National Review აშშ
მაიკლ ბრენდან დოგერთი
ზელენსკის გადაწყვეტილება, ითამაშოს ქამალა ჰარისის საპრეზიდენტო ამბიციების სასარგებლოდ (კერძოდ, ესაა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის – ჯეი დი ვენსის კრიტიკა და გლობალური ომის წამოწყებაში დადანაშაულება), უგუნურებაა მრავალი კუთხით. დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გამოჩენით, უკრაინის პრეზიდენტმა შეგნებულად დაასხა წყალი პოლიტიკური პოლარიზაციის წისქვილზე, იმისდა მიუხედავად, წაადგება თუ არა ეს მის ქვეყანას
ამ უცნაურ გამოხდომას შეიძლება ჰქონდეს ორგვარი ახსნა: პირველი – ან ზელენსკიმ ირწუნა, რომ მართალი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანი (ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ტრამპის გამარჯვება დაასამარებდა აშშ-ს დახმარებას უკრაინის მიმართ), ან ჰარისის შტაბმა – ზელენსკი შეგნებულად აქცია თავის რწმუნებულად, რომელმაც საჭირო აზრები უნდა მიაწოდოს à la ჰეილისნაერ რესპუბლიკელებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. და ეს დემოკრატებმა ზელენსკის დააკისრეს იმისდა მიუხედავად, რომ ამ ტრიუკით შესუსტდება უკრაინის მიმართ რესპუბლიკელთა კეთილგანწყობა.
რაც შეეხება პირველ ვარიანტს: იმის მტკიცებულებები, რომ ტრამპი აიღებს და ერთ დღეში შეაჩერებს უკრაინის დახმარებას, თითქმის არ არსებობს. ტრამპი სიფრთხილეს იჩენს ამ საკითხის მიმართ, მაგრამ მან შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ხნით შემოსდოს თაროზე. ამაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება. პირველი – მან მხარი დაუჭირა რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, როცა ეს უკანასკნელი ხელს აწერდა უკრაინის დახმარების პაკეტს. მეორე: ვენსი, როგორც ტრამპის მარჯვენა ხელი, საარჩევნო რბოლაში მისდევს დაწერილ სცენარს. მართალია ის ცდილობს, ყველანაირად მოიგოს საკუთარი პარტიის გული, მაგრამ სენატის სხდომებზე, მას ერთხელაც არ უხსენებია უკრაინა. ის მხოლოდ იმეორებს ტრამპის განცხადებებს და საკუთარ მოსაზრებებს არ გამოთქვამს. ტრამპი კი დღენიადაგ იმას იძახის, რომ მის დროს, კონფლიქტი გამორიცხული იყო და მისი არჩევის შემთხვევაში, ის ომს დაასრულებს. ტრამპი ასევე მიანიშნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინს გაცილებით მეტ პრობლემებს შეუქმნის.
რაც შეეხება მეორე ვარიანტს: ზელენსკის გამოჩენა ამერიკის პოლიტიკურ ფრონტზე, ნიშნავს იმის მდუმარე აღიარებას, რომ უკრაინა, როგორც ჩანს, არ წარმოადგენს აშშ-ს პრიორიტეტულ ინტერესს. ასე რომ იყოს, დემოკრატები, ამ საკითხს მსხვერპლად არ შესწირავდნენ საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლას.
და ბოლოს, ზელენსკის მხრიდან ყოფილი, შესაძლოა მომავალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გაკენწვლა (რომელთაც შესაძლოა უკრაინის ინტესების დაცვამ მოუწიოთ), სერიოზული პრობლემაა. იგივე ითქმის ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროსა და მის სრულ უემოციობაზე ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, რაც შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო გაურკვეველ, მრუმე ფერებში ჰხვევს.