა, რომელიც რაც უფრო გიახლოვდება, მით უფრო ხმამაღლა  ისმის და გაუწყებს, რომ უნდა წაიყვანოს ვიღაცის მშობელი,

ბებია,ბაბუა, იტალიის რომელიმე მემატიანე.

 

შვილიშვილები ტერასებიდან იქნევენ ხელს,  მეუღლეები კი მათი დაცარიელებული საწოლების კუთხეებში მიმსხდარან. ცოტა ხანში  სირენა კვლავ აკივლდება  და მისი ხმა თანდათან იკარგება –  სასწრაფო დახმარების მანქანა იწყებს სვლას  საავადმყოფოსკენ, რომელიც კორონავირუსით დასნებოვნებული პაციენტებით არის გადაჭედილი.

”ამ დროისთვის ერთადერთი , რაც ბერგამოში ისმის, სირენებია ”, – თქვა მიქელა ტრაველიმ.

 

7 მარტს,  მამამისი , 60 წლის კლაუდიო ტრაველი, საკვების გადამზიდი კომპანიის სატვირთო მანქანით  მთელ ჩრდილოეთ იტალიას გარს უვლიდა. მეორე დღეს კი მას გამოუვლინდა სიცხე და გრიპის მსგავსი სიმპტომები. მის მეუღლეს ბოლო დღეებში მისცა სიცხე, რის გამოც მან დაურეკა ოჯახის ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ უნდა მიეღო საერთო იტალიური ცხელების წამალი და დაესვენა.

წინა თვეში იტალიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაგზავნეს ურთიერთგამომრიცხავი შეტყობინებები ვირუსის შესახებ.

 

19 თებერვალს ბერგამოში (ლომბარდიის რეგიონი) მცხოვრები დაახლოებით მილიონი ადამიანიდან 40 000 მილანში გაემგზავრა რათა ენახათ ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩი „ატალანტას“ და ესპანურ „ვალენსიას” შორის. მისი  ქალიშვილის თქმით,  ბატონი ტრაველი და მისი მეუღლე ჯერ კიდევ  არ აღიქვამდნენ სერიოზულად ვირუსის საფრთხეს: „ის არ შეაფასეს, როგორც მძიმე რამ. ”

მისტერ ტრაველიმ  ვერ დასძლია ცხელება  და იგი უფრო დასუსტდა.პარასკევს, 13 მარტს, მან გაუსაძლისი სიმძიმე  იგრძნო მკერდზე და დაეწყო მშრალი ხველა, ტემპერატურამ აიწია და  ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინფიცირებულის  სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა აღმოაჩინა, მაგრამ ბერგამოს საავადმყოფოების ინსტრუქციების შესაბამისად, მას სახლში დარჩენა ურჩია. ”მათ თქვეს, რომ  უარესიც უნახავთ და რომ  საავადმყოფოები ომის სანგრებს  დაემსგავსა”, – თქვა ქალბატონმა ტრაველმა.

კვირას, მისტერ ტრაველიმ გაიღვიძა ,  და ამოილუღლუღა : ” ავად ვარ. მეტი აღარ შემიძლია. ”- ამბობს მისი ქალიშვილი. მან მიიღო უფრო მეტი სიცხის დამწევი წამალი, მაგრამ ტემპერატურამ 40 გრადუსამდე აიწია და  კანი გაყვითლდა.

ამჯერად, სასწრაფოს მოსვლისთანავე, მისმა ქალიშვილებმა, რომლებსაც ხელთათმანები და ნიღბები ეკეთათ, ჩანთაში ჩააწყვეს ორი წყვილი პიჟამა,  წყლის ბოთლი, მობილური ტელეფონი და დამტენი… პაციენტის სისხლში ჟანგბადის დონე კიდევ უფრო შემცირდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, რომელმაც მისტერ ტრაველი  წაიყვანა, დილით ადრე დაიწყო მუშაობა. დილის 7:30 -ზე, წითელი ჯვრის ეკიპაჟის სამი მოხალისე ერთმანეთს შეხვდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა შეემოწმებინა, იყო თუ არა ბალონები გაწმენდილი და ჟანგბადით შევსებული. ნიღბებისა და ხელთათმანების მსგავსად, ჟანგბადის ავზები იშვიათი რესურსი გახდა. შემდეგ მათ ერთმანეთს ალკოჰოლის და სადეზინფექციო საშუალებების ნაზავი ასხურეს,  გაწმინდეს მობილური ტელეფონები…

თეთრ ხალათში გამოწყობილი ეკიპაჟი 15 მარტს ჟანგბადის ბალონებით აღჭურვილი შევიდა მისტერ ტრაველის სახლში.

კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ჰიპოქსემია, ანუ სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებაა. ნორმალური დონე 95-დან 100-მდეა, ექიმები შფოთვას იწყებენ, როდესაც მაჩვენებელი 90-ზე დაბალია.

კორონავირუსის მქონე პაციენტებს, რომელთაც ჟანგბადის შემცველობა 50-მდე ჩამოდის ტუჩები ულურჯდებათ, თითები კი იისფერი უხდებათ. ისინი  სწრაფად, ზედაპირულად სუნთქავენ, რადგან მათი ფილტვები ძალიან სუსტდება.

ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება აუცილებელია იმ ავადმყოფებისთვის, რომელთა ფილტვებიც სტაბილურად ვერ მუშაობენ

ბევრ ბინაში, რომლებსაც ისინი სტუმრობენ, პაციენტებს უჭირავთ  ჟანგბადის მცირე ზომის ავზები,  რომელიც მათ ექიმმა დაუნიშნათ. ოჯახის წევრები მათ გვერდით საწოლში წვანან, მათთან ერთად უსხდებიან სამზარეულოს მაგიდას. ისინი  ერთ დივანზე მოკალათებულნი უყურებენ ქვეყანაში დაღუპულებისა და  ინფიცირებულების შესახებ ღამის ცნობებს.

მართალია, საეჭვო ინფიცირებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ, მაგრამ თავად საავადმყოფოები არ არიან უსაფრთხო. ბერგამოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა პესენტი ფენაროლის ალ ალაზანოს ლომბარდოს საავადმყოფოში აღმოაჩინეს.

იმ დროისთვის, ოფიციალური პირების თქმით, ავადმყოფობა უკვე გავრცელებული  იყო, ჩვეულებრივ პნევმონიის სახით, რომელიც სხვა პაციენტებს, ექიმებსა და ექთნებს სჭირდათ. ხალხმა დაავადება საავადმყოფოდან ქალაქში, მერე კი ქალაქისა და პროვინციის გარეთ გაავრცელა. ახალგაზრდებმა ეს მშობლებსა და ბებიებს გადასცეს. იგი გავრცელდა ბინგოს დარბაზებში  და ყავის ფინჯნების გარშემო.

მერმა, მისტერ გორიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაანადგურა ეპიდემიამ მისი ქალაქი და თითქმის დაანგრია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და დახვეწილი ჯანდაცვის სისტემა. ექიმების შეფასებით, პროვინციაში 70 000 ადამიანს აქვს ვირუსი. ბერგამოს მოუწია 400 ცხედრის გაგზავნა სხვა პროვინციებში,რეგიონებსა და ქვეყნებში, რადგან ადგილზე მათთვის ადგილი არ არის.

კვირის ბოლოს, ბერგამოს საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფმა  New England Journal of Medicine- სთან ასოცირებულ სამედიცინო გამოცემაში დაწერა, რომ იკვლევდა ვერსიას , რომ „საავადმყოფოები შეიძლება იყვნენ Covid-19-ის მთავარი გამავრცელებლები.”

ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები და მათი პერსონალი ინფიცირდება, მაგრამ შესაძლოა სიმპტომები არ ვლინდებოდეს და ამით ვირუსი კიდევ უფრო ვრცელდება. შედეგად, ექიმებმა ყველას მოუწოდეს შინ მოვლისაკენ და პაციენტის კლინიკაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს მიყვანისაკენ.

ადგილობრივი  ანესთეზიოლოგი, ივანო რივა ამბობს, რომ საავადმყოფოში ყოველდღიურად  60-მდე  კორონავირუსის მატარებელ პაციენტს იღებს. მათ ტესტირება უტარდებათ. მისი თქმით ,ამ ეტაპზე ვირუსის კლინიკური მტკიცებულებები – ხველა, ჟანგბადის დაბალი დონე, ცხელება – საუკეთესო მაჩვენებელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტესტების 30 პროცენტმა  ყალბი უარყოფოთი პასუხები აჩვენა.

ჰოსპიტალში განთავსებული იყო 500 კორონავირუსის მქონე პაციენტი, რომლებიც იკავებდნენ ყველა არსებულ – 90 საწოლს . დაახლოებით ერთი თვის წინ საავადმყოფოში შვიდი ასეთი საწოლი იყო.

მას შემდეგ, რაც გაფართოვდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, მოთხოვნა გაიზარდა ვენტილატორებსა და რესპირატორებზე.

