Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Forbes აშშ

დევიდ ექსი

 

       აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების 40 წლის წინ გამოშვებულ ბომბდამშენებს – ექსპლუატაციის მცირე ვადა დარჩა. ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში შეფერთხილ B-1-ს, ჩამოწერა ელის მომდევნო ათწლეულში, მას ჩაააცვლებს ახალი ბომბდამშენი- სტელსი B-21.

დღეს უკვე ცხადია, რით დაკავდება B-1 მისი ექსპლუატაციის ბოლო წლებში. ის გადაიტანს უხილავ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და მოწინააღმდეგის ფლოტს დაემუქრება. უკანასკნელ წლებში შავ ზღვაში ჩატარებულმა მასშტაბურმა სწავლებებმა, ხაზი გაუსვა მბრუნავფრთიანი მოიერიშე ბომბდამშენის ახალ დანიშნულებას

ოქტომბრის დასაწყისში, მე-7 საბომბდამშენო ფრთის ოთხი B-1, ავიაბაზა დაისიდან (ტეხასი), სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა ფერფორდში გადაისროლეს. 19 ოქტომბერს, გამთენიისპირა ნისლში, 2 ბომბდამშენი 12-საათიან რეისში გაფრინდა.

მიზანამომცნობი გონდოლებით მუცელზე, ბომბდამშენები – კოდური სახელწოდებით Dark 01 და  Dark 02 – გაფრინდა აღმოსავლეთით – ჩრდილოეთ ზღვისკენ. აქ მათ შეავსეს ავზები აშშ-ს საჰაერო ძალების სულ ცოტა ერთი  KC-135-ის დახმარებით (სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა – მილდენჰოლიდან), შემდეგ კი გაეშურა სამხრეთით –  შავი ზღვისკენ.

ამ შესაძლებლობით ისარგებლეს პოლონეთისა და რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა და კანადურმა საავიაციო კონტიგენტმა რუმინეთში.  B-1 -ები მათმა სამმა გამანადგურებელმა გააცილა. საქმე ისაა, რომ კონფლიქტის შეთხვევაში უჩინარ ბომბდამშენებს შესაძლოა დასჭირდეს დაცვა რუსული გამანადგურებლებისგან.

2014 წელს ყირიმში შეჭრის შედეგად, შავი ზღვა გაცილებით სახიფთო გახდა.

კრემლმა ყირიმში გაგზავნა ხომალდები, გამანადგურებლები და რაკეტები. ნატოს ხომალდები და სადაზვერვო თვითმფრინავები სერავს საერთაშორისო წყლებს, საჰაერო სივრცეებს და თვალს ადევნებს მოვლენათა განვითარებას. ომის შემთხვევაში,შავი ზღვა ტირად გადაიქცევა და B-1 შეიძლება საუკეთესო მსროლელი გახდეს.

როცა 1980-იანების დასაწყისში, შეიარაღებაში მიიღეს 100 B-1, ეს იყო ბირთვული დარტყმის საშუალება. 1990-ანებში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა, მას არაბირთვული თანრიგი მიანიჭეს. 2000-იანებში მისი პარკი თანდათან მცირდებოდა. 2001 წელს, როცა აშშ და მისი მოკავშირეები ავღანეთში შეიჭრნენ, 2 წლის შემდეგ კი ერაყში, შეიარაღებაში 60 B-1 იმყოფებოდა.

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბომბდამშენი დაფრინავდა მდორედ და მაღალ სიმაღლეზე უდაბნოს საბრძოლო ველებზე და ბოევიკებს თუ ამბოხებულებს ბომბებს უშენდა. ოპერაციების დაუზოგავმა გრაფიკმა, B-1-ები გვარიანად შეფერთხა და მათი მომსახურება გაძვირდა. 2020 წელს, სამხედრო- საჰაერო ძალებმა მიმართეს კონგრესს 17 ერთეულის ცვეთის მიზეზით ჩამოწერისთვის, ხოლო 45 აპარატი მწყობრში დატოვეს იქამდე, ვიდრე 2020-იანების ბოლოს და 2030-იანის დასაწყისში, მათ B-21– ით არ ჩაანაცვლებენ.

შეიცვალა B-1-ის საქმიანობის სფეროც. უდაბნოებსა და მთებში ფრენის შემდეგ, B-1-ის ესკადრილია წყალზე გადაერთო. ბობმდამშენი 800 კილომეტრზე ფრენის რესურსითა და 25-ტონიანი ტვირთამწეობით, იდეალურად შეესაბამება საზღვაო ამოცანებს.

2017 წელს, ის აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ხომალდებიდან პირველი, გადაიარაღეს დიდი სიშორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისთვის (LRASM) – ესაა სტელსის ტიპის საბრძოლო მასალა, 480 კილომეტრიანი მოქმედების არეალით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, მრავალფუნქციური, მრავალრეჟიმიანი თვითდამიზნების ქობინით. ასეთი 3 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტა, B-1-ს შეუძლია 24 ცალი წაიღოს.

B-1-ის წყვილს, რუსეთის ბალტიის ფლოტის წინააღმდეგ შეუძლია 48 LRASM-ი გაუშვას. ეს საკმარისია საიმისოდ, რომ მთელი ფლოტი ერთი შეტევით გაანადგურო: აშშ-სა და მისი მოკავშირეების მთავარი საფრთხე რეგიონში გააუვნებლო. „LRASM“ თამაშობს საკვანძო როლს – აშშ-ს საზღვაო წვდომის  უზრუნველყოფაში“ – განაცხადა გასულ წელს ევროპაში B-1-ს მისიის დამგეგმავმა – ვიცე-პოლკოვნიკმა თიმოთი ალბრეხტმა, გერმანიაში განთავსებული  საჰაერო ოპერატიული ცენტრიდან.

B-1 რეგულარულად ამუშავებს LRASM-ით დარტყმებს. 19 ოქტომბერს, საბრძოლო გაფრენის დროს, 2-მა ბომბდამშენი გადაადგილდა შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. მინიმუმ ერთი თურქული KC-135 გაფრინდა მათი საწვავით მომარაგებისთვის და შემდეგ ორივე ხომალდი უკან, ფერფორდში დაბრუნდა.

სწორედ მაშინ, მათი გადასაჭერად ყირიმიდან აფრინდა რუსეთის საზღვაო ფლოტის გამანადგურებლები. გამანადგურებლები გვერდიგვერდ მიფრინავდნენ, ხოლო ამ დროს ბობმდამშენები ავზებს ივსებდა. „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა – დაუშვებელია“- განაცხადეს კრემლში. მეტი სიცხადისთვის: რუსეთის საჰაერო სივრცეში B-1-ების ეკიპაჟებს – შესვლა არც  უცდია.

საომარ პირობებში კი ამის საჭიროება, უბრალოდ არ არსებობს. დიდ მანძილზე მოქმედების უნარის წყალობით, B-1-ს შეუძლია რუსული ხომალდის დაზიანება შავი ზღვის ნებისმიერ წერტილში – ნატოს საჰაერო სივრციდან გაუსვლელად.

 

By admin