Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Mail დიდი ბრიტანეთი

დევიდ ევერი

 

 

მოულოდნელმა სამხედრო სწავლებებმა რიგაში,  აღაშფოთა და გაახალისა ქალაქის მაცხოვრებლები.

  • უქმეებზე ლატვიის დედაქალაქი გადაიქცა საომარი მოქმედების საიმიტაციო რაიონად
  • სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ჩანს, არ გაუფრთხილებიათ მანევრების ჩატარების შესახებ
  • თავდაცვის სამინისტრომ მოიბოდიშა სწავლების გამო, რომლის დროსაც ორმა სამხედრომ ტრავმები მიიღო
  • ზუსტად ამ დროს, რუსეთი ატარებს მასშტაბურ სამხედრო თამაშებსა და სწავლებებს ბელორუსთან ერთად

მოულოდნელმა წვრთნებმა რიგაში აღაშფოთა და გაახალისა ამ ქალაქის ბინადრები, რომლებიც თვალს ადევნებენ ჯარისკაცების მხრიდან ფუჭი ყვიებით სროლას და მიმდინარე სწავლებებს ლატვიის დედაქალაქის ქუჩებში.

დასვენების დღეებში ქალაქი საბრძოლო მოქმედების საიმიტაციო რაიონად გადაქცა. კარგად შეიარაღებული ჯარისკაცები ისროდნენ  მოსახლეობის თვალწინ, რომელიც, ეტყობა, არ გააფრთხილეს მანევრების გამართვის შესახებ.

სწავლების ამსახველ ვიდეოკადრებში არ ჩანს მისი ჩატარების რაიმე სახით მონიშნული საზღვრები. მოსახლეობა მიიჩქარის ჯარისკაცთა ჯგუფებს შორის – სამხედროები ერთმანეთს ესვრიან, იერიში მიაქვთ შენობებზე, ამუშავებენ სასწავლო ამოცანებს სამხედრო თამაშების ფარგლებში, რომელთაც ნატოს ქვეყნებში ატარებენ. მოქალაქეები გაახალისა იმან, რომ ლატვიის ხელისუფლებას თავს დაატყდა კრიტიკა, როცა ზოგიერთმა ლატვიელმა განაცხადა, რომ სამხედროებმა შეაშინეს მათი ბავშვები.

ამ დროს რუსეთი, 9 სხვადასხვა ადგილას, ატარებს მასშტაბურ სამხედრო თამაშებსა და სწავლებებს ბელორუსთან, სომხეთთან, ინდოეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და მონღოლეთთან ერთად.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, ჯარისკაცი იარაღიდან ისვრის ზუსტად იმ დროს, როცა შორიახლო მიაბიჯებს ქალბატონი ბავშვით ხელში. ქალბატონი შეძრწუნებული იმზირება, ბავშვი კი ტირის, დამფრთხალი და შეშინებულია. იყო სხვა სცენებიც ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც ავტომობილებს ეფარებოდნენ და ესროდნენე შენობებს.

სწავლება არ იყო მასშტაბური, თუმცა ქალაქში სროლით დაკავებული სამხედროების იერმა დააბნია მაცხოვრებლების მნიშვნელოვანი ნაწილი და გამოიწვია მძაფრი კრიტიკა მოსახლეობის მთავრობის მხრიდან გაუფრთხილებლობისა და სწავლების არეალის მიუთითებლობის გამო.

აღშფოთების ტალღის შემდგომ, სამხედროებმა ცალყბად მოიბოდიშეს და განაცხადეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე გამოიყენება მხოლოდ ფუჭი ტყვიები და  რომ ზიანი არავის მიდგომია.

