Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Berliner Zeitung  გერმანია

 

                 ემანუილ ტოდი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიკოსია, რომლის პროგნოზებმა არაერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი მთელს მსოფლიოში. 1976 წელს, მან განჭვრიტა სსრკ-ს დაშლა, რამაც ტოდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. დღეს ისტორიკოსი საუბრობს დასავლეთის დაკნინებაზე.

Berliner Zeitung-თან ინტერვიუში, ტოდი განმარტავს, რომ ხსენებული ტენდენცია სულ უფრო მკაფიოდ ჩანს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მაგალითზე. დასავლეთი დიდი ხანია ეწეოდა პუტინის დემონიზებას და ყურადღებას არ აქცევდა  იმას, რომ დასავლეთს არ ძალუძს ჩინეთთან კონფრონტაციაზე წასვლა…

  • პროვოკაციულად ხომ არ ჟღერს, როცა ამბობთ, რომ რუსები იძულებულნი იყვნენ, ჩარეულიყვნენ უკრაინაში შექმნილ ვითარებაში? ეს პუტინის პროპაგანდას წააგავს…
  • უკრაინის კრიზისს რთული წინაისტორია აქვს და როცა ვამბობ, რომ რუსეთი ამ ამბავში ჩაითრიეს, ვითვალისწინებ მხოლოდ ობიექტურ რეალობას. როგორც ისტორიკოსი, მე ვეყრდნობი ფაქტებს და ჩემი დასკვნები, მათგან გამომდინარეა. 2022 წლის თებერვლამდე, ნატო ფართოვდებოდა აღმოსავლეთით. მაიდანის მოვლენებში ამერიკელები პირდაპირ მონაწილეობდნენ. უკრაინელი ნაციონალისტები და ამერიკული პოლიტიკური ელიტის ნაწილი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საყოველთაო რუსოფობიის გაღვივებაში, რამაც კონფლიქტს ირაციონალური დინამიკა შესძინა. საბოლოოდ შეიქმნა სიტუაცია, როცა ნატომ რეალურად დაიწყო უკრაინული არმიის შეიარაღება, რომელიც რუსეთის საზღვართან იდგა. რუსებმა თქვეს, რომ არ შეეგუებოდნენ უკრაინის ალიანსში ინტეგრაციას. მათ გაგვაფრთხილეს, რომ ასეთ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი იქნებოდნენ, ჩარეულიყვნენ.
  • რამდენიმე თვის წინ თქვენმა ნათქვამმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიო საზოგადოებრიობაში. თქვენ ბრძანეთ, რომ უკრაინამ უკვე წააგო. ასეთი განცხადებების გამო, თქვენ შეიძლება დაგაბრალონ პუტინთან სიახლოვე…
  • მე ამ აზრს არ ვეთანხმები. როცა ვამბობ, რომ კიევი დამარცხდა, ვგულისხმობ იგივეს, რასაც ფიქრობენი პენტაგონში ან საფრანგეთის გენშტაბში.[
  • ე. ი. უნდა ველოდოთ ტერიტორიულ დათმობებს?
  • დიახ, ასე ვფიქრობ. რუსები კიდევ მიიერთებენ ტერიტორიებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა დასავლეთმა იცის, რომ დამარცხდა, მაგრამ დაზავება არავის სურს.
  • რატომ?
  • რუსებმა დაკარგეს დასავლეთის ნდობა. მათ ეზიზღებათ ევროპელი ლიდერები, რადგან ამ ადამიანებს აშშ-ს ხელის ბიჭებად მიიჩნევენ. ამდენად, არც კი თვლიან ევროპელებს საუბრის ღირსად. მეორე მხრივ, არც ამერიკელებს მიიჩნევენ მყარ და სანდო ხალხად. ასე რომ, ამერიკელებთან შეთანხმებაც, რუსებს არ აინტერესებთ. მათთვის კონფლიქტის დასრულებას წარმოადგენს ვითარება, როცა მათი ტერიტორიული მონაპოვარი საიმედოდ არის დაცული, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოება  გარანტირებულია.

მგონია, რომ ისინი ელოდებიან კიევის რეჟიმის ჩამოგდებასა და ისეთი ხელისუფლების მოსვლას, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას მოინდომებს…

  • თქვენი ბოლო წიგნის სახელწოდებაა – „დასვლეთის დაცემა“. თუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ?
  • როცა დასავლეთის დაცემაზე ვსაუბრობ, სულაც არ ვგულისხმობ რუსეთის გამარჯვებას. ბოლო დროს, დასავლეთში იმდენი დრო შეალიეს პუტინისათვის იარლიყების მიწებებასა და მის მონსტრად წარმოჩენას, რომ გამორჩათ ამ ქვეყნის მიერ პოზიციების თანდათან დაბრუნება. დასავლეთის დაცემის რეალური დინამიკა – გამოიხატება შინაგან დეზინტეგრაციაში, ხოლო პრობლემის ეპიცენტრში არის ამერიკა.

 

 

By admin