POLITICO აშშ
ბერლინმა ცუდად აღიქვა კიევის უარი, მიეღო გერმანიის პრეზიდენტი გასულ თვეში
ბერლინი – გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება გასულ თვეში, არ მიეღო გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, „წინაღობაა“ მისი კიევში ვიზიტისთვის
თებერვლის შუა წელში, ვარშავაში ვიზიტის დროს, შტაინმაიერს აცნობეს, რომ დიდად არ მიესალმებოდნენ მის უკრაინაში სტუმრობას, ვინაიდან ვლადიმირ ზელენსკის მთავრობა მიიჩნევდა, რომ მას ზედმეტად დიდხანს ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა კრემლთან.
ეს მიუღებელი დამოკიდებულებააა პრეზიდენტისადმი „იმ ქვეყნიდან, რომელიც გიწევს ასეთ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ვითარებაში, როცა საუბარია უსაფრთხოების გარანტიაზე, რომელიც უკრაინას სამომავლოდ, ასერიგად სჭირდება“ – აღნიშნა შოლცმა საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში.
„ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი … არ მიიწვიეს, ეს საქმეს – არ არგია“ – განაცხდა შოლცმა კიევში მოსალოდნელ ვიზიტზე საუბრისას.
თუმცა, „დახმარება, რომელსაც (უკრაინას) ვუწევთ… წაადგა იმას, რომ უკრაინული არმიას … ახლა უკვე შეუძლია დიდხანს გაუძლოს მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეს … და ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას“ – ასე უპასუხა კანცლერმა კითხვას: ხომ არ არის მისი მთავრობა ნაკლებად ოპერატიული უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში.
შოლცმა თავი აარიდა კითხვას: როგორ მოხდა რამდენიმე დღის ინტერვალში, რომ ბირთვულ ომზე საუბრიდან, მან გადაწყვიტა, მძიმე შეიარაღება მიეწოდებინა უკრაინისთვის. ამის მაგივრად, მან თქვა, რომ ბევრმა ადამიანმა „აიკვიატა“ ისეთი ტერმინები, როგორიცაა მაგალითად – „მძიმე შეიარაღება“, მაშინ, როცა გერმანიამ „ძალზე საშიში იარაღი“, რუსეთის შეჭრისთანავე გაუგზავნა უკრაინას.
კანცლერმა არ გამორიცხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, თუ ამ უკანასკნელს მიიწვევენ G20-ის სამიტზე ინდონეზიაში, რომელიც წლის ბოლოს უნდა გაიმართოს.
„ ამას, ჩვენ, თავის დროზე გადავწყვეტთ“ – თქვა მან და დასძინა, რომ „საუბარია საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურაზე, რაც უმნიშვნელოვანესია, რათა ვიცოდეთ, ვის მივიჩნევთ ამ ალიანსში პარტნიორად“.
კითხვაზე პასუხის გაცემისას: რა წარმოადგენს გერმანიისა და ნატოს სტრატეგიული მიზანს უკრაინის ომში, შოლცმა ახსენა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსი ჯარისკაცების გასვლა უკრაინიდან.
„ჩვენ უნდა უკუვაგდოთ 18-19 საუკუნეების ყველაზე მახინჯი გამოვლინება იმპერიალიზმისა, როცა ამბობენ, რომ „ ჩემი ტერიტორია არ არის საკმარისად დიდი და მე არ მომწონს ამჟამინდელი საზღვრები, რადგან ის ადრე სხვაგვარი იყო და როცა იწყებ ამ საზღვრების შეცვლას იარაღის ძალით“ – თქვა მან.
„რუსეთმა – არ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო უკრაინა – არ უნდა დამარცხდეს“.