„ასეთი სწავლებს დროს ვიყენებთ არასაბრძოლო ვაზნებს, რასაც ახლავს დიდი ხმაური, მაგრამ არაფერი ემუქრება გარშემომყოფთა სიცოცოხლესა და ჯანმრთელობას. ამჯერადაც გამოყენებულია ფუჭი საბრძოლო მასალები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სიტუაციამ გაუგებრობა გამოიწყია, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს“. პარალელურად ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას „შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაგებით მოეკიდოს სწავლებას“ და დასძინა, რომ წვრთნა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას. სამხედროების ეს განცხადება, მოცემულია TVNET-ის ვებსაიტზე.

თავდაცვის სამინისტრომ დაამატა, რომ 2 სამხედრო პირი ჰოსპიტალიზებულია მანევრების დროს მიღებული ტრავმების გამო – მანევრები  ნატოს სწავლება „ნამეისი 2021“-ის ფარგლებში ტარდება 30 აგვისტოდან 3 ოქტომბრამდე.

სწავლებებში ჩართულია ნატოს ქვეყნების დაახლოებით 9 300 სამხედრო.

სწავლება ლატვიაში გაიმართა ერთი დღით ადრე, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორშაბათს მოინახულებდა მასშტაბურ მანევრებს კალინინგრადის ოლქში, რომლის დროსაც, ნაპირს მიადგა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხომალდი საჰაერო ბალიშზე.

ამ სწალებებში მონაწილეობდა დაახლოებით 2 000 სამხედრო პირი და 200-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკის ერთეული. მანევრების მიმდინარეობისას განხორციელდა დესანტის გადასხმა რუსეთ-ევროკავშირის საზღვრებთან.

გასულ კვირაში პუტინი დაესწრო უფრო დიდ სამხედრო სწავლებას, რომელიც ბელორუსთან, სომხეთთან, ინდოეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და მონღოლეთთან ერთად ჩატარდა 9 სხვადასხვა პოლიგონზე, მათ შორის, ბალტიის ზღვაზე და ბელორუსის 5 პოლიგონზე.                     კალინინგრადიდან მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ მიმდინარეობს ბალტიის ფლოტისა და სხვა შენაერთების სწავლება  ხომალდ „ ზუბრიდან“დესანტის გადასხმით. საჰაერო ბალიშით აღჭურვილი ეს ხომალდი, გათვალისწინებულია ზღვიდან ხმელეთზე მოიერიშე შენაერთების გადასხმისთვის. მას ასევე შეუძლია საზღვაო ნაღმების გადატანა და მათი  წყალში განთავსება.

სწავლებები 16 სექტემბერს უნდა დასრულდეს, მაგრამ რუსეთმა განაცხადა, რომ სამხედროები დისლოკაციის ადგილს ოქტომბრის შუა  რიცხვებამდე არ დაუბრუბდებიან – მოსკოვს არ დაუზუსტებია, რით აიხსნება ეს დაყოვნება.

ამ მასშტაბურმა სწავლებებმა და განცხადებამ რუსეთსა და დიქტატორულ ბელორუსს შორის კავშირების შემდგომი განმტკიცების შესახებ, დააფრთხო უკრაინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ამბობს: „იქ დამუშავებული სცენარები სერიოზული რისკებს ქმნის უკრაინისთვის. ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი, ასე თუ ისე, ჩაყლაპავს ბელორუსს, გვიჩნდება დამატებით 1000 კილომეტრიანი საფრთხე, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

მისმა წინამორბედმა პაველ კლიმკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს თავისი სამხედრო ძალებით უკრაინის ალყაში მოქცევას და ის მოუწოდებს ხელისუფლებას დახმარებისთვის ნატოს მიმართოს.სწავლებები მიმდინარეობს უზარმაზარ – ბალტიის ზღვიდან უკრაინის საზღვრებამდე -ტერირორიაზე. ცალკეული წვრთნები არტიკაზეც იმართება. არქტიკაზე სწავლების ფარგლებში, რუსეთის ატომურმა წყალქვეშა ნავმა „ორეოლმა“ ბარენცის ზღვაში გაუშვა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა „გრანიტი“ – რაიონი დაიხურა სამგზავრო ხომალდებისთვის.

 

By admin