ჟანგბადი  ლომბარდიის საავადმყოფოებში ყველგან მიედინება,  მუშები მუდმივად დაატარებენ ავზებით სავსე ურიკებს დერეფნებში. ჟანგბადით სავსე  მანქანა- კონტეინერი პარკირებულია ჰოსპიტალთან. პაციენტები ვიწროდ განთავსებულან დერეფნებში.

 

ექიმი  რივა  ამბობს:”ეს არის სიტუაცია, რომელიც ჯერ არავის უნახავს. ვეჭვობ მსოფლიოს სხვა  მხარეში, მსგავსი რამ ხდებოდეს.’’ თუ ადამიანები არ დარჩებიან სახლებში, მისი თქმით, “სისტემა ვერ იმუშავებს“. მისმა კოლეგებმა გაზეთში დაწერეს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილების საწოლები გადაუნახეს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ “გადარჩენის გონივრული შანსი”. მათი თქმით, ხანდაზმული პაციენტები სახლში იღუპებიან.

ბატონი ტრაველი მოხვდა ახლომდებარე ჰუმანიტას გავაზენის საავადმყოფოში, სადაც ცრუ პასუხის  შემდეგ, მან დადებითი დასკვნა მიიღო ვირუსზე. ის კვლავ ცოცხალია.

”მამი, გაგიმართლა, რომ იპოვნე საწოლი – ახლა უნდა იჩხუბო, იჩხუბო, იჩხუბო”, – უთხრა მას  ქალიშვილმა მიქელამ სატელეფონო საუბარში. ”ის შეშინდა,” ამბობს მიქელა. ” იფიქრა, რომ  კვდებოდა.”

იმავდროულად, ქალბატონმა ტრაველმა თქვა, რომ იგი კარანტინში მოხვდა და დაკარგა  გემოს შეგრძნება – ეს ხშირი პრობლემაა ამ სიმპტომის მქონე ადამიანებში.

იმდენი ადამიანი იღუპება  ერთმანეთის მიყოლებით,რომ  საავადმყოფოების მორგები და დამკრძალავი სამსახურების მუშაკები მათ ვერ აუდიან . ”ჩვენ მიცვალებულებს ვიღებთ დღედაღამ, განუწყვეტლივ”, – თქვა ვანდა პიციოლმა, რომელიც ერთ – ერთ  ბოლო

დამკრძალავ ბიუროს განაგებს. ზოგი ამგვარი დაწესებულება დაიხურა. ”ტრადიციულად, ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილებს. ეს არის ომი და ჩვენ ვაგროვებთ მსხვერპლს. ”

ერთხანს,  მანაც  იფიქრა ამგვარი მომსახურება შეეწყვიტა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ მოვალე იყო ემუშავა, მიუხედავად მუდმივი შიშისა და ემოციური ტრავმისა.  მის თანამშრომლებს ყოველდღიურად 60 ცხედარი გამოაქვთ პაპა ჯოვანის და ალზანოს საავადმყოფოებიდან, კლინიკებიდან, სამშობიაროებიდან და ბინებიდან. ”ჩვენთვის ძნელია ნიღბების და ხელთათმანების მოპოვება,” – თქვა მან. ”ჩვენ ჩრდილოვან კატეგორიაში ვართ.”

ქალბატონმა პიციოლმა თქვა, რომ თავიდან ცდილობდნენ მიცვალებულთა პირადი ნივთების  დაბრუნებას საყვარელი ადამიანებისთვის… ნამცხვარი, ჭიქა, პიჟამა,  ჩუსტები, ფლოსტები… ახლა მათ საამისო დრო არ აქვთ.

                         წითელი ჯვრის ეკიპაჟთან,  კი ზარები არ წყდება.

 

19 მარტს,  სასწრაფო დახმარების  წარმომადგენლებმა მიაკითხეს , 77 წლის მადალენა პერაჩის ბინას- გაზანიგაში. მას  ჟანგბადი გაუთავდა. მის ქალიშვილს ცინზია კაგნონის (43 წლის), რომელიც იქვე ერთი  სართულით დაბლა ცხოვრობს,   შეკვეთილი ჰქონდა  ახალი ავზი, რომელიც ორშაბათს ჩამოვა, თუმცა  წითელი ჯვრის მოხალისეებმა  მას განუმარტეს, რომ ავადმყოფი ამდენხანს  ვერ გაძლებდა.

”აღელვებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ეს შეიძლება ჩვენი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო“ – თქვა ქალბატონმა კაგნონიმ. ”ეს იგივეა,  ადამიანი სიკვდილთან შესახვედრად მარტო გაუშვა“

 

მან, მისმა დამ და მამამ ნიღბებქვეშ მედგარი გამომეტყველება  მიიღეს .

