Tuckercarlson.com
თაკერ კარლსონი: უპირველესად… იგულისხმება ბირთვული ომის საფრთხის აღმოფხვრა, რაც მხოლოდ ტრამაპს ძალუძს ჯეი დი ვენსთან ერთად, ეს მათი პრიორიტეტია … სხვა ყველა მხარს უჭერდა ბირთვულ ომს – ყველა, ვინც კი განიხილებოდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, ამბობდა: „მოდი, დავიწყოთ ბირთვული ომი”- თუ ღმერთი გწამთ, რა ბავშვობაა!
მაშ ასე, რა არის ამის შემდეგ უმთავრესი გრძელვადიანი ამოცანა? რა გვაერთიანებს, ამის განსაზღვრა შეუძლია მხოლოდ ლიდერს და ეს სულაც არაა აუცილებელი საჯაროდ მოხდეს. არ მგონია, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ტრამპი გამოვიდეს სიტყვით და წამოგვიყენოს რაღაც ხუთიოდე პრინციპი და მათი გაზიარება მოგვთხოვოს. ყველაფერი გაცილებით რთულადაა, მაგრამ უნდა გაღვივდეს განცდა იმისა, რომ არსებობს რაღაც შეხედულებები, რომლებიც გვაერთიანებს უკლებლივ ყველას, განურჩევლად იმისა, რომ ჩვენ განვსხვავდებით გარეგნულად, ხანდახან ვლაპარაკობთ სხვადასხვა ენებზე და არა გვაქვს საერთო რელიგია. ჩვენ მაინც გვაქვს საერთო – მაინც რა, აი ამის გარკვევა არის სასიცოცხლო ამოცანა, ამოცანა – ყველა დანარჩენზე აღმატებული.
…და ბოლოს. მგონია, რომ ბოლო კვირის მთავარი სიახლე არის ის, რომ მყისიერად გაქრა სოციალური დევნა, რომელსაც განიცდიდა ტრამპის უკლებლივ ყველა მხარდამჭერი. დიახ, სწორედ ასეა. ქვეყანაში არსებული ღრმა განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებს, ე.წ. „თეთრ საყელოებს,“ არ ჰქონდაც იმის გაფიქრების უფლებაც კი, რომ ტრამპი არ იყო მთლად ჰიტლერი. ახლა ეს უკვე დაშვებულია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის გასული უქმეების მთავარი სიახლე. მეც, შეიძლება ითქვას, არ მომწონდა ტრამპი და ხმაც არ მიმიცია პირველ ჯერზე. ახლა კი ვხედავ…ილონ მასკმაც კი დაუჭირა მას მხარი, უმსხვილესმა სახელმწიფო კონტრაქტორმა, მას კი ბევრი რამ აქვს დასაკარგი. დიახ, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და მან იცის, რომ შეიძლება ყველაზე მეტი დაკარგოს… მაგრამ მან ტრამპს საჯაროდ გამოუცხადა თანადგომა – თავდასხმიდან სულ რაღაც ხუთ წუთში. აი ეს იყო გარდამტეხი მომენტი, ასე მგონია.