Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Главред უკრაინა

ანდრეი განჟა

 

დღეს, მსოფლიო გაზის დღის წესრიგით ცხოვრობს, მაგრამ წყალბადის ენერგეტიკა წარმოადგენს სერიოზულ და პერსპექტიულ პროექტს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპაში. თუ უკრაინა გამოიყენებს თავის შანსს, მაშინ კიევი დაიკავებს რუსეთის ადგილს გერმანიასთან ენერგეტიკულ ურთიერთობებში და მოიპოვებს ევროკავშირში გაწევრიანების სერიოზულ ინსტრუმენტს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ

ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, გამართული ბრიფინგის მსვლელობისას, მან განაცხადა, რომ უკრაინაში წყალბადზე მომუშავე ენერგეტიკის განვითარება, იქნება არა მარტო ენერგეტიკული, არამედ პოლიტიკური პროექტი, რომელმაც შეიძლება ძირეულად შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპაში.

„განვითარების პერსპექტივებს შორის, წყალბადის ენერგეტიკის განვითარება უკრაინაში,  ქვეყნისთვის იქნება, არა მარტო ენერგიის ალტერნატიული წყარო, არამედ დიდი ევროპული პოლიტიკური პროექტი, რომელიც კარდინალურად შეცვლის ძალთა განლაგებასა და ალიანსების ძალას ევროპის კონტინენტზე“ – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, პროექტი უკრაინისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის და თუ კიევი ხელიდან არ გაუშვებს ამ შესაძლებლობას, მას შეუძლია რუსეთი ჩაანაცვლოს გერმანიასთან ენერგეტიკულ ურთიერთობებში.

„პერსპექტივაში, თუ უკრაინამ ხელიდან არ გაუშვა თავისი შანსი, მაშინ გერმანიასთან ურთიერთობებში მას შეუძლია დაიკავოს რუსეთის ადგილი,  დღეს კი ლაპარაკი მიდის გაზის მიწოდებაზე“ – განაცხადა კულებამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის წყალბადის მიწოდების გეგმა – დიდი პოლიტიკური პროექტია, რომელიც იქნება მძლავრი ინსტრუმენტი უკრაინული სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

                                  უკრაინიდან ევროკავშირში წყალბადის მიწოდება

უკრაინა, სლოვაკეთი, ჩეხეთი და გერმანია გეგმავენ შექმნან წყალბადის ცენტრალური კორიდორი. ამ გეგმის თანახმად, უკრაინიდან, რომელსაც აქვს წყალბადის წარმოების სერიოზული პოტენციალი, ის გადაიტვირთება სლოვაკეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში, რასაც მოჰყვება გაზრდილი მოთხოვნა ამ საწვევზე. კორიდორის სიმძლავრე შემოწმდება უკვე 2020 წელს.

კიევი განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვით წყალბადის მისაწოდებლად შეიძლება გამოიყენონ უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა(გტს). ამ სცენარით, მოხდება გტს-სისტემის სტრუქტურის ნაწილობრივ შეცვლა. საჭირო იქნება ინვესტიციები წყალბადის ახალი მილსადენების და წყალბადის სადგურების მშენებლობაში. თუ პროექტის რეალიზაცია მოხერხდა, სახელმწიფოს შეეძლება წყალბადის დიდ მანძილზე, ოპტიმალურ ფასად მიწოდება.

By admin