„შენ ამას შეძლებ ”, – უთხრეს მათ დედას,”გელოდებით, შენ კიდევ ბევრი რამ უნდა მოასწრო, იბრძოლე.“

მოხალისეებმა,  ქალბატონი პერაჩი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს.  ერთ-ერთმა ქალიშვილმა თავის გაოგნებულ შვილიშვილებს გასძახა მოხუცს ხმამაღლა დამშვიდობებოდნენ: ”ათასი რამ გავიფიქრე – თქვა ქალბატონმა კაგონიმ -არ მიმატოვო,  ღმერთო გადაარჩინე დედაჩემი .” სასწრაფოს კარი დაიკეტა. სირენა ჩაირთო. ,,ასეა მთელი დღის განმავლობაში’’ – თქვა ქალბატონმა კაგნონიმ.

ეკიპაჟი გაემართა პეზენტი ფენაროლი დი ალზანო ლომბარდოში, სადაც ქალბატონი პერაჩის აღმოუჩინეს  კორონავირუსი  და ორმხრივი პნევმონია. ხუთშაბათს ღამით, მისმა ქალიშვილმა თქვა, რომ მისი სიცოცხლე “ძაფზე ეკიდა“.  ქალბატონი პერაჩი ღრმადმორწმუნე კათოლიკეა, ამბობს მისი ქალიშვილი, რომელსაც იმავე საღამოს ტემპერატურამ აუწია და მას შემდეგ  კარანტინში რჩება.

ვირუსის შესაკავებლად,  იტალიაში აკრძალულია ყველა რელიგიური და სამოქალაქო დღესასწაული. ეს ეხება დაკრძალვებსაც. ბერგამოს სასაფლაო დაკეტილია. კუბოების ნამდვილი საცობია კრემატორიუმში და  სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში.

ხელისუფლებამ აკრძალა გარდაცვლილთათვის სამოსის გამოცვლა და მოითხოვა: ცხედრები  დაკრძალონ ან გაუკეთონ კრემაცია იმავე ტანსაცმელში, რომელშიც ისინი დაიღუპნენ. კუბოები  არ შეიძლება დაიხუროს სიკვდილის ოფიციალური მოწმობისა და სპეციალური ლუქის გარეშე. გვამები ხშირად მრავალი დღის განმავლობაში სახლებში ინახება,  კიბეები და ვიწრო ოთახები განსაკუთრებით საშიში ხდება.

”ჩვენ ვცდილობთ  ეს გავითვალისწინოთ,” თქვა დამკრძალავი ბიუროს დირექტორმა, ქალბატონმა პიციოლიმ საშინაო ვიზიტების შესახებ. სამედიცინო დაწესებულებებში ყველაფერი  გაცილებით იოლია, გამოგაქვს ხუთი თუ ექვსი კუბო,  გამოდიხარ და პირდაპირ სატვირთოზე ათავსებ.  ”ვიცი, რომ ეს სათქმელადაც საშინელია,” – თქვა მან.

ადგილობრივი მღვდლების  საშუალებით, იგი ეხმარება სწრაფი პარაკლისი აღავლინონ, ნაცვლად სრულყოფილი რიტუალისა ,  ვიდრე დაღუპულთა ოჯახის წევრები კარანტინში იმყოფებიან.

ასე მოხდა  ტერესინა გრეგის შემთხვევაში, რომელიც 21 მარტს ალზანო ლომბარდოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ის სახლში გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების მუშაკებმა ოჯახს უთხრეს , რომ საავადმყოფოებში ადგილი არ იყო.

მისი რძლის, რომინა მოლოგნის თქმით, რაკი ის 75 წლის იყო, ” უპირატესობა ახალგაზრდებს მიანიჭეს”.

ოჯახმა ბევრი იბრძოლა ჟანგბადის ავზების მოსაძიებლად საგანგებო რეჟიმის პირობებში,  ხოლო  ტერესინა კი სახლში  იჯდა  პატარა სათამაშო წისქვილებთან ერთად.

როდესაც ის გარდაიცვალა, კარანტინის გამო ყველა ყვავილების მაღაზია დაკეტილი იყო . ამის ნაცვლად, ქალბატონმა მოლოგნიმ სასაფლაოზე მიიტანა ერთ – ერთი სათამაშო წისქვილი, რომელიც  ბებიას შვილიშვილმა აჩუქა. „მას ეს სათამაშო ძალიან მოსწონდა.“

 

იბეჭდება შემოკლებით

By admin

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email